ჭიაბრიშვილმა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესშია. პრესაში უკვე არერთი სპეციალისტის გვარმა გაიჟღერა, მათ შორის ერთ-ერთი თბილისის "ლოკომოტივის" დამრიგებელი გია ჭიაბრიშვილია.

Sportall.ge ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე თემაზე გაესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით, დაუკავშირდა თუ არა მას ფედერაცია და არის თუ არა ის მზად ნაკრების ჩასაბარებლად.

"მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც თვლის, რომ მე შემიძლია ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვიყო.

ამ ეტაპზე სფფ-იდან არავინ შემხმიანებია. რაც რაიმე ინფორმაცია გავრცელებულა, ეს მხოლოდ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მოსაზრებაა.

ვარ თუ არა მზად საქართველოს ნაკრები ჩავიბარო?
- ვფიქრობ, სადაც ვარ იქაც მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. ჩვენი გუნდიდან ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელები თამაშობენ და იმედი მაქვს, რომ მალე ისინი ეროვნულშიც მოხვდებიან.

არ ვიტყვი იმას, რომ გამოცდილება მაკლია და რაიმე საფეხბურთო საკითხში არ ვიყო მზად, მაგრამ ნაკრები ცოტა სხვა რაღაცაა და ვფიქრობ იქ ისეთ დროს უნდა მიხვიდე, რომ არა კონკრეტულ გულშემატკივრებს ჯგუფს სჯეროდეს შენი, არამედ ბოლომდე დამტკიცებული გქონდეს შენი შესაძლებლობები და შენი დანიშვნა ყველას უნდოდეს.

ამ შემთხვევაში უფრო მეტი ნდობა და დროც მოგეცემა. ახლა არის რაღაც კითხვის ნიშნები... ეს, ის და რაღაც... მინდა, რომ ნაკრები ისეთ დროს ჩავიბარო, როცა არანაირი კითხვის ნიშანი ჩემს მიმართ არ იქნება".

ჩვენ გია ჭიაბრიშვილს კითხვა იმის შესახებაც დავუსვით, ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი და ასევე როგორც მწვრთნელი, როგორ შეაფასებდა ის ვლადიმერ ვაისის გაწეულ სამსახურს.

"სიმართლე გითხრათ, ვინ იქნება ნაკრების მომავალი მწვრთნელი არც მიფიქრია... ეგ ალბათ უფრო სფფ-ში უნდა იფიქრონ. მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი აზრი არ აქ. ვფიქრობ, მთავარია წარმატება მოვიპოვოთ, რადგან საქართველოს ნაკრები ყველასია...

ზოგადად, უნდა განისაზღვროს, რა არის ჩვენი ნაკრებისთვის წარმატება და რა წარუმატებლობა და ამის შემდეგ დაინიშნოს ახალი დამრიგებელი.

რაც შეეხება ვლადიმერ ვაისის გაწეულ სამსახურს, ბოლო თამაშამდე ამ ადამიანმა რაღაც სამუშაო, რომ გასწია ფაქტია და ჩვენ ფინალამდე მივედით.

ფინალამდე ვერ ვიტყვი მან რა სწორი გააკეთა და რა არასწორი, მაგრამ მთავარი რაც იყო ფინალში ის ვერ გააკეთა რაც საჭირო იყო და დატოვა პოსტი.

ჩვენ, რომ ისეთი ქვეყანა ვიყოთ, რომ სულ გავდიოდეთ დიდ ტურნირებზე ცუდადად შევაფასებდი, მაგრამ ეს ხომ ასე არაა.

ცუდად შევაფასებდი კონკრეტულად ფინალურ მატჩს, მაგრამ ფაქტია, რომ კონკრეტული სამუშაო მან გასწია, თუმცა ფინალურ შეხვედრაში წააგო და პოსტი დატოვა", - გვითხრა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ძალიან ადრეა ჯერ. ერთ 10 წელიწადში თუ დადებ შედეგს და განვითარდები.შეგეხვრწება ფედერაცია
beqa
15:52 06-12-2020
9
გია ჯობია მიხედე შენს საქმეს ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ შეგიძლია. ვფიქრობ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი.
ნუ გაქვთ უცხოელ მწვრთნელებზე კომპლექსი. მთავრია კონტრაქტში ჩაუდონ , რომ მინიმუმ წელიწადის ნახევარი იცხოვროს აქ იაროს ეროვნულ ჩემპიონატებზე და დაესწროს თამაშებს. ასევე ჩაატაროს მასტერკლასები ადგილობრივ კლუბებშიც. როდესაც კონტრაქტს უდებთ და ხალხის მილიონებს აძლევთ, კეთილი ინებეთ და მაქსიმალური მოთხოვეთ. აბა ტურისტები ისედაც უამრავლია!
ქომაგი
19:17 06-12-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული