ალექსანდრე იაშვილი: ესტონეთთან ეროვნულ ნაკრებს ვაისი აღარ გაიყვანს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც
შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
კობიაშვილის ჟილკიანი თამაში სად ნახეთ ნაკრებში? გთხოვთ ლინკი ჩამიგდეთ მაგრად მაინტერესებს!!! 100 თამაშიდან ჰა ჰა 30 თამაში ეთამაშა ასე თუ ისე, ისიც ახალგაზრდა როცა იყო მაშინ!!! ყველა თამაში ნანახი მაქ ნაკრების და ყველ მოთამაშე მახსოვს , აი ყველაზე ანტიპატია ფეხბურთელი იყო ნაკრებში ჩემთვის, იმიტომ რო საკლუბო დონეზე გიჟივით დარბოდა და ნაკრებში წამდაუწუმ პრიჩოსკის გასწორებით იყო დაკავებული! შემახსენეთ რამდენი თამაში ითამაშა ჯიგრით და რომელი თამაში ამ 100-ში.
Vasili
17 ნოემბერი 2020 14:33
1
ხორვატიასთან !
GFF
18 ნოემბერი 2020 17:59
1
ეხ კობი კობი, როგორ მიყვარდა ამის ფეხბურთი, ჟილკა, ხედვა, ბრძოლა და ა. შ. არ მინდა რაიმე უკეთური სიტყვა ვიხმარო ამ მართლაც მაგარი ფეხბურთელის მიმართ, მხოლოდ მერაბ ჟორფანიას სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც მან დინამოს ბოლო ფიასკოს შემდეგ ტელევიზიით წარმოთქვა -"დაანებოს კობიაშვილმა მელიას დევნას თავი და საქმეს მიხედოს". სრულად ვეთანხმები, ან აქ ან იქ. იქა და აქ ერთად არ გამოდის ჯიგარ, ხომ დადასტურდა.
zaal
17 ნოემბერი 2020 14:00
1
ეხლა აქ ბევრი კომენტარი წავიკითხე და ყველა იყო ცხელ გულზე დაწერილი მაგრამ მთავარ პრობლემაზე არავინ საუბრობს ვინ უნდა მოვიდეს და ჩაანაცვლოს ეს ფედერაცია ვინაა კომპეტენტური ამ საქმეში იქნებ ისეთი რამე გააკეთოს საიტმა რომ ხალხის აზრი დაფიქსირდეს ვინ გვეიმედება როგორ წარმართავს საქმეს თორემ ამათ წასვლას ისე არანაირი აზრი არააქვს მიზანის გარეშე მოსული ფედერაცია ისევ იგივეს იზავს და არშეცვლის არსებითად მდგომარეობას ამიტომ ჩემო კარგებო მოდით ჩავერთოთ და საიტს ვთხოვ უმორჩილესათ რაც შეიძლება მალე ჩავატაროთ გამოკითხვა გთხოვთ გამოაქვეყნოთ
Gio
17 ნოემბერი 2020 10:32
3
ეს თბილისია და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის.იცის ხალხმა რომ კობიაშვილი არ არის ისეთი ინტელექტის,განათლების და ჭკუის პატრონი,რომ ორი ასეთი საპასუხისმგებლო და შრომატევადი თანამდებობა შეითავსოს და გაუძღვეს.ამიტომაცაა ასე საქმე.თავის საქმეს რომ ვერ უძღვება და არ იცის,იმიტომა აითვალისწუნა ხალხმა,თორემ როცა ფეხბურთელი იყო,ყველას უყვარდა,რადგან იმ საქმეს აკეთებდა,რომელიც იცოდა.ამიტომ სანამ ბოლომდე არ აცრუებიათ გული შენზე და შენ სასტავზე,კაცურად უნდა გადადგეთ.ძნელია კი ამდენი რამის დათმობა მავრამ უნდა გადადგათ ვაჟკაცური ნაბიჯი.Ბოლო ბოლო ამ ქალაქში ცხოვრობთ და არ უნდა შეგტცხვეთ გარეთ გამოსვლის.სულ ახლობლების ხარჯზე ხომ ვერ იქნები,შენც ხომ უნდა გაგაჩნდეს კაცობა.
კახა ქ.
17 ნოემბერი 2020 01:35
3
მე ვფიქრობ,გუშინ რომ თქვა,ზოგო ფეხბურთელი შემდეგი ფორმაციის ნაკრებში ვერ მოხდება თავისი საქმისადმი მიᲓგომითო,ეგ არ აპატიეს.ე.ი.გამოდის რომ აძახებინებდნენ ძალით.აბა როგორ,თუ Არ მოგწონს,რატო იძახებ.გავალდებულებენ.ამ მატჩის მერე გეტყვით თითოეულ თგვენგანზე რას ვფიქრობო,ხომ თქვა გუშინ.უბრალოდ ხმამაღლა აღარ გვითხრა ჩვენ,ვინები არიან.სხვებისთვის უნდა გამომეცხადებინაო მეტი ნდობა.
კახა ქ.
17 ნოემბერი 2020 01:19
2
ე.ი ესენი არ არიან ნორმურები,დიდი ხნის საუბრის შემდეგო..

რად უნდოდა ამას დიდი ხანი საუბარი.რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიყვანს,როცა არანაირი მნიშვნელობა ამ თამაშს არა აქვს.არ უთხრათ ესტონელებს,თორემ აღარ ჩამოვლენ,შერცხვენის შეეშინდებათ
კახა ქ.
17 ნოემბერი 2020 00:58
2
ყველაზე ძაან ვაისი მეცოდება. ხო კურდღელი მწვრთნელი იყო,ხო არანაირი ტაქტიკა,არანაირი კომბინაცია,არანაირი ატანდარტი,დაგვიანებული კი არა გადაგვიანებული და ვერასოდეს და არაფრის მომცემი შეცვლები,ხო სულ ვიძახდი რო ვერ აგვისრულებს ეს კაცი ოცნებას მეთქი,მაგრამ ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მაინც ვაისი არის.კორუფცია,ნაცნობ მეგობრობა,არა პროფენიოლიზმი და მთავარი:სანამ ფეხბურთზე ვარჯიში არ იქნება უფასო ბავშვებისთვის ღარიბი ოჯახებიდან-სულ ასე ვიქნებით დამცირებულები და დამარცხებულები.

Jordan beli
16 ნოემბერი 2020 22:47
1
ვაისმა კიარა თქვენ გადადექით და უდისციპლინო ფეხბურთელმა
75*
16 ნოემბერი 2020 22:34
0
ტრაგიკომედია...იაშვილო ერთი შენ ხარ ამ ფედერაციაში პატივსაცემი პიროვნება.ნუ აჰყვები ამ გაუნათლებელ მუჯირს და კობიაშვილს.რა იყო რას წყვეტდა ეს ერთი ამხანაგურის სტატუსის თამაში რო გაეყვანა ვაისს და მიგეცათ შანსი მოგებით დაესრულებინა თავისი მოღვაწეობა რა მოხდებოდა?რაო გუშინ ისეთები ილაპარაკა ვერ აპატიეთ?იაშვილო წადი ამ ფედერაციიდან.ამ სასატავიდან მარტო შენ გცემს ხალხი პატივს,მეტს არავის!!!!!
master
16 ნოემბერი 2020 22:33
0
ჯარიმის და კუთხურის ჩაწოდება როგორ ვერ ისწავლეს, ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება რომ ჩაწოდებისას ბურთს ვერ ერევიან.
გია
16 ნოემბერი 2020 21:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული