L'Équipe-ის ინფორმაციით, ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის კლუბები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ გუნდში მყოფ უცხოელ ფეხბურთელებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არ გაუშვებენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გუნდს თბილისში, ესპანეთთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონატის ორი უმაღლესი ლიგის კლუბები გუშინ, 17 მარტს შეიკრიბნენ და მარტის ბოლომდე უცხოელები ფეხბურთელების ევროკავშირს მიღმა არგაშვებაზე შეთანხმდნენ, რაც კოვიდსიტუაციით არის გამოწვეული.
საქართველოს ნაკრები თბილისში 22 მარტს შეიკრიბება. სამწუხაროდ, კაპიტანი ამ შეკრებას დააკლდება და ნაკრებს მხოლოდ შვედეთში, სავარაუდოდ, 24 მარტს შეუერთდება.