ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
წიტაიშვილი რა დროს დაგვემტვრა:( წარმატებები ბიჭებს... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ო ო!!!
ჯიმა
16 მარტი 2021 13:02
1
ვისაც პრაქტიკა რამოდენიმე თვე არ ქონიათ რაღას იძახებს. უპრაქტიკო ევროპის გუნდის ფეხბურთელს პრაქტიკიანი ეროვნული ლიგის ფეხბყრთელი ათამაშოს სჯობს
ტოტტი
16 მარტი 2021 13:00
1
კიტე ვითომ შეძლებს? თუ ზრდილობის გულიზა ჩაწერეს?დდდ
Ttt
16 მარტი 2021 12:57
0
თუ კვირკველია არაა კაშიაც არაა გამოსაძეხებელი
ოტელო
16 მარტი 2021 12:56
3
კაშიადან განსხვავებით ბოლო თამში ითამაშა
მოსეხონელი
16 მარტი 2021 14:59
0
გიორგი მაკარიძე?
nika
16 მარტი 2021 12:55
3
ეუფ! მალადეც! დასალევდ მიყავს თუ?
რატი
16 მარტი 2021 12:48
3
ნინუამ და ხარაიშვილმა რა დააშავეს? კიტეიშვილს ტრავმა ააქ! პარუნაშვილს ხარაიშვილი ჯობია!
beqa
16 მარტი 2021 12:48
2
რა უთამაშებელი კაშია ბიჭო, ან რას გრიგალავა, ღადაობთ??? ლოჩოშვილმა მთელი ავსტრია ითამაშა პლუს ევროპა ლიგა მიაწვდინეეთ ხმაა... იგივეე მოცემულობაა რაც იყო, ფედერაცია აკომპლექტებს შემადგენლობას თუ რა უბედურებაა???
ოპტიმისტი
16 მარტი 2021 12:47
2
ვა, როტორიდან არავინაა გამოძახებული. ჩაბრაძე ნაღდად იმსახურებდა გამოძახებას. ისე გიორბელიძესთან ერთად ლოჩოშვილიც გამოეძახა რა... ხარაიშვილიც არაა...
Lasha
16 მარტი 2021 12:46
3
მაკარიძეს ტრამვა აქვს?
გიორგიპირველი
16 მარტი 2021 12:41
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული