PREVIEW: საქართველო - სომხეთი

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-5 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.

"ჯვაროსნებმა" 3 დღის წინ "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ისტორიული შანსი ვერ გამოიყენა და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ ვაისმა გუნდიდან წასვლა დაანონსა. სომხეთთან და ესტონეთთან გასამართი შეხვედრები  სლოვაკისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელი იქნება.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 4 ტურის შემდეგ, მასპინძელთა აქტივში 6 ქულაა. ამ მონაგარით, ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს და ჩრდ.მაკედონიას ბურთების თანაფარდობით ჩამორჩება. როგორც მოგეხსენებათ, B დივიზიონში გადასვლა,
მხოლოდ და მხოლოდ პირველი ადგილითაა შესაძლებელი. შესაბამისად, დღეს ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს.

დიდი ალბათობით, ქართველთა შემადგენლობა 12 ნოემბრის შემდეგ მნიშვნელოვნად შეცვლილი იქნება. ვაისმა გუნდი დემოტივირებულია, თუმცა მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთო.

დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი ვერ ითამაშებენ. ყველა სხვა ფეხბურთელი, რომელიც ჩრდ.მაკედონიასთან განაცხადში იყო, სრულ მზადყოფნაშია.

რაც შეეხება სომხეთის ეროვნულ ნაკრებს, ისინი თბილისში საბრძოლო შემადგენლობით, თუმცა ერთპიროვნული ლიდერის, ჰენრიხ მხითარიანის გარეშე ჩამოფრინდნენ.

სომხეთი 5 ქულით მე-3 ადგილზეა. რეალურად, სომხებისთვის ერთადერთი წარმატებული შედეგი დღეს 3 ქულა იქნება. ყველა სხვა შემთხვევაში, კიპაროსის გუნდს შემდეგ დივიზიონში გადასვლა ძალიან გაუჭირდება.

სომხებმა ბოლო მატჩი ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარეს და შედეგიანი ფრე დააფიქსირეს. გუნდებმა გოლები პირველ 15 წუთში გაცვალეს და საბოლოოდ, 1:1-ზე შეთანხმდნენ.

ფეხბურთელთა კომენტარები


საინტერესო ფაქტები

  • სომხეთი, რომელიც რეიტინგში 101-ე პოზიციაზე იმყოფება, სტუმრად არც თუ სტაბილურად თამაშობს. გუნდმა გასვლაზე ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან, მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. (3ფ, 4წ)
  • ერთა ლიგის ეგიდით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პირველი გოლი გააქვს, გუნდი დაუმარცხებელია.
  • საქართველომ "დინამო არენაზე" ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მოიგო. საინტერესოა, რომ 2 ან მეტი გოლი მხოლოდ ერთ მატჩში გავიდა.
  • მაშინ, როცა საქართველო რეიტინგში მასზე ქვემოთ მყოფ ნაკრებს ეთამაშება, გუნდი იგებს. ამ პირობებში, საკუთარ მოედანზე ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან, "ჯვაროსნებმა" 5-ივე მოიგო.
  • თორნიკე ოქრიაშვილმა საერთაშორისო დონეზე ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში, 6 გოლი გაიტანა. საგულისხმოა, ჯამურად 3 ან მეტი გოლი არცერთ შეხვედრაში არ გასულა.
  • მასპინძლებმა "დინამო არენაზე" გამართულ მატჩებში, უკანასკნელი 3 გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იმედია ამ დიდ ტაქტიკოს და შეცვლების ექსპერტს უკან მიჰყვებიან კაშია, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ნავალოვსკი, ჯიღაური, ანანიძე და ყველა 30 წელს გადაცილებული თუ მიტანებული, რომლებსაც უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ აქვთ განავითარონ საკუთარი თავი და მით უმეტეს ნაკრები, მადლობა მათ გაწეული შრომისთვის, ჯაბას წასვლის დროც დადგა, მაგრამ მან ნამდვილად დაიმსახურა მაყურებლის აპლოდისმენტების ფონზე წასვლა. კობიაშვილი და მისი ბანდა წავიდეს ფედერაციიდან და გლდანში მეცოცხე მელიას ებრძოლონ, თანაბარი ბრძოლა იქნება მათი პიროვნებებიდან გამომდინარე. წარმატებები დღეს ბიჭებს და სომხების ზეიმსაც ნუ გვაყურებინებთ, დაგვინდეთ!
llcl
19:33 15-11-2020
2
Exla vnaxe makedoniis da estonetis angarishi 1:1 da amit kidev ertxel vrcmundebi rom vaisis cudi taktikis gamo cavaget. CHven sheidzleba super pexburtelebis ar gvyvavs magram chven bichebs sheedzlot golebis gatana, mxolod scori taktikis xarjze.
David
19:21 15-11-2020
1

სიახლეები პოპულარული