ხვიჩა არ ჩერდება - გოლი და საგოლე პასი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში გასვლაზე "უფა" 3:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ყაზანელებმა 2:0 მოიგეს და ორივე გოლში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო – ჯერ საგოლე გადაცემა დენის მაკაროვს გაუკეთა, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო.

მალე კი თავად ხვიჩამ მოახერხა გატანა და ანგარიში 2:0 გახდა.

მეორე ტაიმში, 83-ე წუთზე ხვიჩა იგნატიევმა შეცვალა. "უფას" რიგებში კი ჯიმი ტაბიძემ სრული მატჩი ჩაატარა და უნდა ითქვას, რომ "რუბინის" სერბ ფორვარდ ჯორჯე დესპოტოვიჩს გასაქანი არ მისცა.

"რუბინმა" ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა ("სოჭის" მსგავსად) და სატურნირო ცხრილში
მე-5 ადგილზე აინაცვლა. "უფა" კი ბოლოს წინა, მე-15 ადგილზეა 14 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ყოველდღე უმატებს თამაშს ჩვენი ქვეყნის იმედი, გენაცვალე ჟილკიან ჯიგარში, აგიშენდა ოჯახი დასნეულებული ქვეყნის მოსახლეობის გახარებისთვის, მადლობა.............
საბურთალო
17:37 14-03-2021
5
გერჲ კოჩჲ გურჲ კოჩჲ ხვიჩა❤️
ბაჩი
17:25 14-03-2021
67

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული