ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
მთელი ღამე არ მეძინა. თქვენ ჩემი ცოდვით სავსეებო.
ზაზა
13 ნოემბერი 2020 09:47
2
რაც ცხადაძის უნამუსოდ გაშვებით დათესეს, ის მოიმკეს!!!!!!!! საქართველოს ნაკრებს აუცილებლად ქართველი მწვრთნელი უნდა ყავდეს!!!
გიორგი
13 ნოემბერი 2020 09:47
7
არამართლებო, სხვაზე მეტი რომ გგონიათ თავი ცხოვრებაში ერთი წიგნი რომ არ გაქვთ წაკითხული სხვისი დასწრება არ შეიძლებოდა თამაშზე და თქვენ რომ გამოიჭიმეთ ლოჟაში ეგ შეიძლებოდა?! და თამაში რომ 22.00 საათის შემდეგ დასრულდა როგორ გადაადგილდით ქუჩაში?!
?!
13 ნოემბერი 2020 09:38
2
კობიაშვილს მინდა მივმართო,ჯერ კორექტულად წადი ჯიგარო,ვაისი მიხვდა რომ ჩაიჯვა და წავიდა, შენი წვლილი ამ მარცხში უდიდესია, შენ ვერ გაუკეთე ორგანიზება იმას რომ გულშემატკივრის 30% დაგეშვა თამაშზე, ჩათვალე შენი ამ უნიათო გადაწყვეტილებით ნაკრები დააღალატე,შენ ნაკრებს უღალატე და ურთულეს მომენტში მარტო დატოვე.შენ წაგვართვი ჩვენ ის დიდი სიხარული რაც ახლა მაკედონიაში ხდება,შენ ფაქტიურად რაც გააკეთე ფედერაციაში მოსვლის დღიდან ყველაფერი წყალში ჩაყარე და ქარს გაატანე,ჩათვალე შენ არასდროს ყოფილხარ ფედერაციის დირექტორი,არც იმის უფლება გაქვს წლების შემდეგ თქვა მე ფედერაციაში ესა და ეს გავაკეთეო.შენ უღალატე ქართულ ფეხბურთს,როცა ეს ბიღები12 ფეხბურთელის გარეშე დატოვე. წადი!
Dato Dvalidze
13 ნოემბერი 2020 09:36
4
ფედერაციაში რა გააკეთა ხელფასის აღების გარდა ფულის სამჭედლოდ არის ფედერაცია გადაქცეული
??
13 ნოემბერი 2020 10:20
2
ვერ გავიგე, ხოჭოლავა რატომ არ ათამაშა?! კაცი "რეალის" წინააღმდეგ თამაშობდა, კაშია თავისი გუნდის ძირითადში ვეღარ ხვდება. კაჭარავას თამაში საერთოდ ყველა კრიტიკას სცდება! კარში საერთოდ არ დაურტყამთ, რა შედეგი უნდა ყოფილიყო?!
მერაბი
13 ნოემბერი 2020 09:23
3
გულითადი "მადლობა" კობიაშვილო, კალაძევ და ყაველაშვილო, რომ არ გაწირეთ ბიჭები... ნაკრებმა რომ ჩაისვარა, ეგ კიდევ ცალკე სატკივარია
ირაკლი
13 ნოემბერი 2020 09:19
4
არც მქონდა იმედი რომ მოიგებდნენ.ფეხბურთი არა კვახი კიდევ ფეხბურთი ყიფიანის და გუცაევის მერე დასამარდა და ესე იქნება მანამ სანამ შეტევას არ ვისწავლით.აბარა იყო ეს გუნდი აგებს 1:0 და ცენტრს იქით ვერ გადადის ან თუ გადადის რაღაც სისულელეებს სჩადიან.
Misha
13 ნოემბერი 2020 08:53
0
ისევ ჩავისვარეთ.
Status quo
13 ნოემბერი 2020 07:55
0
Ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ.აი ,ეს არის დიაგნოზი,რომელიც დაახლოებით ოცი წლის წინ დაგვისვა ერთმა უცხოელმა მწვრთნელმა.მას შემდეგ არაფერი შეცვლილა,იყო მცდელობა,მაგრამ ის ვითომ ჩარეცხილი ხალხი,უპატიებელი შეცდომების გამო ამოტივტივდა ისევ.სპორტში ნეპოტიზმი და ნაცნობ მეგობრობა-ეს არის ნამდვილი ტრაგიკომედია.ერთი დღის მოსული იყო,როცა კითხვაზე ნეპოტიზმთან დაკავშირებით,ასე უპასუხა,ჩვენთან ეხლა ნაცნობ-მეგობრობას და ნათესაობას ხომ ვერ მოვშლითო და აენთო მწვანე შუქი სრული სვლით შევარდნაძისდროინდელი წუნწუხისკენ მუმართულებას.ნეპოტიზმი არის ყველაფრის თავი და თავი,ეს არის უსამართლობა,საზოგადოების დაყოფა მჩაგვრელებად და დაჩაგრულებად.პატარა ბიჭუნა როცა დაინახავს,რომ მისი უნიჭო,მაგრამ ფულიანი და გავლენიან მამიკოიანი თანაგუნდელი ათამაშეს და ის არა,მანდ მთავრდება მისთვის ეს სამყარო.
Დავითი
13 ნოემბერი 2020 07:06
2
100%. მენტალიტეტ დებილ - ნამდვილად თქვა ჩვენებზე ჰოლანდიელმა მწვრთნელმა! იოჰან ბოსკამპი (1999 წელი)
გიო
13 ნოემბერი 2020 11:11
1
სანამ ეგ მოვიდოდა, ვბდღვნიდით
ვვვ
13 ნოემბერი 2020 11:04
1
დიდი მწვრთნელობა არ უნდა იმის მიხვედრას რომ კვარა ჩაკვე თუ არ გყავს, აგრეთვე შენგელიაც, ლობჟანიძე და დავითაშვილი უალტერნატივო რომ იყო
A
13 ნოემბერი 2020 07:05
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული