
სლოვაკ ვლადიმირ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება დაუსრულდა და ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ პოსტი დატოვა. ფედერაცია ეროვნული გუნდის ახალი თავკაცის ძიებაშია და უკრაინული footballgazeta-ს ცნობით, ერთ-ერთ კანდიდატად იური ვერნიდუბს განიხილავს.
54 წლის ვერნიდუბი ჟიტომირშია დაბადებული, ნახევარმცველი იყო, თამაშობდა ზაპოროჟიეს "მეტალურგსა" და "ზენიტში", წვრთნიდა ზაპოროჟიეს "მეტალურგს", ლუგანსკის "ზორიასა" და ბელარუსის "შახტიორს".
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
ზაურ მახარაძის გუნდის მწვრთნელი იური ვერნიდუბი "ლეიპციგთან" წაგების შემდეგ გადადგა