საქართველო - სომხეთი | 14 ნოემბრის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე სომხეთს დაუპირისპირდება. წლის დასკვნითი მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. დღეს ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. სომხეთთან შეხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები 18 ნოემბერს ესტონეთს კვლავ თბილისში დაუპირისპირდებიან.

სომხეთთან შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოტოვებენ. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველო ნაკრები ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 14 ნოემბერს გამართავს.

14 ნოემბრის სრული
განრიგი
14:00 - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერნეცია - სასტუმრო ჰუალინგი (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია)
17:00 - საქართველოს ნარების ვარჯიში - ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა
18:15 - ხოაკინ კაპაროსის პრესკონფერენცია - დინამო არენა
19:00 - სომხეთის ნაკრების ვარჯიში - დინამო არენა

14 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

15 ნოემბერს მატჩზე აკრედიტირებულ მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქში გადაადგილების უფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ეძლევათ. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების С ლიგას ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო 6-6 ქულით ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

15 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - სომხეთი

18 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - ესტონეთი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 49 /
მაია ცქიტიშვილი სადა გდია, აღარ უთქვამს რომ გულშემატკივრების შეშვება აუცილებელი არაა?
??????
14 ნოემბერი 2020 10:24
4
ნეტა საერთოდ ვინმეს გაინტერესებთ ეს თამაში რა სომხეთთან რის სომხეთთან საერთოდ მოედანზე როგორ უნდა გამოვიდნენ მაისური როგორ უნდა ჩაიცვან მე საერთოდ მაგათ ადგილას ბურთს აღარ გავეკარებოდი :((
Papuna
14 ნოემბერი 2020 02:01
12
არ ხართ მართალი. ბიჭებმა რაც შესძლეს ითამაშეს. თავს ზევით ძალა არ არსებობს. ამ შემადგენლობით, მწვრთნელის სრულიად დადანაშაულებაც არ შეიძლება, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მწვრთვნელს ვადანაშაულებ.
Paouna-s!
15 ნოემბერი 2020 12:15
0
არ ხართ მართალი. ბიჭებმა რაც შესძლეს ითამაშეს. თავს ზევით ძალა არ არსებობს. ამ შემადგენლობით, მწვრთნელის სრულიად დადანაშაულება არ შეიძლება, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მწვრთვნელს ვადანაშაულებ.
Paouna-s!
15 ნოემბერი 2020 12:14
0
ბატონო ვაისს, მე იმ გულშემატკივართა რიცხვს არ განვეკუთვნები, ვინც თქვენ გაგრიტიკებთ. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ რომ ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი ხართ და ძალიან მალე მოგვენატრებით. ისიც ვიცი, რომ მარცხენა მცველი არ გყვავს, 34 წლის ნავალოვსკის გარდა, მაგრამ ძალიან გთხოვთ დვალი აღარ დააყენოთ მარცხნივ. მაკედონიასთან ვითამაშეთ მარცხენა მცველის გარეშე და გოლის ეპიზოდჭიც სწორედ დვალი ჩარჩა თამაშგარის ზონაში.

ასევე, დიდი პატივისცემის მიუხედავად, დროა გუნდმა გაახალგაზრდავება დაიწყოს. კაშია, ყაზაიშვილი, კანკავა, ახალგაზრდებმა უნდა ჩაანაცვლონ.

მიეცით შანსი ზურიკოს. მთელი ქვეყანა მისი დროულად არ შეყვანის გამო გაგინებდათ და ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ შანსს.

მიეცით შანსი საბა ლობჟანიძეს, ელგუჯა ლობჯანიძეს
ღია წერილი
14 ნოემბერი 2020 11:30
4
თუ ფეხბურთის მომავალი ჩვენთვის ძვირფასია, მაშინ ამ ორ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მათ შორის შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივართა დაშვება, რამდენადაც სტადიონი მოგვცეს უსაფრთხოების საშუალებას. უკეთესია გუნდი გამოიყვანოს ქართველმა მწვრთნელმა. სლოვაკ ბოლომდე განადგურებული, მისგან რაიმე კარგს აღარ უნდა ველოდოთ. გუნდმა უნდა ითამაშოს განახლებული შემადგენლობით. მაკარიძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, აბურჯანია, ლობჟანიძე, დავითაშვილი + ის ოთხეული და ეს მომავლის გუნდია, რომელიც მომავალ მსოფლიოზე ითამაშებს.
გიზოგ
14 ნოემბერი 2020 09:09
10
აბა პოლიტბიურო ამ თამაშზე თუ მივა ვნახოთ
ziz
14 ნოემბერი 2020 12:33
1
ერთა ლიგის 4 ფინალიდან გულშემატკივარი არცერთ თამაშს არ ესწრებოდა,მხოლოდ უნგრეთმა მოიგო მასპინძლებიდან,დანარჩენებში სტუმრებმა იმარჯვეს,ასე რომ უგულშემატკივრობაზე ამ მარცხის დაბრალება არასწორი იქნება,თამაშობს ხალხი უგულშემატკივროდ და იგებს,როგორც ჩვენებმა ბელორუსთან.აქ მარცხის მიზეზი მწვრთნელი იყო, და მისი არასწორი ტაქტიკა,ანგელოვსკიმ მიუხვდა ვაისს ტაქტიკა იმის ფონზე რომ კვარაცხელია არ იქნებოდა.ამ თამაშში ჩვენ გუნდს აკლდა ფეხბურთელი რომელიც მათ წინ გაუძღვებოდა,სამწუხაროდ ჩვენს კაპიტაბს არ აღმოაჩნდა ეს უნარი, იმათ კაპიტანს კი, ულიდერა გუნდს,ჩვენი ლიდერი კვარაცხელია კი სამწუხაროდ არ გვყავდა.ამ სტრესის შემდეგ დარჩენილი 2 თამაში ურთულესი იქნება ჩვენი ნაკრებისათვის და მინდა ბიჭებს ვთხოვო მოუწოდო,გვერდით დაუდგე და გავამხნევო,მათ ჩემზე კარგად იციან თუ დარჩენილ ორ თამაშს მოვიგებთ მაკედონიელებზე 1-ით მეტი ბურთით,გასული ვართ ჯგუფიდან. ეს იქნება თქვენი რეაბილიტაცია ზუსტა ისე როგორც ეს ჭიაბრიშვილის შემთხვევაში მოხდა და ახლა ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია,ასე რომ მე თქვენი მჯერავს თქვენ შეძლებთ ამას და გაახარებთ ცოტა გაბრაზებულ თქვენს გუსშემატკივრებს,ეს თქვენი და ჩვენი შანსია!
luka kukava
14 ნოემბერი 2020 10:30
5
1 ლორია
2 კაკაბაძე
3 კვირკველია
4 კაშია
5 ხოჭოლავა
6 დავითაშვილი
7 კანკავა
8 შენგელია
9 ჩაკვე
10 ხვიჩა
11 შოთა არველაძე
რაგბის ფანი
14 ნოემბერი 2020 01:50
14
სჯობს რაგბს "უფანო"
.
15 ნოემბერი 2020 11:54
0
15 ში არა მაგრამ ეგებ სასწაული შეძლონ ექიმებმა და უფლის წყალობით ხვიჩამ 18 ში ითამაშოს ესტონეთან ეს ქართველებს დიდ სიხარულს მოუტანს და ნაწილობრივ შეიძლება გააბათილოს მაკედონიასთან წაგება
ბეღურა
14 ნოემბერი 2020 00:19
32
oe mazgach vorobey ra unda gaabatilos evropa davkarget
Drago
14 ნოემბერი 2020 03:36
2
ეგ თამაში ამხანაგურსაც არარ უდრის აწი
იდალგო
14 ნოემბერი 2020 05:59
3
თუ ნაკრებში ცისარტყელა კაშია და და ფარჩაკი ოქრიაშვილი იქნება უეჭველი წავაგებთ..იმ სტატუსის შემდეგ ოქრიაშვილი ნაკრებში არ უნდა იყოს..
ჯიჯი
14 ნოემბერი 2020 12:40
10
ვაისმა სანთები უნდა ანთოს მაყურებელი როარ დაასწრეს თამაშს.. ვინ ვაპატიებდით 83წუთამდე შეცვლა არ გაეკეთებინა ხო ჩამოუვარდებოდით იქვე!!!ბევრჯერ ყოფილა მწვრთნელს როარ გამოყავდა კონკრეტული ფეხბურთელი ფანებს იმდენი გვიქნია სხვა გზა არ ქონდა მწვრთნელს გარდა იმის რო გამოეყვანა. ეს კარგად გათვალეს მაფიოზებმა
ვაიიიის
14 ნოემბერი 2020 12:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული