დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
აბა აბა ბიჯო, თან როგორი დაუძლურებულები, ერთი კვირა პური არ უჭამიათ საწყლებს)))))))))))))წადით, ცხვარი მაინც მწყემსეთ მინდორში, სტადიონზე თქვენ ვერ დარბიხართ და... პაპუნაშვილი 5 წუთში დაიღალა და გაქრა, ვაკო ბოლოს ფეხზე ვეღარ იდგა. ამ გუნდს რუბინი 10-დან 9-ს მოუგებს. რა ევროპის შემპიონატი, მკვდარ ესტონეთს სახლში ვერ უგებენ. ლორიამ 93-ე წუთზე მოიფიქრა ბურთის სწრაფად შეყვანა თამაშში.))))) რა უნდა კაჭარავას და გრიგალავას ნაკრებში? კაშია ბოლოს რას აკეთებდა? ამათ ყველას ისევ ბებერი ჯაბა ჯობია გამძლეობით, რაც ეგ დარბის წინ და უკან, მალადეც რა.
ჯოყოლა
23:17 18-11-2020
2
ყველამ გააკეთა თავისი საქმე, მაკედონია ევროპაზე გავიდა, სომხეთი B დივიზიონში აღზევდა, მხოლოდ ჩვენ ვყარვართ იქ სადაც ნამდვილად ჩვენი ადგილია. რატომ? ფეხბურთი არ უყვარს პასუხიმგებელ ხალხს იმდენად რომ მას ფულის სიყვარული ანაცვალონ, ჰოდა აქვთ ფული და არ გვაქვს ჩვენ ფეხბურთი. სანამ ფედერაციის პრეზიდენტობა პოლიტიკური პარტიების ერთგულებასა და მთავრობების ცვლილებებზეა დამოკიდებული და არა მათ მიერ გაკეთებულ საქმეზე, ნაჩვენებ შედეგებსა და პროფესიონალიზმზე მანამდე ვიტრიალებთ ერთ ჩაკეტილ წრეზე. დღეს სტადიონის ბანერზე ეწერა ასეთი ფრაზა "30 წელი ერთად". მხოლოდ ერთ სიტყვას ჩავამატებდი "30 წელი ერთად ნეხვში".
ირაკლი
23:04 18-11-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული