ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
სიაში გრიგალავას რო დაინახავ აზრი აღარ აქვს კითხვის გაგრძელებას.
ხალხმა კიბო და ცე მოიშორა და ეს გრიგალავა რა გახდა
Superman
16 მარტი 2021 21:09
16
არავინაა ღვთისნიერი, რომ სანიოლს ურჩიოს, სანამ ხიზანა და მისი რაზმი არიან არაფერი გვეშველება
???????????????
16 მარტი 2021 16:36
7
კი მაგრამ ვოლფესბერგში მოთხოვნის გაგზავნის დროს გვარები ხომ არ აერიათ? მუდამ ძირითადში ლოჩოშვილია და ამათ გიორბელიძეს დაუძახეს.დდდდდდდ კიდე ბევრი შუტკები გველის ამათგან ვატყობ.დდდდდდდდ
hhh
16 მარტი 2021 16:29
7
ჩემო მეგობარო , მარცხენა მცველი პრობლემა გვაქ და არა ცენტრალური მცველის , ვინები დარჩნენ ვერ ხედავ სიის გარეთ ? , კვირკველია თუნდაც შუა მცველი
ლშა
16 მარტი 2021 17:38
4
კაშია სადაც არის იქ ვერ თამაშობს და ნაკრებში რა უნდა ხიზანიშვილს უთხარით ნაკრები არარის ფორმაში არმყოფი ფეხბურთელთა თავშესაფარი და ნაკრებში უთამაშებელი ფეხბურთელი რომელიც განაცხადშიც ვერ ხვდება არუნდა იყოს გამოძახებული რაც შეეხება კვირკველიას არ გამოძახებას ესარი სრულიად გაუგებარი ხოჭოლავას და კაშიას ფონზე ამგენთან შედარებით კვირკველია ბეკენბაუერია დდ მაკარიძეს რაც შეეხება მას პლეიოფები ელის და ამიტომ. არაა მაინც წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბედკრულ ნაკრებს რაცარუნდა იყოს შენი ცუდი შენ უნდა შეინახოო კარგადაა ნათქვამი.
Zaza
16 მარტი 2021 13:43
2
პრინციპში ყველაფერი ლოგიკურია, ერთის გარდა საკმაოდ დიდი ხნის უთამაშებელია ხოჭილავა, ამის ფონზე ლოჩოშვილის გამოძახება არ იქნებოდა ურიგო
გიონატ
16 მარტი 2021 13:13
1
ვკითხულობ კომენტარებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რამდენი ძალით პროფესორი გულშემატკივრები გვყოლია...ეს რატომ არ გამოიძახა,ის რატომ არ გამოიძახა?გამოიძახა და უთამაშებელია?...ხიზანას სიაა,იაშკას სიააა...თქვე კაი ხალხო სანიოლს სად უნდა ენახა ამდენი ნაკრების კანდიტატების თამაში? დაფიქრდით რა ,ვაა დარწმუნებული ვარ სასწავლო რომ მოხდეს და ამ სამიდან ორი ფრე და ერთიც რომ მოვიგოთ,მაინც უკმაყოფილი იქნება ზოგიერთი....ის რომ გამოეძახებინა მეორესაც მოვიგებდითო.....სამწუხაროდ ყველას გამოძახება არ შეიძლება და მოედანძეც მარტო 11 შე შვება შეიძლება ერთდროულად....მე მაინც იმედიანად ვარ და ალბათ მეორე წრისათვის გამოჩნდეს უნდა თუ რა და როგორი ფორმაციის ნაკრები გვეყოლება.....ღმერთი ჩვენსკენ...
ემზარ
17 მარტი 2021 00:46
6
და ესენი იტყვიან მერე მერაბზე ან რეზიზე რამეს! დდ
vaxo
16 მარტი 2021 17:00
5
როგორც იქნა გვილია, ყაზაიშვილი და კაჭარავა არ გამოიძახეთ. მაგათ რომ ქვილითაიაც მიუმატოთ არ იქნება ურიგო. ნინუა გამოგეძახათ და მიგეცათ შანსი.
David
16 მარტი 2021 16:39
3
იქნებ გაგვარკვიოთ რატომ არაა მაკარიძე?არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მისი არ გამოძახება.საქართველოს ნომერი 1 მეკარეა,მოქმედი ფეხბურთელებიდან ალბათ ყველაზე ამბიციურ გუნდში თამაშობს,ლა ლიგადან ერთ ნაბიჯშია და ესენი ნაკრებში არ იძახებენ.ეს ბიჭი ყოველთვის ლორიაზე უკეთეს გუნდშია და მასზე გაცილებით სტაბილური,მაგარამ აგერ უკვე 30-საა და ნორმალურად არ უთამაშია ნაკრებში.რატომ?რატომ არ ვიყენებთ საუკეთესო ქართველ კიპერს?ჟურნალისტებო თქვენ მაინც იკითხეთ და გაგვარკვიეთ რა ხდება ამ თემაზე....
master
16 მარტი 2021 15:20
4
გელა ნუგზარაშვილის გარეშე ამ ნაკრებს ამ შემადგენლობით პერსპექტივა არ აქვს
გიო
16 მარტი 2021 23:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული