სანიოლი: მედიაში სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"მატჩის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ხვიჩამ გვითხრა, რომ თავი სტკიოდა. პირველი ტაიმი ჩაამთავრა, უკეთ არ იყო და აღარ გავრისკეთ. ჩაუტარდა კვლევა და ყველაფერი კარგადაა, ხვალ ითამაშებს. მიქაუტაძემ კუნთის ტრავმა აქვს და მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს.

ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო კანკავას შეცვლა. ბურთის მეტი ფლობა გვჭირდებოდა და ამიტომ შემოვიყვანეთ შემტევი ნახევარმცველი. ჩაბრაძემ და გიორბელიძემ კარგად ითამაშეს, რთული მისია ჰქონდათ და თავი გაართვეს. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

დიახ, ვთქვი, რომ შვედეთში
თამაშით ბიჭებით ვამაყობ და ახლაც იგივე პოზიციაზე ვარ. შევხვდი ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ, დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ მაინც. ძალიან მონდომებულები იყვნენ, ჩემი სათქმელის მიტანა მოვახერხე. დისციპლინა აუცილებელია, შვედეთთან კარგად გამოყურებოდნენ. ბიჭები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები იყვნენ და ასეთი ერთადგომა გვჭირდება ესპანეთთან გასამართი მატჩის დროს.

მე და ხიზანიშვილი კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მსგავსი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს. რაც შეეხება მედიის გამოხმაურებას, ყოველთვის სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ.

ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს ვერ იყიდი, თამაში მათზე უნდა ააგო, ვინც გვყავს. დასანანი იყო ოქრიაშვილის დანაკლისი. პირველი ტაიმი შვედეთთან ცოტა რთული იყო, მეორე ნახევარში შევიცვალეთ, შევუტიეთ და ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

საბერძნეთს უნდა მივულოცოთ, მოედანზე ხასიათი აჩვენეს, კარგად დაიცვეს თავი. მათ კარში ერთხელ დაარტყეს, ბურთს 20%-ს ფლობნენ და თითქოს ნორმალური ანგარიში არ ყოფილა. ესპანეთმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ფავორიტი ყოველთვის ვერ იგებს. ყველაფრის მიუხედავად, ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის.

კოვიდის სიტუაციიდან გამომდინარე, პრობლემებია. სამივე შეხვედრას შეუცვლელად ვერავინ ჩაატარებს. არ ვიცით იქნება თუ არა ცვლილებები, ამას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვნახავთ. თუმცა ვინც მოედანზე გავა, ის თავდაჯერებული და შეხვედრისთვის მზად იქნება.

ვთვლი, რომ შვედეთში მოსაგებად თუ ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ, შვედეთმა 1 გოლით გვაჯობა. ესპანეთი სხვა გუნდია, ტაქტიკას მეტოქისა და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობათა გაერთიანებით შევარჩევთ. ფეხბურთელები ნაკრებში მოდიან, ყოველდღე არ ვვარჯიშობთ, მათ უნდა იცოდნენ, რა ფეხბურთს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ხვალაც ისეთი დისციპლინაბი იქნება, როგორიც შვედეთში იყო".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ხვალ ესპანეთს ვუგებთ!!!!!!!!!!
batumi
27 მარტი 2021 22:18
5
ზეგ საბერძნეთს, მაზეგ ისევ ესპანეთს, მაზეგის ხვალ შვედებს.
ასა
28 მარტი 2021 13:03
0
კანკავა ბურთს იჭერდა, აკონტროლებდა და სწორ პასებს არიგებდა, ართმევაზეც კარგი იყო და ბურთიც არ დაუკარგავს. მის ნაცვლად შემოსულმა გვილიამ თითქმის ყველა ბურთი დაკარგა, ერთი სწორი პასი ვერ გააკეთა. და ამის მერე მწვრთნელის ეს კომენტარი არის სიგიჟე: "ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო კანკავას შეცვლა. ბურთის მეტი ფლობა გვჭირდებოდა და ამიტომ შემოვიყვანეთ შემტევი ნახევარმცველი".
რაგბის ფანი
27 მარტი 2021 22:00
13
გადაახვიეთ თამაში და ნახეთ რამდენი პასი გააკეთა მთელი თამაშის განმავლობაში კანკავამ წინ? რა პასები არიგა? მებრძოლი ბიჭია მაგრამ შემტევი არ არის.
დათო
27 მარტი 2021 23:11
3
საერთოდ არ გინახავთ მიქაუტაძის Თამაში და ამას იზავდა, იმას იზავდა, რატო ბუდუზე ან სხვა სათადარიგოზე არ იძახით? მშვენიერი "აბანო" იყო და გამოჩნდა Შავი და Თეთრი, ვისაც გტკივათ Თავი, კუნთი და ა.Შ. გთხოვთ ნუ ქმნით ზედმეტ აურზაურს და მოჩვენებით უძლეველობას. 100% ბ-ნი ციტრამონის რეპლიკა.
სანდრო
27 მარტი 2021 21:31
8
წარმატება
გია
27 მარტი 2021 21:03
1
სკაუტებზე ბევრი ფიქრები იწვევს თავის ტკივილს
ციტრამონი
27 მარტი 2021 21:02
14
და არა მარტო ტავის, და არა მარტო ტკივილს, და არა მარტო იწვევს - ...
ასკოფენი
27 მარტი 2021 22:42
0
ქვილითაიას ნუ ეწყინება და ვეტყვი რომ მისი მაქსიმუმი ანორთოსისია,რა თქმა უნდა რაც მან ვერ გამოიყენა მიქაუტაძე ერთს მაინც შეაგდებდა
კახი კახა
27 მარტი 2021 21:01
2
ქვილითაია არ უნდა იყოს ნაკრებში,ეგოისტი თავდამსხმელია,არაა გუნდური მოთამაშე,რაღაცის დამტკიცება უნდა,მაგრამ რაც აქამდე არ გამოუვიდა,არც შემდეგში გამოვა,დროზეა გასაშვები.
თაზო
27 მარტი 2021 20:36
4
აი ეს შეგნება მომწონს, ახსნა კაცმა რაც გულშემატკივარს აინტერესებდა, წარმატებები..................
mmm
27 მარტი 2021 20:06
3
კი ბაზარი არარის კვარა უდაოთ ნიჩერია მაგრამ ქვილითალია კაკავა რო მოშორდება ნაკრებს უფრო მაგარ შედეგებსაც დავდებთ ქვლითალია კაკავა აფუჩებენ ნაკრებს ქვილითალიას მაგივრათ მიქაუტაძე რო ყოფილიყო კარგი იქნებოდა გოლსაც გატანდა დალშე ყველა ფეხბურთელის გარჯა მომეწონა იმედიანათ უყრებ საქართველოს ნაკრამს კარგი გუდი დადგება
vetaxmebi qomags
27 მარტი 2021 19:58
20
ქომაგობა კაია, მაგრამ ზომიერება და რეალური Შეფასებაა საჭირო. ხვიჩა უდავოდ ნიჭიერია,მაგრამ რპლ-ი, სადაც ძირითადათ ყველა თამაში გამაზულია მსაჯიანად, რაც მათთავე მედიაშია გაცხადებული, არაა კრიტერიუმი. ის შეფასება და ხოტბა, უთუოდ აატკივებდა თავს. ლოჩო "ლივერპულს" ეომა, იქით ხოჭოლავა "რეალს" და "ბარსას" უპაექრება და წყნარად,უხმაუროდ არიან, აქ კი "როტორს" ან "ურალს" გაუგორე და კოსმოსი? დიდ გუნდებთან დაგვენახე, კაი 1 არ დაგცალდა, აბა ხვალ, ვიცი მუშაობ და ყველაფერი გამოვა, მაგრამ რეალობას არ უნდა ავცდეთ.
დემნა
27 მარტი 2021 19:48
32
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული