სანიოლი: მედიაში სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"მატჩის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ხვიჩამ გვითხრა, რომ თავი სტკიოდა. პირველი ტაიმი ჩაამთავრა, უკეთ არ იყო და აღარ გავრისკეთ. ჩაუტარდა კვლევა და ყველაფერი კარგადაა, ხვალ ითამაშებს. მიქაუტაძემ კუნთის ტრავმა აქვს და მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს.

ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო კანკავას შეცვლა. ბურთის მეტი ფლობა გვჭირდებოდა და ამიტომ შემოვიყვანეთ შემტევი ნახევარმცველი. ჩაბრაძემ და გიორბელიძემ კარგად ითამაშეს, რთული მისია ჰქონდათ და თავი გაართვეს. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

დიახ, ვთქვი, რომ შვედეთში
თამაშით ბიჭებით ვამაყობ და ახლაც იგივე პოზიციაზე ვარ. შევხვდი ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ, დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ მაინც. ძალიან მონდომებულები იყვნენ, ჩემი სათქმელის მიტანა მოვახერხე. დისციპლინა აუცილებელია, შვედეთთან კარგად გამოყურებოდნენ. ბიჭები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები იყვნენ და ასეთი ერთადგომა გვჭირდება ესპანეთთან გასამართი მატჩის დროს.

მე და ხიზანიშვილი კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მსგავსი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს. რაც შეეხება მედიის გამოხმაურებას, ყოველთვის სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ.

ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს ვერ იყიდი, თამაში მათზე უნდა ააგო, ვინც გვყავს. დასანანი იყო ოქრიაშვილის დანაკლისი. პირველი ტაიმი შვედეთთან ცოტა რთული იყო, მეორე ნახევარში შევიცვალეთ, შევუტიეთ და ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

საბერძნეთს უნდა მივულოცოთ, მოედანზე ხასიათი აჩვენეს, კარგად დაიცვეს თავი. მათ კარში ერთხელ დაარტყეს, ბურთს 20%-ს ფლობნენ და თითქოს ნორმალური ანგარიში არ ყოფილა. ესპანეთმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ფავორიტი ყოველთვის ვერ იგებს. ყველაფრის მიუხედავად, ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის.

კოვიდის სიტუაციიდან გამომდინარე, პრობლემებია. სამივე შეხვედრას შეუცვლელად ვერავინ ჩაატარებს. არ ვიცით იქნება თუ არა ცვლილებები, ამას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვნახავთ. თუმცა ვინც მოედანზე გავა, ის თავდაჯერებული და შეხვედრისთვის მზად იქნება.

ვთვლი, რომ შვედეთში მოსაგებად თუ ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ, შვედეთმა 1 გოლით გვაჯობა. ესპანეთი სხვა გუნდია, ტაქტიკას მეტოქისა და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობათა გაერთიანებით შევარჩევთ. ფეხბურთელები ნაკრებში მოდიან, ყოველდღე არ ვვარჯიშობთ, მათ უნდა იცოდნენ, რა ფეხბურთს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ხვალაც ისეთი დისციპლინაბი იქნება, როგორიც შვედეთში იყო".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ძაან ველოდები 8 სთ, ვიცი სანერვიულო და ემოციური საღამო გველის, მაგრამ ამ ნერვიულობას ემატება ტელეკომენტატორები! ეს არის ნამდვილი ტერორი ფსიქიკაზე და ცნობიურებაზე, ამათი მსმენელი აღარც ᲗამაᲨი და აღარც არაფერი მინდა.ნეტავ არანაირი რეგულაცია არ არსებობს? წინა Თამაში სილქ-ზე იყო და დღეს საზოგადოებრივმა იქნებ ოდნავ დაგვზოგოს.
vaxo ვი
28 მარტი 2021 13:23
2
ბაზარი არაა, ჩაგეძინება იმენა ,
ამათ კიდევ ნოდარა ჯობია სიმსივე, სისულელე ილაპარაკოს თუნდაც, ემოცია მაინც შემოაქვს
გიორგი
28 მარტი 2021 14:17
2
ანუ კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთოო. ძალა აღმართს ხნავსო და წაქცეულ კაცს ქვა აღმართშიც მიეწევაო. წაქცეულების ნაკრები...
sg
28 მარტი 2021 11:00
4
დღევანდელი Შედეგი ნათელია, სავარაუდოთ ვერც ბერხნეზბთან გამოვიჩენთ Თავს, მაგრამ მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა და Თამამი ნაბიჯები, ეს 3 Თამაში ვილის ტესტი არაა, ეს უფრო ფედერაციის ტესტები იყო, ვილის Შეფასება დაიწყება Შემდეგ ეტაპზე, ვის დაემშვიდობება და ვის მიიწვევს, განთავისუფლდება კი სტერეოტიპიდან და ახალ, ბრხოლისუნარიან და მოტივირებულ ბიჭებს დაგვანახებს. მთავარია დავაცადოთ და ერთხელ და სამუდამოდ "შეუცვლელობის" განცდა დავამარცხოთ.
vaxo
28 მარტი 2021 10:04
1
კანკავას Თავი დაანებეᲗ!!! მიქაუტაᲫეზე ნეტა რა მოხდა? ასე 10 წუᲗᲨი როგორ გაგვექცა ეს ბიᲭი? ესპანეᲗის ნაკრებია წინ და წესიᲗ ნებიᲗ არ უნდა წასულიყო,მაᲗᲗან ᲗამაᲨი ყველა ახალგაზრდას ფეხბურᲗელის ოცნებაა.ნუ გააქცევᲗ ახლებს! ᲨვედეᲗᲗან გუნდი აჯაბსანდალს უფრო გავდა და ვილი Შენ სომეხი არის? ეს ხუმრობიᲗ და წესიᲗ ყველა გამოცადა ᲨეᲫლების და გვარად,ვფიქრობ ᲫირიᲗადᲨი ბუდუს დააყენებს ხვალ!
ზურა
28 მარტი 2021 01:10
19
ორი დღეა უკვე ტვინს ბურღავთ-კანკავას უკან პასებით.. ანუ-წინ 3 თავდამსხმელი სხსნება და ვერ ხედავს??? წინ არის ერთი ფორვარდი 3 მცველის გარემოცვაში და ჯაბა როცა ბურთს მოგვიპოვებს წინ უმისამართოდ დაარტყას? თუ ეხსნებიან წინ და არ აძლევს.. გვერდზე და უკან პასები დაცვითი ტაქტიკის ბრალია-ვითომ 0-5ებს რო არ ვაგებთ და ბოლოს ყველაზე ჯიგრიანი კანკავა გაკრიტიკდა
Levani
28 მარტი 2021 00:35
9
კაჭარავა აღარაა ნაკრებში?
კობა
28 მარტი 2021 00:17
4
წერტილ, მძიმეში მაგრად ჭედავს გულშემატკივარი, არადა ქვეყანა სასვენი ნიშნები გვაქ.
Vasili
28 მარტი 2021 00:13
2
მიქაუტაძეზე მაინც არ მჯერა :) მაგრამ ვილი სანიოლის ეს საქციელი ძალიან მოსაწონია, სწორი და ადეკვატური. Respect. წარმატებები ნაკრებს ესპანეთთან!
გადასარევი გიორგი
28 მარტი 2021 00:05
1
სანი, უკვე გვაკანკალებს და გვახტუნავებს ლორიას, კანკავას, კაშიას, კვეკვესა და ქვილოს დანახვაზე და დაგვინდე თუ ძმა ხარ
xiiiiii
27 მარტი 2021 23:27
12
საკუთარი სახელით ილაპარაკე, იხტუნავე და იკანკალე პრაფესორ
ტიპი
28 მარტი 2021 00:33
4
რისკიო და დააყენეთ პარუნაშვილი, სულ პრაქტიკააქვს ბიჭს, წლებია უკვე, კვეკვესკირს და კანკავას როგორ ვერ აჯობებს
ლევან მაღლაკელიძე
27 მარტი 2021 23:24
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული