შოთა არველაძემ გუშინდელ მარცხზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო. ამ სამწუხარო ფაქტს შოთა არველაძეც გამოეხმაურა.

"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას სტადიონზე გულშემატკივრის არდაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო.
ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას.

მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია.

ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს." - წერს შოთა არველაძე საკუთარ "ფეისბუკგვერდზე".

მკითხველის კომენტარები / 25 /
ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ფეხბურთს მხოლოდ მონდომება იგებს. სამწუხაროა, რომ 4 ძირითადი ფეხბურთელის გამოკლების ფაქტორს, ისინი ვერ აანალიზებენ... საქართველოს ნაკრებს 4 ესეთი ფეხბურთელის შეცვლის რესურსი არ აქვს. ეს ფაქტია!!!
tngh
14 ნოემბერი 2020 09:56
0
კი ნამდვილად ცხოვრება გრძელდება...ქართველი მწვრთნელი ვფიქრობ უფრო გამოადგება ამ ეტაპზე ჩვენს ფეხბურთს, ვისაც ჩვენსავით ეტკიება ჩვენი წაგება და ჩვენი სინანული
tedore magradze
14 ნოემბერი 2020 03:34
1
დადგა დრო ვუხმოთ შოთა არველაძეს,ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა კი რიგგარეშე არჩევნებზე უნდ დავითხოვოთ.კობიაშვილი,როგორც ფუნქციონერი მენეჯერი აღმოჩნდა სრული არარაობა;მიუხედავად იმისა,რომ გერმანიიდან მისი დაბრუნების და ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის გულმხურვალე მომხრე ვიყავი.არასწორი პოზიციის დაჭერისთვის დიდ ბოდიშს ვიხდი;ვერ წარმოვიდგენდი,რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ფეხბურთელი ქვეყანაში გამეფებულ საყოველთაო კორუფციასა და განუკითხაობაში ასე მალე ჩარერთვებოდა.(გადეპუტატება ამის ნათელი დადასტურებაა)
giorgi
14 ნოემბერი 2020 14:38
0
გუშინ მარცხი არ იყო. გუშინ იყო ბრმებისთვის თვალის ახელის მატჩი, დახუჭულ თვალებს, თუ მოუნდათ და თუ გაახელენ რა თქმა უნდა...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 ნოემბერი 2020 02:43
1
ბოღმა მახრჩობს, რატომ არ შეგვიშვით.რამდენით ნაკლები ინფიციებული გვჭავს???
misha
14 ნოემბერი 2020 02:14
0
ზოგს გონია რო ბავშვთა ბავშვთა ფეხბურთს დაფინანსება არ ჭირდება,სწორედ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არის დასაფინანსებელი უფრო მეტად.მაკედონიასაც არ აქვს დიდი ფინანსები მაგრამ აგერ ევროპაზე გავიდა,ასე რომ ღატაკებიც გადიან იქ.მეტი ძალისხმევა საჭირო როგორც ფინანსურად ისე ადამიანურად.
bebeto
13 ნოემბერი 2020 22:09
0
ვეთანხმები შოთას,ეს იყო პირველი ნაბიიჯი გადადგმული ამ თაობის. მეორე ნაბიჯზე გავალთ მჯერა
გია
13 ნოემბერი 2020 20:59
3
ყველგან ვაკეთებ ამ კომენტარს და იქნებ ვინმემ წაიკითხოს და დაისვას საკითხი, რომ მივხედოთ იმ სპორტს სადაც მხეცები ვართ. ფეხბურთი აღარაა ღატაკთა სპორტი, როცა ევროპის საშუალო გუნდის ბიუჯეტი მეტია, ვიდრე, მთელი ქართული ფეხბურთის ბიუჯეტია რა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოგინდათ ამ დაფინანსებით? ანუ იმ ფულს ტყუილად ვყრით, რაც ჩვენის აზრით დიდი ფეხბურთის განვითარებაზე იხარჯება. ყველაფერი ნოლიდანაა დასაწყები, ანუ ბავშვთა ფეხბურთიდან.
ჟორა
13 ნოემბერი 2020 19:50
6
ყველგან ვაკეთებ ამ კომენტარს და იქნებ ვინმემ წაიკითხოს და დაისვას საკითხი, რომ მივხედოთ იმ სპორტს სადაც მხეცები ვართ. ფეხბურთი აღარაა ღატაკთა სპორტი, როცა ევროპის საშუალო გუნდის ბიუჯეტი მეტია, ვიდრე, მთელი ქართული ფეხბურთის ბიუჯეტია რა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოგინდათ ამ დაფინანსებით? ანუ იმ ფულს ტყუილად ვყრით, რაც ჩვენის აზრით დიდი ფეხბურთის განვითარებაზე იხარჯება. ყველაფერი ნოლიდანაა დასაწყები, ანუ ბავშვთა ფეხბურთიდან.
ჟორა
13 ნოემბერი 2020 19:35
4
კარგი რა შოთა შენც კოჭს აგორებ, მანამდე გეთქვა ეს ხმამაღლა. როგორ ყველა ერიდებით სიმართლის თქმას, ნუთუ პირადი კეთილდრეობაა მთავარი? მაგალითი მაინც მიეცით ახალ თაობას!
ქომაგი
13 ნოემბერი 2020 18:05
4
ფეხბურთის ამ სეგმენტს არ სჭირდება სახელმწიფო დაფინანსება.
ასეთი მატჩები უნდა ფინანსდებოდეს დაინტერესებული ინვესტორების მიერ.
თუ ითამაშებენ/ეცდებიან მიიღებენ დაფინანსებას და ჰონორარებს.
რა არის გასაკვირი, არასდროს არ თამაშობენ მთელი 30 წელია, და რატომ ვინახავთ მათ არ მესმის ამდენი წელია.
შესაბამისად ახლაც ასე მოხდა.
ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი, არ აინტერესებს, არ აწუხებს, პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რადგან მაინც იღებს ჰონორარს. და რისთვის იღებს?
---
მეორე ტაიმში წუხელ, ხბოებივით იყვნენ,მაგას წამოწოლა ჯობდა იქვე.
ეროვნულ ნაკრებში ყოფნის ბედნიერების განცდა არ აქვთ, ეროვნულობის განცდა, ბრძოლის განცდა არ აქვთ, შრომის და პასუხისმგებლობის განცდა=0.
ამ დაფინანსებით რაც მაგათთვის გამოიყოფა ათწლეულების მანძილზე, უამრავი სოციალური და სამოქალაქო პროექტის გაკეთება შეიძლებოდა.
დღეს, რაც შეგვიძლია არის ის რომ - წარვუდგინოთ მომდევნო ბალანსირებულ პარლამეტს კანონი, ფეხბურთის ფედერაციისთვის ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციის შესახებ.
---
თუ მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს განვავითარებთ უფრო კარგად ვიქნებით, უფრო ბედნიერი იქნება გულშემატკივარი, რადგან გაიზარდება ჯანსაღი თაობა და კორუფციას,რასაც ათეული წლებია ჩვენით ვკვებავთ, ბუდობს და ბუდობს. ამიტომ უნდა გადაეჭრას სახელმწიფო საარსებო წყარო, რომ კერძო დაფინანსების მოპოვების ინტერესი გაუჩნდეთ, იწვალონ, იბრძოლონ. ამით მოტივაცია გაეზრდებათ და პასუხისმგებლობის რეიტინგზე თვითონ იზრუნებენ.
იშრომებენ/ითამაშებენ-დაფინანსდებიან, თუ არა და ცრუ მოძრაობაში ფულს არავინ გადაიხდის.
სულ ესაა.
ბეატრისი
13 ნოემბერი 2020 16:38
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული