გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო. ამ სამწუხარო ფაქტს შოთა არველაძეც გამოეხმაურა.
"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.
ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას სტადიონზე გულშემატკივრის არდაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო.
ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას.
მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია.
ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს." - წერს შოთა არველაძე საკუთარ "ფეისბუკგვერდზე".
ასეთი მატჩები უნდა ფინანსდებოდეს დაინტერესებული ინვესტორების მიერ.
თუ ითამაშებენ/ეცდებიან მიიღებენ დაფინანსებას და ჰონორარებს.
რა არის გასაკვირი, არასდროს არ თამაშობენ მთელი 30 წელია, და რატომ ვინახავთ მათ არ მესმის ამდენი წელია.
შესაბამისად ახლაც ასე მოხდა.
ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი, არ აინტერესებს, არ აწუხებს, პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რადგან მაინც იღებს ჰონორარს. და რისთვის იღებს?
---
მეორე ტაიმში წუხელ, ხბოებივით იყვნენ,მაგას წამოწოლა ჯობდა იქვე.
ეროვნულ ნაკრებში ყოფნის ბედნიერების განცდა არ აქვთ, ეროვნულობის განცდა, ბრძოლის განცდა არ აქვთ, შრომის და პასუხისმგებლობის განცდა=0.
ამ დაფინანსებით რაც მაგათთვის გამოიყოფა ათწლეულების მანძილზე, უამრავი სოციალური და სამოქალაქო პროექტის გაკეთება შეიძლებოდა.
დღეს, რაც შეგვიძლია არის ის რომ - წარვუდგინოთ მომდევნო ბალანსირებულ პარლამეტს კანონი, ფეხბურთის ფედერაციისთვის ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციის შესახებ.
---
თუ მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს განვავითარებთ უფრო კარგად ვიქნებით, უფრო ბედნიერი იქნება გულშემატკივარი, რადგან გაიზარდება ჯანსაღი თაობა და კორუფციას,რასაც ათეული წლებია ჩვენით ვკვებავთ, ბუდობს და ბუდობს. ამიტომ უნდა გადაეჭრას სახელმწიფო საარსებო წყარო, რომ კერძო დაფინანსების მოპოვების ინტერესი გაუჩნდეთ, იწვალონ, იბრძოლონ. ამით მოტივაცია გაეზრდებათ და პასუხისმგებლობის რეიტინგზე თვითონ იზრუნებენ.
იშრომებენ/ითამაშებენ-დაფინანსდებიან, თუ არა და ცრუ მოძრაობაში ფულს არავინ გადაიხდის.
სულ ესაა.