საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ახალი მინისტრი ჩადგება კარებში და მოვიგებთ! 35 წელი აღარ გითამაშიათ ფეხბურთი,წადით და სადგაც თუნდაც ერაყში,მიწაზე მაიც იმუშავეთ და ნიორი მაინც მოიყვანეთ! ვაი თქვენს პატრონს! სირცხვილიც აღარ გაქვთ! ამდენი წაგების მერე საერთოდ აღარ გავიხედებოდი ბურთისკენ! სინდისიც აღარ გაქვთ!
space-x
27 მარტი 2021 04:18
1
ასი კომენტარი = ასი განსხვავებული აზრი.
ვაისს უკვე აჯობა, მიუხედავად წაგების.
გიორგი გორგაძე
27 მარტი 2021 01:37
0
დებილები ხართ ფედერაციან ჟურნალისტებიან კუჭშემატკივრებიანად. გეტირებათ ყოფა არაფრის ღირსი არა ხართ
26 მარტი 2021 18:18
6
არ დაიღალეთ?
I
26 მარტი 2021 16:14
1
არა.
ჯოგი.
26 მარტი 2021 18:19
0
იაშკას და ხიზანას გემოვნებით შერჩეულმა "სასტავმა" მაქსიმალური შედეგი დადო ! სანამ იაშკა ნაკრების კურატორია, არც კი იოცნებოთ რაიმე შედეგზე !
დ.დ.
26 მარტი 2021 15:57
14
აქ ბევრს კითხვა გაუჩნდა რატომ გაიყვანა სანიოლმა მოედნიდან კვარაცხელია და კანკავა, ჩემი აზრით არის ამაში ლოგიკა შვედებმა რადგან გოლი გაიტანეს პირველ ტაიმშიც გამოჩნდა რომ უკან დაიხიეს და ბურთი დაგვითმეს აქიდან გამომდინარე მეორე ტაიმშიც უკნიდან უნდა ეთამაშათ, ჯაბას არ გაიყვანდა ანგარიში რომ ჩვენი ყოფილიყო, ჩამშლელი და დაცვის სტილის მოთამაშეს კი პოზიციური შემტევი ამჯობინა უფრო სწრაფი შენგელია კვარაცხელიაზეც იგივე ითქმის კვარა უფრო კონტრშეფევებზე მორბენალი ფეხბურთელია ამიტომ პოზიციურად ბურთის დამჭერი და მეპასე კიტეიშვილი ივარაუდა რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა, ქვილითაიას იმედი კი ბოლომდე ქონდა მგონია რომ მწვრთნელები ერთადერთი მიზეზით ენდობიან ქვილითაიას რადგან სიმაღლე აქვს სხვა დანარჩენი ნოლი ფეხები უკანკალებს ერთი ერთზე მეკარესთან
გოგა
26 მარტი 2021 15:52
1
ჩემო ძმაო კვარას შეუძლოდ გახდა
giogri
26 მარტი 2021 16:29
1
თამაშის ბედი,საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა.იბრაგიმოვიჩმა საკუთარი ზურგის უკან,ისეთი პასი მისცა,რომ ვერც კაშიამ და ვერც ჩაბრაძემ,ვერ იფიქრეს,რომ ასეთი რამის გაკეთება შეიძლებოდა(მართლაც ძალიან მაგარი და ტექნიკურად რთული პასი გააკეთა).გოლის გატანა კი,უკვე ტექნიკის საქმე იყო და არც უმტყუნა,შვედს.ჩვენ ორჯერ უნდა გაგვეტანა,ჯერ ქვილითაიას და შემდეგ,შენგელიას,თუმცა ორივემ სუსტად და არასაკმაოდ ზუსტად დაარტყეს.აცდენის შიშით,ვერ გაბედეს უფრო ძლიერად,ან კუთხეში დაერტყათ.შვედებმა ანგარიშის გაზრდაზე,თავი აღარ მოიკლეს.ჩვენ თუ წინ წავიდოდით,კონტრშეტევაზე ეცდებოდნენ,მაგრამ რაკი არც ჩვენ გავიქეცით,მათაც წყნარად ჩაამთავრეს თამაში.ძალიან მჭიდრო გრაფიკია და ენერგია,მოდევნო თამაშებისათვის შეინახეს.ჩვენ გუნდში კი გამოჩნდა,რომ კვლავაც გვაქვს ლიდერის პრობლემა,უფრო მეტად შეტევაში(დაცვაში კაშია,საკმაოდ კარგად ხელმძღვანელობდა ბიჭებს).ასეთი დონის თამაშებისათვის ახალგაზრდა ბიჭები,მაინც ვერ არიან ბოლომდე მზად.უფრო ფსიქოლოგიურად.ვინც ვეტერანების გაშვებაზე ლაპარაკობს,იმათ კი,იბრას შეხედონ.39 წლისა დააბრუნეს და მატჩის ბედიც,მისმა ბრწყინვალე პასმა გადაწყვიტა.კი ლაპარაკობდა სანიოლი,რისკზე,მაგრამ სწორედ გარისკვა უჭირდათ ჩვენ ბიჭებს,ყველაზე მეტად.თუმცა ჩვენი ნაკრების შესაძლებლობებიდან გამომდინარე,ვერ ვიტყვი,რომ ნაკრებმა ცუდად ითამაშა.რაც შეეძლოთ,თითქმის მთლიანად დაიხარჯნენ.ახლა ალბათ პრიორიტეტი გვაქვს ასარჩევი,თბილისში დადონ თავები ესპანეთთან,თუ საბერძნეთისათვის შეინახონ თავები.ვფიქრობ როტაციას აუცილებლად მოახდენს მწვრთნელი და ვისი თამაშიც საბერძნეთში,ძირითადში არ მოიაზრება,მათ ზურგზე გადაატარებს,ესპანეთთან თამაშის სიმძიმეს.თუ რაიმე შანსი გამოგვივარდა,რა თქმა უნდა სხვებიც ბოლომდე ეცდებიან.
სოსო
26 მარტი 2021 15:41
0
ეხლა ამბობენ ტრავმირებულია ხვიჩაო, მე ეს არ მჯერა, მე ვფიქრობ თამაშში კვარაცხელიას სანიოლმა რაღაც შეზღუდვები დაუწესა და სხვა მოთამაშეებთანაც ვერ გამონახა საერთო ენა და ამ წვალებას არჩია მე 2 ტაიმში არ გამოსულიყო ნეტა ვცდებოდე მაგრამ არა მგონი, თუ ვინმე უყურებს რუბინის თამაშს როგორ ურტყამენ ხვიჩას ფეხებში ნახეთ, მაგრამ შეცვლა არ მოუთხოვია იმიტომ, რომ იქ როგორც სახლში ისე გრძნობს თავს და პატივს ცემენ და ესეც უფასებს, მე მეორედ უყურე შვეციასთან თამაშის პირველ ტაიმს და ვერ მოვიძიე სად მიიღო ხვიჩამ ტრავმა
მგელი
26 მარტი 2021 15:26
2
ფლანგის მცველებს ყოჩაღ. ბერიძე კარგად შემოვიდა შენგელიაც. კვარას ამბავი მე მგონი ყველას აინტერესებს რატომ შეცვალეს. ესპანეთთან და საბერძნეთთან უნდა გამოიკეთოს ტუ გვინდა რამე. თუ არა ბოლო ადგილს ვინ შეგვეცილება.
ქართველი
26 მარტი 2021 15:16
0
ვერაფრით ვერ გავიგე ხვიჩას შეცვლა... შეიძლება მისი საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ II ტაიმში 15 წუთს მაინც იმსახურებდა. რა ვიცით, რას გააკეთებდა???
tngh
26 მარტი 2021 15:11
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული