კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
ლომების ნაკრები
shoxi
15 ნოემბერი 2020 23:09
1
ფარჩაკების დოღი)) უბრალოთ მაგრათ მცხვენია.
ლაშა
15 ნოემბერი 2020 23:05
0
ვაის წადი!
ის 79 დისლაიქის ავტორი დამენახეთ! მტრებო!
რაგბის ფანი
15 ნოემბერი 2020 23:05
1
ვაისს გართულება აქვს ამ სომხეთის ნაკრებთან. არასდროს არ მოუგია)
Sportala
15 ნოემბერი 2020 23:04
1
Vai chveni codva
Nukri
15 ნოემბერი 2020 23:03
0
თავდამსხმელი აღარა გვყავს კარგია, ანანიძე კოჭლობს აღარ ვარგია, ნავალოვსკის არ გამოსდის ფანდია, ბურთს დაარტყავს კარის უკან აგდია
lm
16 ნოემბერი 2020 16:36
4
სამწვრთნელო შტაბმა ჩაი...ვა. ყველაზე გადამწყვეტ მომენტში,როდესაც ნაკრებს სჭირდებოდა ყველაზე მეტად მწვრთნელის და ფსიქოლოგის ერთობლივი მუშაობა,ზუსტად მაშინ გაუშვეს სუნი. მადლობა ვაისს და ნახვამდის.ახალი მწვრთნელია სასწრაფოდ მოსაყვანი,სასურველია ქართველი.რაც შეეხება ფედერაციას,უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება მეტი მოედნების კეთება და რაც მთავარია რაც შეიძლება მეტი სპონსორის მოზიდვა,როგორც დიდი კლუბებში,ასევე ბავშვთა ფეხბურთში.ვაჟას არწივის დღეში ვართ და უნდა წამოვდგეთ ფეხზე.
საქართველო კი
15 ნოემბერი 2020 23:18
18
გარდა იმისა რომ აზრზე არაა შეცვლების ვაისი,მაგარი უიღბლოც არის!
სიმართლე
15 ნოემბერი 2020 23:11
0
მომავლის იმედით, ყველაფერი კარგად იქნება არაუშავს, მაგრამ ერთი კია რომ 29 წელია მომავლის იმედით ვარ და მოვესწრები ნეტავ?
Zurs
15 ნოემბერი 2020 23:10
1
ერთი ფეხბურთელი მაინც რომ იყოს ნაკრებში თამაშის ღირსი ხმას არ ამოვიღებდი. ეს ნახირი ან ხელფასს რაში იღებს ან იმათ ტვინში ჩამახედა ვინც რაიმე გუნდში ათამაშებს ამ ხროვას................
მოსიარულე მკვდარ-ლეშების საცოდაობა............
15 ნოემბერი 2020 23:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული