ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
ქვილითაია რაზვალზე გაატარეთ და გაუსწორეთ პლზ
gg
16 მარტი 2021 14:40
5
მაინც რამოდენიმე უთამაშებელი ფეხბურთელია და კვირკველიას არ ყოფნა გასაკვირია ბოლო თამაში ითამაშა, თან თუ გიორბელიძეს გამოიძახებდა ლოჩოშვილო ძირითადის კაცია და ეგ რატო დაიგნორდა, კითხვები არის მაგრამ რაღაც უნდა შეცვლილიყო ახალი სახეები გვჭირდება და წარმატებები... მაკარიძეზეც მაინტერესებს
Mose
16 მარტი 2021 14:35
1
და მაკარიძე როგორაა ტრამვირებული, გუშინ ალმერიაში 90 წუთი ითამაშა და მორიგი მშრალი მატჩი ჰქონდა. ეს შემადგენლობა სანიოლს არ ჩამოუწერია(ვილი მორიგი ხელფასიანი პაიკია), ეს ზევით ჩამოწერეს სფფ_ში.
ვილი სანიოლაძე
16 მარტი 2021 14:28
6
კაშოს ეცოდინება სანიოლიმ დაასახელა თუ ფედერაციამ :D
R1valdo
16 მარტი 2021 14:28
1
რაც მთავარია ბაბუცა პატარაია და მისი რაზმი მიესალმება ფორმაში არ მყოფი(ნუ ეხლა ფორმაში მყოფიც არ იყო საშა ჩივაძე) კაშიას გამოძახებას, ლოჩოშვილმა ევროტურნირებზე ყველაზე მეტი შეხვედრა კი ჩაატარა, მაგრამ ალბათ გლდანის დეპუტატთან და მის საახლობლოსთან ტაქტიკურ მონახაზზე ვერ შეთანხმდა
llcl
16 მარტი 2021 14:21
4
ოდესმე თუ დადგება ის დრო, როდესაც კაცს ნაკრებში გამოიძახებენ და თავისით როცა იტყვის, არ ვარ ნაკრების დონისოოოოოოოოოოოოოოო ?????????????????????????????????????????????
????????????????????????????????????????????????????????
16 მარტი 2021 14:18
1
ამხ. ი ა შ კ ა ! რა დაგიშავა ასეთი ხარაიშვილმა, როცა ის, ნახევარდაცვის ხაზში გამოძახებულებს, ყველას ერთად აღებულს ჯობია. სანამ შენ იქნები ნაკრების კურატორი, მათ არაფერი ეშველებათ, ისევე როგორც არასოდეს ეშველება დინამოს, სანამ იქ ამხ, ფიფია იქნება.
დ.დ.
16 მარტი 2021 14:08
7
ბურთის გაჩერება და კარში ზუსტად დარტყმაც სანიოლმა უნდა ასწავლოს უმეტესობა საცოდავს ?
?
16 მარტი 2021 14:07
4
სულ იმას გაიძახიან, ცაცია მცველი გვაკლიაო!!! აბა ლოჩოშვილი ვინაა თქვე ბრმებო
დათო
16 მარტი 2021 14:07
3
ვისაც სირბილი უ ტ ყ დ ე ბ ა და ეგრეხება , ეხლა მაინც მოაშორეთ ნაკრებიდან, ეხლაც არ დადგა მაგის დრო ??????????????????????????????????????????????
???????????????
16 მარტი 2021 14:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული