პირველი ტაიმი ყაზანელებმა 2:0 მოიგეს და ორივე გოლში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო – ჯერ საგოლე გადაცემა დენის მაკაროვს გაუკეთა, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო.
მალე კი თავად ხვიჩამ მოახერხა გატანა და ანგარიში 2:0 გახდა.
მეორე ტაიმში, 83-ე წუთზე ხვიჩა იგნატიევმა შეცვალა. "უფას" რიგებში კი ჯიმი ტაბიძემ სრული მატჩი ჩაატარა და უნდა ითქვას, რომ "რუბინის" სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს გასაქანი არ მისცა.
"რუბინმა" ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა ("სოჭის" მსგავსად) და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლა. "უფა" კი ბოლოს წინა, მე-15 ადგილზეა 14 ქულით.