სანიოლი: მედიაში სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"მატჩის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ხვიჩამ გვითხრა, რომ თავი სტკიოდა. პირველი ტაიმი ჩაამთავრა, უკეთ არ იყო და აღარ გავრისკეთ. ჩაუტარდა კვლევა და ყველაფერი კარგადაა, ხვალ ითამაშებს. მიქაუტაძემ კუნთის ტრავმა აქვს და მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს.

ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო კანკავას შეცვლა. ბურთის მეტი ფლობა გვჭირდებოდა და ამიტომ შემოვიყვანეთ შემტევი ნახევარმცველი. ჩაბრაძემ და გიორბელიძემ კარგად ითამაშეს, რთული მისია ჰქონდათ და თავი გაართვეს. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

დიახ, ვთქვი, რომ შვედეთში
თამაშით ბიჭებით ვამაყობ და ახლაც იგივე პოზიციაზე ვარ. შევხვდი ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ, დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ მაინც. ძალიან მონდომებულები იყვნენ, ჩემი სათქმელის მიტანა მოვახერხე. დისციპლინა აუცილებელია, შვედეთთან კარგად გამოყურებოდნენ. ბიჭები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები იყვნენ და ასეთი ერთადგომა გვჭირდება ესპანეთთან გასამართი მატჩის დროს.

მე და ხიზანიშვილი კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მსგავსი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს. რაც შეეხება მედიის გამოხმაურებას, ყოველთვის სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ.

ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს ვერ იყიდი, თამაში მათზე უნდა ააგო, ვინც გვყავს. დასანანი იყო ოქრიაშვილის დანაკლისი. პირველი ტაიმი შვედეთთან ცოტა რთული იყო, მეორე ნახევარში შევიცვალეთ, შევუტიეთ და ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

საბერძნეთს უნდა მივულოცოთ, მოედანზე ხასიათი აჩვენეს, კარგად დაიცვეს თავი. მათ კარში ერთხელ დაარტყეს, ბურთს 20%-ს ფლობნენ და თითქოს ნორმალური ანგარიში არ ყოფილა. ესპანეთმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ფავორიტი ყოველთვის ვერ იგებს. ყველაფრის მიუხედავად, ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის.

კოვიდის სიტუაციიდან გამომდინარე, პრობლემებია. სამივე შეხვედრას შეუცვლელად ვერავინ ჩაატარებს. არ ვიცით იქნება თუ არა ცვლილებები, ამას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვნახავთ. თუმცა ვინც მოედანზე გავა, ის თავდაჯერებული და შეხვედრისთვის მზად იქნება.

ვთვლი, რომ შვედეთში მოსაგებად თუ ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ, შვედეთმა 1 გოლით გვაჯობა. ესპანეთი სხვა გუნდია, ტაქტიკას მეტოქისა და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობათა გაერთიანებით შევარჩევთ. ფეხბურთელები ნაკრებში მოდიან, ყოველდღე არ ვვარჯიშობთ, მათ უნდა იცოდნენ, რა ფეხბურთს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ხვალაც ისეთი დისციპლინაბი იქნება, როგორიც შვედეთში იყო".

მკითხველის კომენტარები / 32 /
აი ეს შეგნება მომწონს, ახსნა კაცმა რაც გულშემატკივარს აინტერესებდა, წარმატებები..................
mmm
27 მარტი 2021 20:06
3
სადარიან ერთი კრიტკოსები ხვიჩას თამაში გამოჩდაო შვედეთანო არაფერი უთამაშიაო არაფერი უთამშია კია არა ეგრევე ვგძენი პირველ ტაიმში რახაც აწუხებდა ვერ იყო ისე უხსიათოდ იყო მაგის ტალატში ნიჩში არავის ეჩვი არ ეპარება ათ წლელების ახმოჩენა საქართველოში წარმოდგინეტ მარტო აგებინებს რუბინს ზოგერთებს ნუ გონოია რო რუსეთის ჩეპიონატი სუსტია მაგრათ ცდებით კიდე ბევრი აქვს მოსამატებელი ხვიჩას მჯერა მაგის წარმატებები მეორე ტამიში რო ყოფილიყო კვარა სხვა თამაში იქნებოდა ზოგი წერდა ჯერ ადრე არისო კვარას თამაში ევროპაშიო მაგას ტვიში ჩამხედა ერთი რუსეთის ჩეპონატი ჯობია ტურქეთს ბელგიას კიდე ბევრს
ქომაგი
27 მარტი 2021 18:59
5
რატომღაც მომწონს ეს კაცი! 4 თამაშამდე ვერაფერს მოვთხოვთ. იმიტომ რომ მაქსიმუმ 2-3 ვატჯიშს მოასწრებს. მერე ვნახოთ
ბოკინიო
27 მარტი 2021 18:22
2
ქვილითაიას ნუ ეწყინება და ვეტყვი რომ მისი მაქსიმუმი ანორთოსისია,რა თქმა უნდა რაც მან ვერ გამოიყენა მიქაუტაძე ერთს მაინც შეაგდებდა
კახი კახა
27 მარტი 2021 21:01
2
ქვილითაია არ უნდა იყოს ნაკრებში,ეგოისტი თავდამსხმელია,არაა გუნდური მოთამაშე,რაღაცის დამტკიცება უნდა,მაგრამ რაც აქამდე არ გამოუვიდა,არც შემდეგში გამოვა,დროზეა გასაშვები.
თაზო
27 მარტი 2021 20:36
4
მოედნის ცენტრიდან თუ ისევ 20 წამი დაგვჭირდა წინ პასის გასაკეთებლად აზრი არ ექნება არაფერს.
მ.მ
27 მარტი 2021 19:34
1
მაგიტომ გაიყვანა კანკავა და კვეკვესკირი
Jarji
27 მარტი 2021 20:18
1
ყველაზე მთავარი რაც უნდა გააკეთო, დისციპლინაა . ასევე ყველას ცხვირი არ უნდა ჩააყოფინო შენს საქმეში. გენდობიან ქართველები და იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ძველი დიდება დაუბრუნდება საქართველოს, გეცოდინება ქვეყნის საფეხბურთო წარსული.............
სტალინი
27 მარტი 2021 18:51
3
ორი დღეა უკვე ტვინს ბურღავთ-კანკავას უკან პასებით.. ანუ-წინ 3 თავდამსხმელი სხსნება და ვერ ხედავს??? წინ არის ერთი ფორვარდი 3 მცველის გარემოცვაში და ჯაბა როცა ბურთს მოგვიპოვებს წინ უმისამართოდ დაარტყას? თუ ეხსნებიან წინ და არ აძლევს.. გვერდზე და უკან პასები დაცვითი ტაქტიკის ბრალია-ვითომ 0-5ებს რო არ ვაგებთ და ბოლოს ყველაზე ჯიგრიანი კანკავა გაკრიტიკდა
Levani
28 მარტი 2021 00:35
9
კი ბაზარი არარის კვარა უდაოთ ნიჩერია მაგრამ ქვილითალია კაკავა რო მოშორდება ნაკრებს უფრო მაგარ შედეგებსაც დავდებთ ქვლითალია კაკავა აფუჩებენ ნაკრებს ქვილითალიას მაგივრათ მიქაუტაძე რო ყოფილიყო კარგი იქნებოდა გოლსაც გატანდა დალშე ყველა ფეხბურთელის გარჯა მომეწონა იმედიანათ უყრებ საქართველოს ნაკრამს კარგი გუდი დადგება
vetaxmebi qomags
27 მარტი 2021 19:58
20
სკაუტებზე ბევრი ფიქრები იწვევს თავის ტკივილს
ციტრამონი
27 მარტი 2021 21:02
14
და არა მარტო ტავის, და არა მარტო ტკივილს, და არა მარტო იწვევს - ...
ასკოფენი
27 მარტი 2021 22:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული