სფფ-ის "Facebook-გვერდი" საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს.
როგორც მათ დააანონსეს, სრული ინტერვიუ 19:00 საათზე დაიდება, 1-წუთიან ნაწყვეტში კი სანიოლი ამბობს:
"ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე მე ვერაფერს შევცვლი.
ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ თავიანთი ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ.
თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, წარმატების მიღწევას შევძლებთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ჩამოვედი, სწორედ ეს არის. აქ წარმატების პოტენციალს ვხედავ.
ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ.
ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. 99%-ით დახარჯვა საკმარისი არასდროს არის, 100%-ით დახარჯვას კი წარმატება ყოველთვის მოაქვს", - ამბობს სანიოლი.
ამიტომაც იმ ხალხის ფონზე ვისაც ბოლო 3 წელიწადი იზახებენ ნაკრებში ძალიან გასჭირდება უკეთესი შედეგი დადგეს უცხოელი მწვრთნელის ხელში ვიდრე ეს იყო ვაისის დროს.
ხსნა არის მხოლოდ ქართველ მწვრთნელებში, მწვრთნელთა ტანდემში და არა ერთპიროვნულ მწვრთნელში.