კვეკვესკირი: რასაც ამდენი წელი ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ

AutoSharing Option
ესტონეთთან ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"გუნდის სახელით ვლაპარაკობ. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს, დიდი სამუშაო გასწია ამ 5 წელში. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობა ცუდად დასრულდა. ალბათ, ახლა გულშემატკივარს კარგი არაფერი ახსოვს მასზე, თუმცა გავა დრო და მის მოქმედებებს გარკვეულ ასპექტში დადებითად შევაფასებთ. თუნდაც ჩემთვის ბევრი უსწავლებია.

გარკვეული პრობლემები ყველა გუნდში არის. განწყობას რაც შეეხება, გუნდს ეს აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, გუნდში პრობლემა არ არის, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა,
რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ, დამსახურებული კრიტიკაც მივიღეთ.

ვაისის კიდევ ერთ ნათქვამს რაც შეეხება, ცხადია, მომავალში ზოგს არ გამოიძახებს მწვრთნელი და ეს ბუნებრივია.

მაკედონიასთან მატჩში პრობლემა ფსიქოლოგიური იყო. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა წნეხს თავი გაართვა, თუმცა ყველამ ეს ვერ მოახერხა. გულშემატკივრები, პრესა, ჩვენ დიდი მოლოდინით ვიყავით.

თავად ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ვთამაშობდით, დადებითია. მომავალში კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ასეთი დატვირთვის შეხვედრების სათამაშოდ 30 წელი ლოდინი არ მოგვიწიოს.

ყველა შევთანხმდით გუნდში, რომ არასდროს ვიწუწუნებდით დანაკლისზე: კვარაზე, ჩაკვეზე, კიტეიშვილსა და შენგელიაზე. ვიცოდით, რომ მაკედონია ძლიერი იყო, ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობები.

ის ფეხბურთელები, ვინც გვაკლდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს სულ თამაშობენ. ვიცოდით, თუ პირველ გოლს ვერ გავიტანდით, მაკედონიას თავდაჯერება შეემატებოდა.

არც ერთ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ხელი სხვისკენ არ გაუშვერია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ. გულშემატკივარი ისე დაგვხვდა, იმდენი შეტყობინება მივიღეთ.

ქართული ფეხბურთი ამ მარცხით არ დასრულებულა და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი მომავალი გველის".

მკითხველის კომენტარები / 39 /
ლეჩხუმში სოფელ ჩხუტელში ბიჭები უფრო კარგად თამაშობენ ფეხბურთს ვიდრე საქართველოს ნაკრები
lechxumeli
17 ნოემბერი 2020 23:32
1
წრეშიბურთი მაინც ითამაშეთ ბლაიდ თუ მაინცდამაინც უნდა ითამაშოთ ნერვებს მაინც აღარ დაგვაგლიჯავთ
Papa
17 ნოემბერი 2020 21:32
3
როცა მოგების ჟინი არგაქვს და ისე თამაშობ თუ გამოვა გამოვა და თუ არა გკიდია ეგაა პრობლემა წაგება კიარა ბლიად
Shpiki
17 ნოემბერი 2020 21:20
1
Vaa gadaireva kaci raa. Kaco tqven ra daangriet xalxno mogigo im kacma da gajoba xom, cudia magari vinerviule magram esetia samcuxaro realoba da unda mivigot am etapze es.
Milani
17 ნოემბერი 2020 19:26
3
მთელი გუნდი უნდა დასვა ერთ ოთახში და თავიანთი თამაში ბოლომდე აყურებინო სამჯერ მაინც. აი ესე უნდა დასაჯო ეგენი, მერე სამ სამი პაანჩური თითოს...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
17 ნოემბერი 2020 19:07
2
კუში მაკედონიის მოგებაზე რამდენი იყო
კუში
17 ნოემბერი 2020 19:05
3
მასეთ სიტყვებს 30 წელია ვისმენთ და სანამ კობიაშვილის გუნდი იქნება ფედერაციაში მანამ მოგვიწევს მოსმენა, ოხ თქვენი უმაქნისი..... თქვენ ფასს პენალს ურტყამდა ჩელებაზე
ლეჩხუმელი
17 ნოემბერი 2020 18:58
2
რატომ იყო ამდენიტაქტიკური წუნი მაკედონიასთან შეხვედრაში და ბოლო წუთებზე გაკეთებული შეცვლები ? ხომ ვიცით რომ ჩვენს უპატრონო ქვეყანაში ყველაფერი მოსულა თუ საკუთარ კარებში ორი ბურთის "შემთხვევით" გამტანი დღეს ქვეყნის სასახელო პიროვნებაა მაშინ ვაისიც უნდა დავნიშნოთ ენერგეტიკის თუ არა თავდაცვის მინისტრად მაინც, (აბა თავდასხმის მინისტრად არაფრად ივაგებს და)ხო არც მაკედონია იტყოდა რამ
დენიმე მილიონის გადახდაზე , უცხო ქვეყნის მოქალაქე კი არა საკუთარ დედას აგინებს ბევრი ჩვენი თანამემამულე არაკაცი, ეხხ! ფულზე იყიდება ყველაფერი ამ ქვეყანაში და ტოტალიზატორის მაზავშიკები ? დაინტერესდა კი ვინმე რა ხდება , ვინ იხეირა ჩვენი მარცხით ?
???
17 ნოემბერი 2020 18:47
13
ქუსლით თამაში არ დაგავიწყდეთ თუ კაცი ხარ! რა გიკვირთ ფედერაციაში საერთოდ ხვდებიან რასთან აქვთ საქმე?
გიო
17 ნოემბერი 2020 18:44
0
საერთოდ ვერ ვიყენებთ ჯარიმებს და კუთხურებს,ელემენტარულად საჯარიმოში ვერ ვაწვდით ბურთს! ეს ერთი-ერთი უდიდესი მინუსი გვაქვს! ალბათ უკვე დროა ნინუა შევაჩვიოთ ნაკრებს,რომ ეს კომპონენტი ცოტა მაინც გავაუმჯობესოდ!
gabo
17 ნოემბერი 2020 18:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული