დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
კატეგორიულად აიკრძალოს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებად წოდებული ჯგროს მიერ, მოედანზე განხორციელებული გაურკვეველი ქმედების-სიბანძის ჩვენება (განსაკუთრებით ბავშვებისთვის) საზოგადოებრივი მაუწყებლის-ხალხის ტელევიზიით!!!
ხმა ამოიღეთ დიად ვეტერანებად წოდებულებო, დაგვემხო თავზე ყველაფერი!!!
ტელევიზორი გაფუჭებული მეგონა, გადახვევის დროს შენელებულ კადრებს არ აჩვენებდა და მერე მივხვდი, ეროვნულ ნაკრებად წოდებული ჯგრო ისე ნელა თამაშობს რომ უკვე შენელებულია და მეტად ვეღარ ანელებს!!!
საერთოდ რა ჩვენი სტილია, მაგრამ სამი თამაშია ჯგრომ ერთი ნორმალური ჩაწოდება ვერ გააკეთა, ეგეც მწვრთნელის ბრალია თუ დაბალი დონის ჩემპიონატის?! ანუ დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და იმიტომ ვერ ვაღწევთ შედეგებსო რომ აგიჩემებიათ პროფესორებო, სომხეთს ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი აქვს მაგ ლოგიკით?!
S.O.S. სასწრაფოდ!!!
19 ნოემბერი 2020 00:08
8
საცოდავობით დავიწვი!
So
18 ნოემბერი 2020 23:07
1
პირველი ტაიმის მერე სვარკაზე გადავრთე და გამისწორდა
შაკო
18 ნოემბერი 2020 22:58
2
ლავრენტი ბერია უნდათ ამათ მწვრთნელად.
ILIA
18 ნოემბერი 2020 22:58
3
ან ქეცბაია, აგინებდა მაინც!
ქერ
19 ნოემბერი 2020 09:15
0
ყავდათ ქეცბაია მაგრამ მაინც არ ეშველა ამათ. სანამ ნორმალურ გუნდებში არ ითამაშებენ ჩვენი ფეხბურთელები, ვერავინ და ვერაფერი ვერ გვიშველის!
შოთა
19 ნოემბერი 2020 09:23
0
რა საშინელებაა "უსუსურობის" განცდა, სიცარიელე!!!! ისე უცბათ რაც თავში მომივიდა: ორი მაგალითი დანიშნული ფედერაციების პრეზიდენტებისა, ლუკა კურტანიძემ როგორ დაასრულა ვიცით, სოსო ჯაჭვლიანი როგორ ასრულებს ვხედავთ! კობი ესენი თავიანთ სახეობებში შენზე ნაკლები არ იყვნენ! როგორ თავგანწირულები ებღაუჭებით იმ სკამს რომელიც არ გეკუთვნით.... თუ ასე გული შეგტკივათ ქართულ ფეხბურთზე იყიდეთ ერთი კლუბი(სასურველია რეგიონში) და იქ დაამტკიცეთ თქვენი გულმხურვალება. მერე შეიძლება მართლა აგირჩიოთ პრეზიდენტად კახას დახმარების გარეშე!!!!!
rigiti
18 ნოემბერი 2020 23:52
2
გაგიჭირდებოდათ!!! არც ჯიგარი არც სისხლი არც გული, ვინ ხართ რა ხარ, საიდან მოხვედით!!!!!!!!!!!!!!
სანდრო
18 ნოემბერი 2020 23:30
6
დაუძლურებული არა ნუ მიედებ მოედებით ტყეში იმუშავეს თუ სად გადაიღალა ეს ხალხი ? თამაში არ უთამაშიათ სირბილით თავი არ მოუკლიათ სამწუხარო რეალობა ის არის რომ უკვე ფარერები ჩვენზე მაღალი დონეა ხოლო ჩვენი დონე არის ანდორა გიბრალტარი სან მარინო და თუ ასე გაგრძელდა ესენიც მალე გაგვისწრებენ უნდა შეგვეძლოს ამის აღიარება ეს არის სინამდვილე და რომ ვუყურებ უახლეს 10- 15 წელიწადში არანაირი წინსვლა არ იქნება ფეხბურთში მე დავამთავრე ჯოგზე ყურება ვისაც ანტიფეხბურთი გიყვართ უყურეთ
გიო
18 ნოემბერი 2020 23:04
2
კალათბურთის ყურებას არაფერი ჯობია, ბოლომდე იხსრჯება ყველა, ვედრობით ოფლს ღვრიან ამათგან განსხვავებით!!!
ნიკოლოზი
19 ნოემბერი 2020 09:17
0
სიმართლე გითხრათ საერთოდ არ გავბრაზებულვარ, ყოველთვის განვიცდი და ეხლა თითქოს აღარც ვინერვიულე, რაღაც მომენტებში მაგრად ვიცინე ჩვენი ფეხბურთელის მოძრაობებზე, მარა მერე ცოტა კი შემეშინდა , ხო არ გამარაკენის მეთქი საბოლოოდ ამ ჩემანალებმა?! /
Vasili
19 ნოემბერი 2020 01:39
0
ნაკრების მწვრთნელებს კი არა, ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოეკითხოს პასუხი იმ საშინელებაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება!!!
პატრიოტი
18 ნოემბერი 2020 22:58
3
რეალურად რომ შევაფასოთ ნაკრების თამაშები, ფაქტია რომ 2 საყრდენით ვთამაშობთ (კანკავა, კვეკვესკირი). თანამედროვე ფეხბურთში გახსენდებათ რომელიმე გუნდი ვინც 2 საყრდენით თამაშობს? მართლა მაინტერესებს და დავაკვირდები.

ჩემი აზრით, როცა 2 საყრდენით გადიხარ და თან გინდა პირველ ნომრად ითამაშო, და ეს ორივე საყრდენი შეტევაში ძალიან სუსტია, გამოდის რომ ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 1 კაცი გაკლია შეტევის დროს.

დიდი პატივისცემა ჯაბა კანკავას, თუმცა მგონია რომ ჯაბას მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, როცა გამოკვეთილად მეორე ნომრად თამაშობ, ძალიან კარგია ართმევაზე. თუმცა როცა თამაში მოსაგებია და პირველ ნომრად თამაშობ, ჯაბასთან კიდევ 1 საყრდენის დაყენება, სრულიად გაუმართლებელია.

შესაძლებელია რომ ჯაბა სკამზე დასვა და ანგარიში რომ გექნება შესანარჩუნებელი, შემდეგ შემოიყვანო, გაცილებით ეფექტური იქნება.

არ გყვავს ფლანგის მცველები, ნუ კაკაბაძეს რა უჭირს, მარცხენა მცველი ამ დრომდე ვერ ვნახეთ და ევროპაზე გასვლის პრეტენზია კი გვაქვს)) კაკაბაძებაც გადამწყვეტ მომენტებში, მაგალითად მაკედონიასთან ბოლო წუთებზე, რამოდენიმეჯერ ბურთის ჩაწოდებაც კი ვერ შეძლო. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველები თუ არ გყავს, იქ წარმატებაზე საუბარი, არასერიოზულია.

ცალკე თემაა, ბურთის გაუაზრებელი დაკიდებები საჯარიმოში. გასვლაზე ესტონეთთან თავით (კაჭარავა) გატანილმა გოლმა დაგღვუპა. მას მერე გვგონია რომ სტანდარტულებით ისევ გავიტანთ, თუმცა 3 თამაშში მომენტიც კი ვერ შევქმენით ბურთის დაკიდებით.

ჩვენ არ გყვავს იმ დონის ცენტრ.ფორვარდი რომ წინ ეულად მოქმედმა თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მას აუცილებლად სჭირდება დამხმარე, თუნდაც ცრუ ცხრიანის თუ სხვა სახით.

და ბოლოს, ყველამ დაამუღამა რომ თამაშობ 2 საყრდენით, ამ დროს, შუიდან შეტევაში გაკლდება 1 კაცი, მთელი აქცენტი გადაგვაქვს ფლანგის შემტევებზე. ეს ტაქტიკა მარტივად გაშიფრვადია და გაგვიშიფრეს კიდეც. ფეხი ვეღარ გავანძრიეთ მას მერე.

ფლანგებიდან როცა შეტევა და თამაში არ წაგვივიდა, შუიდან შეტევა უნდა გვეცადა, თუმცა ამის რესურსი გუნდს არ გააჩნია. არ გყვავს სათანადო მოთამაშე.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტულა, როტორი, კუშტანაი და ხაბარკოვსკი ვერცერთ კომბინაციაში ვერ უგებს სერია ა-ს, პრემიერლიგას, ლა ლიგას, ხორვატიისა და პორტუგალიის ლიგებს, და არა მარტო ამათ...სამწუხაროდ!

გინდა ვაისს ვაგინოთ, გინდა კობიაშვილს. პრობლემა უფრო სხვაგანაა!
რომელუ
19 ნოემბერი 2020 03:12
0
მოთამაშე მცველის უკან არ უნდა იმალებოდეს, მცველი რომ მოიშორო უბურთოდ უნდა იმოძრაო ბევრი! პასს რომ გაძლევენ ბურთმა კი არ უნდა მოგძებნოს მაგნიტივით შენ უნდა მოძებნო ბურთი! ხანდახან მოედანზე თავი უნდა აწიო და გაიხედ გამოიხედო სულ მევანე ბალახს არ უნდა დაყურებდე! და საერთოდ არაა აუცილებელი დაელოდო და შეტევა მადინ დაიწყო როცა მოწინააღმდეგის 11 ივე ფეხბურთელი საკუთარ საკატიმოსთან მოიყრის თავს!!!
ფეოლა
19 ნოემბერი 2020 08:30
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული