ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდაა. სფფ ახალი დამრიგებლის საკითხზე მუშაობს, გვარები კი ჯერჯერობით არ სახელდება.

ჩვენ ვეტერან ფეხბურთელ რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით და მოსაზრებას დავეკითხეთ.

"ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, რომ გავხატო ჩემი აზრი, თუ ვინ იქნება ჩვენი ნაკრების მომავალი მწვრთნელი.

შეცდომის უფლება უკვე აღარ გვაქვს. პანდემიის გამო მსოფლიო გაჩერებულია ახლა, მაგრამ ამ მიზეზის დასახელება, რომ წარუმატებლობა ამან გამოიწვია, ასე არ შეიძლება.

ამ გზაზე სიარული ახლა ჩვენ არ გამოგვადგება. ჩვენ გამოგვადგება ჭკვიანური აზრი, რომ ყველაფრის თავი და თავი არის მწვრთნელი. როგორც სუფრაზე თამადაა
მნიშვნელოვანი, ისეა მწვრთნელი გუნდისთვის.

ისეთი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, რომ ყველანაირად პროფესიონალი იყოს. მან ყურადღება უნდა მიაქციოს ეროვნულ ჩემპიონატს და თითოეულ ფეხბურთელთან და გუნდთან შეხება ჰქონდეს.

ამ ადამიანმა უნდა შექმნას ისეთი მწვრთნელთა სტაფი, რომლებიც ყველაფერ ამ საქმეში იქნებიან ჩართულნი.

ადრე საბჭოთა კავშირის დროს იყო პრაქტიკა, რომ ჩამოჰყავდათ უცხოელი მწვრთნელები და ქართველებთან ერთად მუშაობდნენ. საქართველოდან ერთ-ერთ საუკეთესო ანდრო ჟორდანია იყო, უცხოელი კი - მიხეილ იაკუშინი.

მისი მიდგომა სავსებით გამართლებული იყო და ყველანაირად პროფესიონალური. თუ ვინმე გამოჩნდა "დინამო თბილისში" და იყვნენ ვარსკვლავები, ეს იყო ანდრო ჟორდანიასა და იაკუშინის დამსახურება.

ჩვენ ახლა სწორედ იაკუშინისა და ანდრო ჟორდანიასნაირი პიროვნებები გვჭირდება. ახლა არის გარდატეხის პერიოდი, რადგან თაობათა ცვლა მიდის და ამას ნამდვილი პრაქტიკოსი მწვრთნელი სჭირდება.

ვაისმა თითქოს ყველაფერი აჩვენა, მაგრამ ის სიბრძნე დააკლდა... მადლობა ვაისს, რომ მან ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა: სლოვაკმა პირველ ნომრად თამაში გვასწავლა.

ფეხბურთი ყოველდღიურად, ყოველთვიურად იზრდება... კარგია პირველ ნომრად თამაში, მაგრამ ეს მატჩებს მარტო ვერ იგებს.

ვინ არის ისეთი მწვრთნელი, რომლის გუნდიც დღეს ტოტალურ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს? - ერთ-ერთი ასეთი ძლიერი პიროვნება არის ანჩელოტი.

თუ გამოჩნდება ისეთი პიროვნება, რომ თუნდაც ორჯერ მეტი დაგვიჯდეს, წავიდეთ და ანჩელოტი ჩამოვიყვანოთ, იქნება საუკეთესო ვარიანტი. ასე ვითამაშებთ დიდ ფეხბურთს.

არიან ახალგაზრდა მწვრთნელებიც... მშვენიერ თამაშებს აჩვენებენ "ლაიპციგი" და "ბაიერნი"...

მე ვემხრობი პირველ რიგში ქართველ მწვრთნელს, მაგრამ რაც ჩამოვთვალე, თუ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ვერავინ ვნახეთ, მაშინ მივდივარ ანჩელოტისთან.

ბევრი მწვრთნელი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მე უკვე მზადა ვარ ნაკრების ჩასაბარებლადო...

კი ბატონო, თუ მზადა ხარ, მიდი და გააკეთე საქმე... მეც და არის კიდევ არაერთი ადამიანი, რომელსაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები.

მოვიდეს, დაჯდეს ჩვენთან ერთად და დაგვიმტკიცოს, რა შეუძლია. ჩავრთოთ მაგალითად უკრაინა-ინგლისის თამაში, გაგვირჩიოს შემადგენლობები, გვითხრას თავისი აზრი, რა და როგორ იქნება, ასევე, რას შეცვლიდა... უნდა შევაფასოთ ამ კაცის ცოდნა", - თქვა ძოძუაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვაისის დროს გეთქვა და გაგერჩია მასთან ერთად.როცა საჭიროა ხმას არ იღებთ ეგ ვეტერანები და მოზომილად საუბრობთ.ქეცბაიამ კი დაგახურათ თავის დროზე
Ika4045
04 დეკემბერი 2020 19:08
5
ყველა ვეტერანის ინტერვიუ უნდა ამოვიღოთ და ხელახლა დავბეჭდოთ, როგორ უმღერენ დითირამბებს ყველა მწვრთნელს. ვაისს ქებაში ხომ ძირი გააგდებინეს. ოღონდ ფედერაციიფან რამეს გამორჩნენ, ან აცალგაზრდულუს მევრთნელიბას, ან სხვა გუნდებისას, ყველას აქბენ, მერე ამბობენ ჩვენ ვინ რას გვეკითხებაო.
გელა
04 დეკემბერი 2020 19:36
1
კარგით რა,სხვა ვერ ნახეთ აზრი რომ ჰკითხოთ? რაღა დროს ძოძუაშვილია.ფეხბურთი ვითარდება და წინ მიდის.ამის ფეხბურთი კი არა ,მესისა და როლანდოს ფეხბირთი ჩამორჩა უკვე დროს. საერთოდ არასწორი მგონია მოსაზრება რომ ვინც "დიდი" ფეხბურთი ითამაშა ,ის მაგარი მწვრთნელიცაა და ჭკუა ეკითხება.არც ჟორდანია და არც ახალკაცი ფეხბურელები არ ყოფილან,მაგრამ როგორი მწვრთნელებიც იყვნენ ვიციტ.რეზომ ერთი დაასახელოს რა ქნა ასეტი სამწვრთნელო ასპარეზზე, ჭკუას რომ ეკითხებით? ან ნაკრების მომავალმა მწვრთნელმა,მასთან რატომ უნდა გაიაროს გამოცდა. როცა "ტორპეტოს" მწვრთნელი იყო და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შეცვლებს რომ აკეთებდა,ტოტალიზატორისთვის გონია ვიმეს დაავიწყდა.? აი ასეთი მწვრთნელი იყო ბატონი რეზო.
mamulo
04 დეკემბერი 2020 18:13
22
1. ვინ შეკრიბა და დააყენა ის დინამო, (არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, შელია). არ იცით ეტყობა. გარდა ამისა ჰკითხეთ ლატვიელებს და გეტყვიან, რა წვლილი მიუძღვის რეზოს ლატვია ევროპაზე რომა არის ნამყოფი და რიგის სკონტო ბარსელონას თანაბრად რომ ეთამაშებოდა და ბარსელონაში უგებდა კიდეც პირველ ტაიმს. ეტყობა პატარა ხარ, ჰკითხე უფროსებს.
ნუგზარი
05 დეკემბერი 2020 14:46
1
ამაზე უკეთეს შეფასებას მე გავაკეთებდი. მიაც მოაცვამს რა
გოგა
04 დეკემბერი 2020 20:13
21
ზოგიერთი რატომ ვერ იტანთ სხვის აზრებს, ჩემთვის გაუგებარია. კი ბატონო, გამოთქვი შენი აზრი, ვინ გიშლის, მაგრამ ეს ნევრასთენიაში გადასული ლანძღვა რა არის, ვერ გავიგე. გამოთქვა კაცმა თავისი აზრი. თუ მაინცა და მაინც გაშფოთებს, არგუმენტები დაუპირისპირე. არცერთი არა ვართ ანგელოზი და დაანებეთ თავი ამ სპორტული სივრცის დაბინძურებას. და საკუთარ ნერვულ სისტემას მიხედეთ.
კოკო
05 დეკემბერი 2020 11:31
1
სამი თამაში მენდეთ, მე ჩამაბარეთ გუნდი, ოღონდ არავინ ჩაერიოს ჩემ საქმეში და თუ შედეგ ვერ დავდებ, დამხვრიტეთ.. მეტი რა ვთქვა? რით დაგარწმუნოთ, რომ ყველა მწვრთნელს ვჯობივარ, ვინც კი მოგიწვევიათ. გაფუჭებით ვეღარაფერს გავაფუჭებ, რაც წასახდენი იყო, დააქციეს უკვე... მენდეთ და არ ინანებთ!!
კ ო მ ბ ლ ე
04 დეკემბერი 2020 19:57
7
გაიარეთ სამწვრთნელო ლიცენზია... ყველა ყველას ნაცვლად რომ ვართ მაგრები მაგიტომ ვერ ვართ მაგრები.. ამიტომ თუ გვინდა ვიყოთ მაგრები ნუ ვიქნებით მაგრები ..
A
04 დეკემბერი 2020 22:18
2
არა,არა უცხოელი არ გამოდგება. მხოლოდ აქაური, აქ მცხოვრები, უნდა უყურებდეს თამაშებს ჩემპიონატის და არჩევდეს ყოველდღიურ რეჟიმში მოთამაშეებს. 3-4 ნაკრები უნდა ყავდეს ჩამოწერილი. გასტროლიორი მწვრთნელი არ გამოდგება. შეიძლება კონსულტანტად ვინმეს მოწვევა, ერთი წლით იმუშაოს ფედერაციაში, უყუროს თამაშებს და მოგვცეს რჩევა , როგორ ვითამაშოთ თანამედროვე ფეხბურთი. მოკლედ, ვარიანტები ბევრია ვისაც უნდა საქმის აწყობა
თამაზი
04 დეკემბერი 2020 19:39
2
ბ-ნო რეზო! ვეტერანებმა რომ გაიხსენოთ ახალკაცის ვარჯიშები და მეთოდოლოგიად ჩამოაყალიბოთ საუკეთესო შედეგს მიიღებდით და კიდევ, რამდენადაც ვიცი ახალკაცს საუკეთესო ფსიქოლოგი ჰყავდა მიწვეული, თვითონ კი მენტალურ ვარჯიშებში შესანიშნავად ერკვეოდა, ფიზიკურ მომზადებაზე რომ არაფერი ვთქვათ...
გუჯა კახაძე
04 დეკემბერი 2020 23:55
4
ძოძუაშვილს, ახალკაცი ალბათ არ გაუგია(?!) ჟორდანიას და იაკუშუნის გარდა არაფერი იცის.
ს ფ
04 დეკემბერი 2020 23:13
11
შენ გაგიგია და მაგას არ გაუგია .ჟორდანია იცი ვინ იყო და რას აკეთებდა ქართული ფეხბურთისთვის თუ მერაბ ჟორდანია გყავს მხედველობაში ?
ზაზა
05 დეკემბერი 2020 00:11
5
პოჩეტინო ან ალეგრი იქნებოდა ყველაზე კარგი, მაგრამ ძვირადღირებულები არიან.
gio
04 დეკემბერი 2020 21:01
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული