ვილი სანიოლი: თითოეულ ქართველ ფეხბურთელს უნდა ეამაყებოდეს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა

AutoSharing Option
სფფ-ის "Facebook-გვერდი" საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს.

როგორც მათ დააანონსეს, სრული ინტერვიუ 19:00 საათზე დაიდება, 1-წუთიან ნაწყვეტში კი სანიოლი ამბობს:

"ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე მე ვერაფერს შევცვლი.

ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ თავიანთი ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ.

თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, წარმატების მიღწევას შევძლებთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ჩამოვედი, სწორედ ეს არის. აქ წარმატების პოტენციალს ვხედავ.

ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ.
ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. 99%-ით დახარჯვა საკმარისი არასდროს არის, 100%-ით დახარჯვას კი წარმატება ყოველთვის მოაქვს", - ამბობს სანიოლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მწვრთნელი ჩვენთვის არის ის, ვინც ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანას შეძლებს და შემტევ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს. ვინც შეძლებს კონფლიქტი არ შექმნას გუნდში და თან ფეხბურთელების დაკრულზე არ იცეკვებს. თუ კვარა, ჩაკვე ფორმაში იქნებიან და ის მოსიე ბელგიის პირველ ლიგაში რომ თავდამსხმელია დაგვემატება, მაშინ მთავარი ისღა დარჩება შეცვლები არ დააგვიანოს და რამე სისულელე არ ქნას და მოგებით ყველაფერს მოვიგებთ ასე მგონია. იმ ორისნაირი ფეხბურთელი ქართველებს ქინქის მერე არ გვყოლია. პატივისცემით ყველასთან. ოქრიაშვილს, კანკავას, ლორიას და კიტეიშვილს დავტოვებდი უცვლელად ძირითადის ფეხბურთელებად
გადასარევი გიორგი
23 თებერვალი 2021 02:52
0
ჩვენი ბონაპარტიც გამოჩნდა და იმედია ვატერლოოს მოვიგებთ ))
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 00:07
0
ალბათ აუსტერლიცს გულისხმობთ.
ჯიბო
23 თებერვალი 2021 10:36
0
ვატერლოო ბონაპარტმა წააგო
გადასარევი გიორგი
23 თებერვალი 2021 01:33
0
ქართველები ერთ , დისციპლინირებულ და თანაც მაინც ქართულ გუნდად რომ ათამაშო, აქ ძალიან კარგად უნდა იცოდე ქართველების ფსიქოლოგია, ყოველი მათგანის ხასიათი, თვისებები და გუნდის რომელ წევრთან როგორ დამოკიდებულებაში არის. ეს კი შეუძლია იცოდეს მხოლოდ დაბადებით ქართულენოვან და ქართული მენტალობის ადამიანს.
ამიტომაც იმ ხალხის ფონზე ვისაც ბოლო 3 წელიწადი იზახებენ ნაკრებში ძალიან გასჭირდება უკეთესი შედეგი დადგეს უცხოელი მწვრთნელის ხელში ვიდრე ეს იყო ვაისის დროს.
ხსნა არის მხოლოდ ქართველ მწვრთნელებში, მწვრთნელთა ტანდემში და არა ერთპიროვნულ მწვრთნელში.
jango
22 თებერვალი 2021 22:23
9
იქნებ ზუსტად რომ იმ ე.წ. "ბირთბის" რეფორმირებაშია ხსნა, გათავხედებული ხელშეუხებელი უთამაშებელი ტიპებს აქ ადგილი ვერ უნდა ქონდეთ. ახალგაზრდა და მონდომებული ბიჭები დისციპლინირებულიც და მოტივირიბულებიც იქნებიან.
პალიკო
23 თებერვალი 2021 10:42
0
ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ
გადასარევი გიორგი
23 თებერვალი 2021 02:44
0
99% დახარჯვაზე რომ ავიდნენ ვინ ჩივის, აქამდე 40% ჰა ჰა 45% ით იხარჯებოდნენ ორი სამი კაცის გარდა
ზორბეგი
22 თებერვალი 2021 22:19
0
ძირითადათ ჩაციკლულნი ვართ გაზულუქებულ ლეგიონერებზე, "დინამო" და "საბურთალო", ამათ გარდა სხვაგანაც თამაშობენ ფეხბერთს! არაპრესტიჯული ბუცებით, მაგრამ გულით!
ჯაბა
22 თებერვალი 2021 22:13
0
მართალს ბრძანებს ბ-ნი ნიკით "საქართველო". არა მხოლოდ თქვენს მიერ ჩამოთვლილი, რაც შეეხება არჩევანს, უმაღლ.და 1-შიც ისეთი მოტივირებული და მონდომებული ახალგაზრდები არიან-თქვენი მოწონებული.
kaxi
22 თებერვალი 2021 22:08
0
Gushin dinamo gagras vuhurebdi, shushanikis wvaleba iho, tu ase gaagrdzela dinamom, sameulshic ver sheva, rogor gaabandza dinamo pipiam, guli mwxdeba magrad
Zurab tomadze
22 თებერვალი 2021 19:16
1
სირცხვილი გაგრას, დინამოსთან როგორ წააგო, თუნდაც პენლებში. მე დიდი ხანია დინამოს ტამაშებს აღარ ვუყურებ, მაგრამ ვნახე დაიწერა. დინამოსთან რომ წააგებ, ის გუნდია?
გადასარევი გიორგი
23 თებერვალი 2021 02:45
0
თუ ამ"სუმოისტებს" და განაცხადს მიღმა ე.წ. ფეხგურთელებზე არ გააკეთებს ფსონს და დაშლის ამ უაზრო "ბირთვს" შედეგსაც დადებს
gela
22 თებერვალი 2021 19:11
2
თუ გრიგალავას გულისხმობ,ერთი ფეხბურთელი ბირთვი არ არის,რაც შეეხებათ დანარჩენებს ფაქტობრივად არჩევანის გარეშეა ნებისმიერი მწვრთნელი,რადგან რაოდენობაში ძალიან გვიჭირს,შესაბამისად ნაკლებ სავარაუდოა ბირთვი შეიცვალოს, უბრალოდ გაახალგაზრდავდება ნაკრები,რადგან კაშია,კვირკველია,გრიგალავა არც არასოდეს ყოფილა ახალგაზრდულ ფორმაში ნელ-ნელა ასრულებენ სანაკრებოა კარიერას.
საქართველო
22 თებერვალი 2021 21:44
0
მიდი ვილი,დაიხარჯე და უდისციპლინოები არ გააკარო ნაკრებს,არ გააკარო ნაკრებს აგრეთვე ისეთი ძუნწი ფეხბურთელებიც რომლებსაც არ შეუძლიათ,მეგობარს,ბომბარდირ თანაგუნდელს პენალტის დარტყმა არ დაანებონ.წარმატებები...
ბაჩი
22 თებერვალი 2021 16:21
0
წინასწარ პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ წარმატებები ვუსურვოთ ვილი სანიოლის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. მხოლოდ გაგვიხარდება მათი წარმატება.
ფეხბურთი
22 თებერვალი 2021 16:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული