ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
გრიგალავას თამაში ნახა თუ გაბარიტების მიხედვით გამოიძახა?დანარჩენი კიდე ხო მარა კასია და ჯიღაური ეტყობა რარაც საიდუმლოს ფლობენ მოწინააღმდეგეზ.
zurabi
16 მარტი 2021 17:52
2
ეჰ საბა კვირკველიაზე მწყდება გული .არ გამოძახებაზე კი არა ასე რო წავიდა მისი კარიერა პ. ს სამ თამაშში სამი წაგება ცუდია.
goga
16 მარტი 2021 17:44
1
ჯუღელს რო აყვება ამხელა კაცი.
გოგას
16 მარტი 2021 18:10
5
ძალიან მომეწონა!!! :)))) ძალიან! ყოჩაღ ვილის!!! დავითაშვილზე ძალიან მერიდება , რადგან მომწონს თვითონ ეს ბიჭი, ძალიან ნიჭიერია, ვადევნებ თვალს სულ, მაგრამ ჯერ სამწუხაროდ მაინც ადრეა ნაკრები, რადგან თავის ნიჭს ამ ეტაპზე ვერ იყენებს გუნდის სასარგებლოდ, ისე ეფექტურად. მგონია, რომ წნეხის ქვეაშაა და ალბათ ხვიჩას ფაქტორის გამოცაა რუსეთში, მეგობრები არიან და გინდა არ გინდა საკუთარ თავს თხოვ იგივე გააკეთო, არადა სრულიად სხვა ტიპის მოთამაშე მგონია, სრულიად. მე მას მაგალითად ვცდიდი და კლუბში ჩამშლელად გამოვიყენებდი ამ ეტაპზე, შრომობს მოედანზე და კარგად იწყებს შეტევას, აი ბოლოს თავისივე უპირატესობას ანიავებს, კარში ვერ ურტყამს კარგად და ამიტომ ორი ვარიანტია, ან უნდა ივარჯიშოს დარტყმებზე განსაკუთრებით, ან უბრალოდ პასებით გაიყვანოს სხვები, და აქ ჩამშლელის პოზიციაზე გუნდს შეტევით პოტენციალს მხოლოდ აუმაღლებდა. ამიტომ ამ ეტაპზე დავითაშვილი ნაკრებში კარგია რომ არ არის. დანარჩენებში კიდევ მომეწონა, რომ არ გაკეთდა სიახლე სიახლისთვის და რაღაც მოგონილი სისულელე არაა. კიტეიშვილის გამოძახებაც მომეწონა, სულ რომ არაფერი თვითონ მისი ყოფნაც გუნდში მგონია რომ კარგია. ყაზაიშვილიც რომ არაა ამ ეტაპზე ეგეც სწორი მგონია! კაცი რომ კორეაში წავა სათამაშოდ, იმან კორეაში უნდა ითამაშოს, რადგან ეს ნიშნავს რომ საფეხბურთო ამბიციებს ამჯობინა ზრუნვა მომავალზე, რაც სრულიად გასაგებიცაა და ვერ გაკიცხავ კაცს. მოკლედ წარმატებები ვილი :) ძალიან მომეწონა მიდგომა და რაც მთავარია ბუდუ ზივზივაძის , გიორგი მიქაუტაძის და ხვიჩას დიდი იმედი მაქვს! ამ სამ თამაშში!! ოქრიაშვილიც და ლობჟანიძეც რომაა მაგარია! აბა თქვენ იცით ბიჭებო!! ჯერ ესპანეთი დავდოთ , მერე შვედეთი, მაგათ არ იციან რა ნიჭთან აქვთ საქმე!!! მხოლოდ მოგება ყველასთან, წარმატებები!
გადასარევი გიორგი
16 მარტი 2021 17:37
5
ჯერ შვედეთია გადასარევო
შაკო
16 მარტი 2021 19:02
0
არანაირი ლოგიკაში ჯდება სია! ყაზაიშვილი კაგრია რომარაა გრიგალავას რაუნდა წავიდეს დაგვანებოს.ლოჩოშვილი იმსახურებდა გამოძახებას როგორც ხარაიშვილი! აქ არიან უთამაშებლებიც მაგალითად ხოჭოლავ,ა ამიტომ ნინუაც ღირსი იყო სიაში ყოფნის!
beqa
16 მარტი 2021 17:15
11
და ესენი იტყვიან მერე მერაბზე ან რეზიზე რამეს! დდ
vaxo
16 მარტი 2021 17:00
5
Ra Makaridze..... Kaci mesame ligashi tamashobs, ra dros nakrebia.... Magram ar mesmis rom Davitashvili ar daudzaxa, albat cud formashia, rotorshic tadarigshi iqo da ar gamovida.
Dato
16 მარტი 2021 16:59
29
არამგონია მწვრთნელზე და სხვა ხელმძღვანელობზე მეტად ჩვენ გვინდოდეს, ჩვენი ნაკრების მოგება, რა მართლა ასე ფიქრობთ?.. ჯერ ვნახოთ რას ითამაშებენ და მერე ხო არ ვაკრიტიკოთ,იქნებ მაგათმა უკეთ იციან ა? :)
კახაკ
16 მარტი 2021 16:56
11
მაგათ ერთი სურვილი და სიყვარულია. ეს არის ფულის სიყვარული!
არაფერი იცვლება
16 მარტი 2021 18:09
6
ეს სავიოლი ჯერ კიდევ კაი ხანი ვერ მოვა აზრზე, ეს ე.წ. ნაკრები 100% დააკომპლექტა იაშკამ, ხიზანამ და მუმუმ, იასნია კობი თემაშია.
დემნა
16 მარტი 2021 16:55
6
მე ეგ კინო ნანახი მაქ, ბევრ თვენგანსაც, პრაქტიკა და ტრამვა იქით იყოს, მაგრამ გურამზე დამწყდა გული. ბოლო დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ჩვენი ლეგიონერი! რატო უნდა დაამთავროს დაცინვით და ნეგატივით? რა გაკლია? დაფასება თუ ფინანსები? თუ ტრამპლინი გჭირდება? წადი რა როცა დროა, ტაშით გაგაცილებს და არა სტვენით მაყურებელი.
ჯაბა
16 მარტი 2021 16:50
3
ალბათ ხიზანივილის შემადგენლობაა.მაკარიძეს რას ერჩოდით? ან კვერკველიას?
1
16 მარტი 2021 16:46
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული