ჯაბა კანკავამ მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საკუთარ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"ყველას გააზრებული ჰქონდა, რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის. ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერმოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა.

12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის.
ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა.

მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც საუბრობს, რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან. ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე, ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით.

ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა, ეს მძიმე პერიოდი, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი, რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენს ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა. განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის," - დაწერა ჯაბა კანკავამ.



მკითხველის კომენტარები / 33 /
ოქრიაშვილი არასდროს არ უნდა ათამაშო ნაკრებში
kaxa
20 ნოემბერი 2020 16:03
4
ნეტა მომდევნო შესარჩევშიც 12 ნოემბერს არ დააბრალოთ,ფსიქოლოგიური დარტყმები და რამე..
მამუკა
20 ნოემბერი 2020 15:15
5
ძალიან დაგვწყიტა გული ყველა გულშემატკივარს მაკედონიასთან მარცხმა, ეს ოცნების ახთენის თამაში იყო, რომელსაც დიდი ხანია ველით, სამი დღე არ შევსულვარ არცერთ მედიაში. ვიცოდი რომ უამრავი კრიტიკა დაიწერებოდა ნაკრების მიმართ. დამსახურებულიც და დაუმსახურებულიც. რამდენად დამძიმებული მქონდა მე და არა მარტო მე გული, ათმაგათ უფრო მეტს განიცდიდენ ჩვენი ბიჭები ამ მარცხს. ამ ბიჭებმა უამრავი დადებითი ემოცია გვაჩუქეს, და დარწმუნებული ვარ ჩვენზე უფრო მეტად უნდოდათ გამარჯვება, და ამით ისტორიაში შესვლა. მადლობა მინდა უთხრა ყველას ყოველი გამარჯვებისთვის. მჯერა რომ არაერთხელ გაგვახარებთ კიდევ. უამრავი მიზეზიც არსებობს წაგების, უბრალოდ ფორტუნამაც გვაქცია ზურგი. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ თა ყველა თქვენი წარმატება იქნება ჩვენი სიხარული. შეუძლებელი არაფერია. ამ ციკლმა გვანახა რომ შეიძლება ნებისმიერ ნაკრებთან თამაში და წარმატების მიღწევა. თავდადება, მონდომებაა ძალისხმევა პლუს ფარტუნა და ველით თქვენს თამაშებს ყატარში
მერაბ1970
20 ნოემბერი 2020 14:15
9
ნეტა ყველა შენ და თორნიკესნაირინიყოს
ზიზ
20 ნოემბერი 2020 13:39
10
ჩემი გადასაწყვეტი,რომ იყოს ამ ნაკრებიდან, ვინც ბოლო თამაშები ითამაშა მარტო ლობჟანიძეს კვეკვესკირს კანკავას გრიგალავას და ზურიკოს დავტოვებდი, ამათ პლუს ჩაკვე კვარა კიტე შენგელია ნინუა დაემატებიან და კიდევ გამოჩნდებიან ახალგაზრდები.
გოგა
20 ნოემბერი 2020 13:32
14
ხო, გრიგალავა დატოვე თავის 10 კილო ზედმატი წონით. რო დარბის ღიპი რომ ცალკე უთანთალებს და საჯდომი ცალკე.
დავითი
20 ნოემბერი 2020 17:08
1
Ნამდვილი კაპიტანი
Levan
21 ნოემბერი 2020 02:29
2
კანკავა - მებრძოლი მორაგბის ფსიქოლოგიით!
რაგბის ფანი
21 ნოემბერი 2020 01:20
1
ჩემი გადასაწყვეტი,რომ იყოს ამ ნაკრებიდან, ვინც ბოლო თამაშები ითამაშა მარტო ლობჟანიძეს კვეკვესკირს კანკავას გრიგალავას და ზურიკოს დავტოვებდი, ამათ პლუს ჩაკვე კვარა კიტე შენგელია ნინუა დაემატებიან და კიდევ გამოჩნდებიან ახალგაზრდები.
გოგა
20 ნოემბერი 2020 13:32
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული