ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
შეცვლები ცოტა ადრე გააკეთა ვაისმა!!! 2-3 წელი კიდევ გაუგრძელეთ კონტრაქტი და კაჭარავა, გვილია, ყაზაიშვილი და ტაქტიკა არ შეცვალოთ!!! და კიდევ კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტი ხომ არის, პარლამენტშიც ხომ ავირჩევთ და მომავალ წელს თბილისის საკრებულოშიც ავირჩიოთ!!! ისა და სტადიონზე დასწრება თუ არ შეიძლებოდა ლოჟაში ვინც იყო გამოჭიმული ზე ადამიანები არიან, რომ აღიზიანებთ ყველას შიგნით მაინც დამსხდარიყავით მოფარებულში!!! არა, შეცვლები მაინც ადრე გააკეთა რა!!! როგორ შეიძლება თქვენ გამო ნერვიულობა!!!!
!!!
12 ნოემბერი 2020 23:19
2
რომ უყურებ ეს გვილია ათი პასიდან ათივეს მოწინააღმდეგეს აძლევს. და ყველა შეტევა გვივარდება თვალები უკანა გაქვს. გამოუშვი რა დავითაშვილი. ფუ ამის. ვაისი უნამუსო კაცი.
lelo
12 ნოემბერი 2020 23:12
0
ვაისმა რეებიც აკეთა ოქტომბერში (მანამდეც უდონო იყო) ზოგი ამართლებდა შემადგენლობას ცდის მთავარი მატჩისთვისო და საბოლოოდ ეს ძირითადი დააყენა: გვილია, კანკავა და კვეკვე ერთად ძირითადში, ყაზაიშვილი რომელიც ვეღარ დარბის 3 მეტრსაც კი - ფლანგზე, კაშია რომელსაც წელს ბელარუსთან თამაში აქვს მარტო ჩატარებული და კლუბში არცერთი, კაჭარავა - რომელიც საერთოდ რა ფარული უნარის გამოა ნაკრებში მარტო ვაისმა იცის. ტაქტიკა გვქონდა მაღალი პასი ოღონდ საჯარიმოშიც არა, ფლანგების გარეშე ფეხბურთი, არანაირი პოზიციური შეტევა, უკან პასი - შეტევაში მცველის ჩართვის და მოწინააღმდეგის მცველების ჩამტეხველი პასის ნაცვლად. კაშიას და კვირკველიას არცერთს ბურთი არ ამოუტანიათ - ასეთი თამაში არ მახსენდება ასე პასიური იყოს უკანა ხაზი, ოქრიაშვილი - ეზოს ფეხბურთელი, ნული პროფესიონალიზმი და სინდისიც, ვითომ ფინტს აკეთებს და უარეა პოზიციას იქმნის და საერთოდაც კარგავს ბურთს რომელზეც მერე სხვებს უწევთ ისევ ბრძოლა. როგორ არ მოიძებნა გუნდში ადგილი 2 შედარებით სწრაფი ფეხბურთელისთვის? ან როლ აგებ და მეტოქის კართანაც ვერ მიდიხარ შეცვლები სად არია? მოკლედ ამ კაცმაც შეირგო ხელფასი 5 წელი და წავიდა. ჩვენ კი დავრჩით იმედგაცრუებული და გულჩაამწვარი კიდევ ერთხელ.
???
13 ნოემბერი 2020 00:45
3
ძალიან რთულია ძალიან. ჯერკიდევ ვერ გაგვიაზრებია თუ რა შანსი გავუშვით ხელიდან. ზაფხულში როცა მაკედონია ჰოლანდიას უკრაინას და ავსტრიას შეხვდება მერე ყველაზე ძაან დაგვწყდება გული
სამწუხაროდ
13 ნოემბერი 2020 00:37
0
სასწრაფოდ წარმოადგინეთ ანგარიში რამდენი მილიონია დახარჯული ხალხის (ბიუჯეტის) ფული, რისთვის და რა სპორტული შედეგი მივიღეთ?! და მერე დატოვეთ ფედერაცია თქვენი ვაისიანად და კაშია( ლგბთ სამკლავური არ დაავიწყდეს) ყაზაიშვილი, გვილია, კაჭარავა და 2-3 კაციც თან წაიყოლეთ!!!
$
13 ნოემბერი 2020 00:09
4
ვულოცავთ საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვებას!
CESKO
12 ნოემბერი 2020 23:45
5
ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, მეც სულითა და გულით მინდოდა ჩვენი ნაკრების მოგება. ყოველდღე ვადევნებ თვალს აქ გამოქვეყნებულ სტატიებს და კომენტარებს. მეც არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი, ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ობიექტური და კორექტული. სადღაც 2 ან 2,5 თვის წინ დავწერე ერთ-ერთი სტატიის კომენტარებში, რომ ჩრდ. მაკედონიისა და კოსოვოს ფეხბურთელები ჩვენს ფეხბურთელებზე საკმაოდ მაღლა დგანან კლასით და მათი უმრავლესობა ძლიერ ჩემპიონატებში და გუნდებში თამაშობენ და არ უნდა გვოქონოდა ფინალის იოლად კი არა და საერთოდ მოგების იმედი.(რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ბელორუსებს მოვუგებდით). შემდეგ გამოანათა იმედის ნაპერწკალმა კვარას სახით და ბოლო ყველა თამაშები , ბოდიში და ათრია ამ ახალგაზრდა ბიჭმა ნაკრები, ისე როგორც მისთანა ახალგაზრდა ჩაკვემ თავის დროზე. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ფაქტიურად ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა კაცნაკლულმა, მე ყაზაიშვილის თამაშში რაღაცა როლი ვერ დავინახე. ნუ დამაყრით ეხლა რისხვას. კიდევ ბევრი შეიძლება დავწერო და დავახასიათო სხვებიც, მაგრამ ამას ეხლა რა აზრი აქვს. ერთი ფაქტია, რომ ყაზაიშვილისა და კაშიას ნაცვლად უნდა ყოფილიყვნენ ხოჭოლავა და ს. ლობჟანიძე, ან ზურა დავითაშვილი.... მაგრამ არა ყაზაიშვილი, ასეთი უსუსური. და ბოლოს- ეს დედააფეთქებული შეცვლები ამ ... არ მინდა ცუდი სიტყვა გამოვიყენო, საშუალოზე დაბალ მწვრთნელს, დაგინებული აქვს 80 წუთის მერე გააკეთოს? ფედერაციის მამებო, გაუშვით ეს კაცი რა, ამოწურა ამან თავუსი რესურსი.....
p.s. ეხლა არ დამიწყოთ ამან ამდენი გააკეთა, ამდენი მოიგო....გადახედეთ ვის მოვუგეთ , რა გუნდებს, საბოლოო ბედნიერებამდე ესღა გვაკლდა, მაგათზეც არ მოგვეგო. მე მაინც ვგულშემატკივრობ ჩვენს ბიჭებს, ჯაბას, მაგარ კაცს და კაპიტანს, კვარას, ჩაკვეს, ზურიკო დავითაშვილს, ლ. შენგელიას, ხოჭოს, ოქრის, კაკაბას, ........
ტარიელი
12 ნოემბერი 2020 23:27
2
თქვე დალოცვილებო დაბერდით ფეხბურთში და ბურთის მიღება, დამუშავება და უბრალოდ პასის მიცემა ვერ ისწავლეთ
კვირკველიას და კაშიას
12 ნოემბერი 2020 23:13
1
კეთილი ინებონ და გადაიხადონ ესჯარიმა ამ სამარცხვინო ფეხბურთელებმა რაც ქომაგებს გამოუწერეს,რაც შეეხება კალაძეს და კობიაშვილს რომლებიც ცოლებით იყვნენ და ეს რაში ჯდება? თუ კაცობა გააჩნიათ ფეხბურთელებს კაშიას გარდა ყველამ უნდა გსიღოთ და ჯარიმა გადაუხადოთ ქოაგებს,,კაშიას ცისარტყელა უყვარს და ნადზე არ ვრცელდება ეგ
jiji
13 ნოემბერი 2020 01:10
4
უნამუსო ვიყო ღმერთ ვევდრებიდი მოგვაგებინეთქო მერე კაშია რო დავინახე ეგრევე გულმა მიგრძნო ცუდი.რას თხოვ ღმერთს ცისარტყელების მოყვარული რომ გყავს ნაკრებში?
მოსეხონელი
13 ნოემბერი 2020 08:37
4
ფეხბურთის გადარჩენა თუ გვინდა მეტი კომპერციალიზაცია და კერძო სექტორია საჭირო და არა სახელმწიფოს გადაგდებული 300 მილიონი რომელიც პარტაქტივში იხარჯება აი ეს არის მწარე სიმართლე!!!!!ღარიბი ქვეყანა 300 მილიონამდე ხარჯავს რაღაც აბსურდში!სამაგიეროდ მაკედონიას არ აქვს 4 საფეხბურთო ლიგა და ბონუსად სამოყვარულო ლიგა ) ხო კდიევ სამი მუშკეტერიც გვყავს
აბგდ
13 ნოემბერი 2020 01:01
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული