ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
ეს ზოგიერთი ყოვლისმცოდნე ქართველი გულშემატკივრები მართლა არაფრის ღირსია.
ტიპმა მართლა ყველა გამოიძახა ვინც კი ბურთს აგორავებს და თქვენი მოსაწონს ვერავინ აკეთებს.

უკვე მართლა სირცხვილია ასეთი საქციელი.
ამაზე უკეთესი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ.
მივესალმები ყაზაიშვილის არ გამოძახებას, ოქტიაშვილიც არაფერს აკეთებს ამ ბოლო დროს.
ვითომ პროფესორები
16 მარტი 2021 13:28
8
ვისაც პრაქტიკა რამოდენიმე თვე არ ქონიათ რაღას იძახებს. უპრაქტიკო ევროპის გუნდის ფეხბურთელს პრაქტიკიანი ეროვნული ლიგის ფეხბყრთელი ათამაშოს სჯობს
ტოტტი
16 მარტი 2021 13:00
1
ნინუამ და ხარაიშვილმა რა დააშავეს? კიტეიშვილს ტრავმა ააქ! პარუნაშვილს ხარაიშვილი ჯობია!
beqa
16 მარტი 2021 12:48
2
რა უთამაშებელი კაშია ბიჭო, ან რას გრიგალავა, ღადაობთ??? ლოჩოშვილმა მთელი ავსტრია ითამაშა პლუს ევროპა ლიგა მიაწვდინეეთ ხმაა... იგივეე მოცემულობაა რაც იყო, ფედერაცია აკომპლექტებს შემადგენლობას თუ რა უბედურებაა???
ოპტიმისტი
16 მარტი 2021 12:47
2
ვაისთან შედარებით ვილი მშიშარა არ არის! ეს ოთხ დებიუტანტზეც ეტყობა, რომლიდანაც სამი ვფიქრობ ძირითადში იქნება. უცებ ვერ შეცვლის ნაკრების ყველა ფეხბურთელს! რაც მთავარია გოლის გატანის იმედი ნამდვილად მაქვს! და ამ სამი თამაშიდან ყველას არ წავაგებთ!
ბასკი
16 მარტი 2021 20:50
2
მე ეგ კინო ნანახი მაქ, ბევრ თვენგანსაც, პრაქტიკა და ტრამვა იქით იყოს, მაგრამ გურამზე დამწყდა გული. ბოლო დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ჩვენი ლეგიონერი! რატო უნდა დაამთავროს დაცინვით და ნეგატივით? რა გაკლია? დაფასება თუ ფინანსები? თუ ტრამპლინი გჭირდება? წადი რა როცა დროა, ტაშით გაგაცილებს და არა სტვენით მაყურებელი.
ჯაბა
16 მარტი 2021 16:50
3
ამხ. ი ა შ კ ა ! რა დაგიშავა ასეთი ხარაიშვილმა, როცა ის, ნახევარდაცვის ხაზში გამოძახებულებს, ყველას ერთად აღებულს ჯობია. სანამ შენ იქნები ნაკრების კურატორი, მათ არაფერი ეშველებათ, ისევე როგორც არასოდეს ეშველება დინამოს, სანამ იქ ამხ, ფიფია იქნება.
დ.დ.
16 მარტი 2021 14:08
7
Kashia aris chveni nakrebis xvalindeli dge..meore suntqva gaexsneba 60 wlamde itamashebs
Levani
16 მარტი 2021 13:59
3
შეეშვით რა. ტიპს ჯერ არ დაუწყია თამაში, უკვე რაღაცეებს უწუნებთ. იმინა საოცარი ქვეყანა ვართ.
დათო
16 მარტი 2021 16:07
11
გიორგი მაკარიძე?
nika
16 მარტი 2021 12:55
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული