ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
კალაძე და კობიაშვილი ოჯახებით რომ იყავით თამაშზე რითია უკეთესი თქვენი შვილები ჩვენსაზე? მერე კიდევ გარეთ გულშემატკივრებზე ჯარიმები რომ დააწერიეთ 2000-ლარი არ გრცხვენიათ..ამის შემდეგ კობიაშვილი სასწრაფოდ უნდა წავიდეს ფედერაციიდან..ამავე დროს უკრაინულ და პოლონურ საიტებზე აქტიურად იწერება აზიის ტოტალიზატორშუ დადებულ დიდ ფსონზე საქართველოს წაგებაზე,,საეჭვოდ ენთხცევა ყველაფერი ერთმანეთს..კვარას ინფიცირება და ასე შემდეგ,,კალაძე ყველაფრი მკადრებელი რომ არის ფაქტია მაგრამ ასეთ რამეს გაბედავდა? ერის რისხვის არ გეშინიათ? უკვე დააწერიეს ქართველ სამარცხვინო ჟურნალისტებს საპირისპირო..
ჯიჯი
12 ნოემბერი 2020 23:23
1
სამაგიეროდ პოლიტიკოსებმა და ტოტალიზატორებმა მერამდენედ ღალატისა და ქართველი ხალხის გატყავების და შეურაწყოფის ხარჯზე ისეთი მაყუთი გააკეთეს ყველას ერთადაც არ დაგვესიზმრება, ნუ უღირდათ რა.
უჯიგრო და უსისხლო ვაიფეხბურთელებს კიდევ მოვუკითხავ კეთილებს.
კვარა
12 ნოემბერი 2020 23:54
7
ვინც მანდ დადის ფულის შოვნის მიზნით ალალია მათი წაგება. მე პირადად მიხარია როდესაც აგებენ. ვინც ნამდვილი ქომაგია ის იქ არ შევა. ამ შემთვევაში ოღონდ მოეგო ჩვენს ნაკრებს და არ ვჩივოდი
დავით 67
13 ნოემბერი 2020 00:03
2
კვარაცხელიას გარეშე ვიყავით უშანსოდ. ამ ბიჭზე მანამდე უნდა გეზრუნათ და დაგეცვათ ვირუსისგან. დამარცხებულის ფილოსოფია თანდათან დომინანტი ხდება ქართველებში, სამწუხაროდ!
ლეგიონი
12 ნოემბერი 2020 23:52
1
როგორი პოლიტიკოსებიც გვყავს, როგორი მთავრობაც გვყავს ისემიდის განვითარება ფეხბურთსშიც და ქვეყანაშიც
giorgi dashniani
12 ნოემბერი 2020 23:36
2
ვაის წადი!
მაინტერესებს კიდევ რამდენი უჭერთ მხარს ამ ერთუჯრედიანს?
რაგბის ფანი
12 ნოემბერი 2020 23:21
1
ვაის დაუჭერენ მხარს კაშოს ვაკოს ოქრის სექტის წევრები )) პაპუნაშვილიც შეიძლება დავამატოთ ტიპმა შარშან ითამაშა ნაკრებთან თქვენობით არის ის გამოყავს და ზურიკო საბას სკამზე ალპობს აბა ეხლა ამას მწვრთნელი იზამდა? გაყიდული თამაში სხვა კიარაფერია რო ხედავ გუნდს უჭირს და მოედანზე კიდევ ერთ უთამაშებელ ფეხბურთელს რო უშვებ ჯერ ვაკოს ან კაშოს რაუნდოდა დღეს მოედანზე?
!!!
12 ნოემბერი 2020 23:30
0
ვაისმაააა წაააგოთამაში.1:0აგებ და 80წუთმდე არ აკეთებ შეცვლას გყავს დავითაშვილი რომელმაც წამში ანახა რა მებრძოლი და აგარია.მაგრად ურტყამს ჯარიმას ასევე აბურჯანია.მიკვდა ამ ყაზაიშვილის რა პაპუნაშვილიშემიყავს ბიჭმა ბოლოს როდის ითამშ არც მახსოვს.კაში აყენებს და ხოჭოლავა რომელიც მარტინეს ლუკაკუდა ბენზემას არაფერი დაუთმო სკამზე გყავს.რავი დამწყდა ნერვები
მოსეხონელი
12 ნოემბერი 2020 23:17
2
შეცვლები უნდა გაეკეთებინა 55-ე წუთიდან და პირველი ოქრიაშვილი უნდა გაეყვანა. ვაისი და ძმანნი და თავნი მისნი გასაქრობია ქართული ფეხბურთიდან!!!!!!!
დასი
12 ნოემბერი 2020 23:53
3
კობიაშვილი გლდანის დეპუტატად!
ვერ ხედავთ ფეხბურთის ფედერაციაში რა მიხწევები აქვს,მეტი რაღა ქნას რამდენ წარმატებებას მიახწია და ეხლა პოლიტიკაშიც უნდა გამოიჩინოს თავი.
ვაი თქვენს პატრონს!
ევროპის ჩემპიონატი არა ისა კიდევ
12 ნოემბერი 2020 23:51
3
როცა გავიგე კვარას არ ყოფნის შესახებ მაშინვე გავიფიქრე რომ ეს დავითაშვილის შანსი იქნებოდა და გაამრთლებდა და ამაში დარწმუნებული ვიყავი და ვაისმა რა ქნა ფაქტი სახეზეა.გოლი როცა გავუშვით მაშინვე რომ გაეკეთებინა შეცვლები და გვებრძოლა და წაგვევგო კიდე არაუშავს მაგრამ ვაისის ქმედებებს მე პირადად ახსნას ვერ ვპოულობ რატომ არ გააკეთა შეცვლები.ეხ კიდევ ერთი უძილო ღამე მელის წინ და თან ისე რომ გარეთაც ვერ გავალ რო ცოტა გავისეირნო და გული გადავაყოლო.რას ვიზავთ ისევ ერთმანეთი გავახმხნევოთ და მომავლის იმედით ვიცხოვროთ.სხვა რა დაგვრჩენია!?
თორნიკე
12 ნოემბერი 2020 23:20
1
ფეხბურთის ე.წ. მამებზე აღარაფერია სალაპარაკო, აზრი არ ააქვს და თქვენ დიადო ვეტერანებო ისევ არაფერი გაქვთ სათქმელი?! როგორც ყოველთვის?! სირცხვილია სირცხვილი!!! მაგრამ რა უნდა გელაპარაკოთ თქვენ ხომ არარატი, ტირანა, კლაკსვიკი გაატარეთ.. მაგარია ხმა არ ამოიღოთ, ყველაფერი კარგად არის!!!
?
12 ნოემბერი 2020 23:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული