ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა და განცდილი წარუმატებლობის გამო ბოდიში მოიხადა:

"მოგესალმებით ყველას. დასრულდა სანაკრებო შეხვედრები. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თითოეული თქვენგანის, ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობელი ადამიანების ოცნებების ასრულება, რის გამოც ბოდიშს გიხდით.

ასე ახლოს ამ მიზანთან არასდროს ვყოფილვართ, თუმცა არ გამოვიდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ჩვენი სჯეროდათ და ამ პერიოდში მიუხედავად ბევრი აკრძალვისა და შეზღუდვისა, მაინც ბოლომდე ჩვენ გვერდით იყვნენ და უდიდესი მხარდაჭერა გვაჩვენეს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ა! კაცი. კაშიას გასაკეთებელი, ამან გააკეთა.
გიორგი.
18:44 19-11-2020
1
თქვენივე თამაშებს უყურეთ ყველამ, ნაკრების ფეხბურთელებმა, მერე კი საკუთარ ოჯახის წევრებს მოუხადეთ ბოდიში, პირველ რიგში თქვენი ოჯახები შეარცხვინეთ, მე პირადად ჩემი მხრიდან ამას გეტყვით, უკან გაიკეთეთ ყველამ თქვენივე ბოდიშები, 30 წელია ბოდიშებს უსმენ ფეხბურთელებისგან
lechxumeli
21:05 19-11-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული