საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო შვედეთთან და ესპანეთთან მეტს იმსახურებდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საბერძნეთის ეროვნული გუნდის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ჯონ ვან შიპმა ისაუბრა:

"ვფიქრობ, გუნდი კარგ მდგომარეობაშია. ყველა ჯანმრთელადაა და ეს კარგი ამბავია. საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, შვედეთთან და ესპანეთთან უფრო მეტი დაიმსახურა. ადვილი თამაში არავისთან არაა. გეგმას უნდა მივყვეთ და თუ ეს გავაკეთეთ, გამარჯვების მეტი შანსი გვექნება.

მეტოქეს მწვრთნელი შეეცვლა. ის დიდი ფეხბურთელი იყო. ცდილობს, თავისი იდეები ფეხბურთელებს გადასცეს და განსხვავება საგრძნობია. კომპაქტურად თამაშობენ, სწრაფად გადადიან შეტევაში, სწრაფი შემტევები ჰყავთ და ბურთის დაკარგვისას კონცენტრირება გვმართებს. ისინი უნარიანად
კეტავენ ზონებს.

შესაძლოა, ესპანეთთან მოედანზე გაყვანილი სასტარტო შემადგენლობა არ შევცვალო", - ციტირებს ჯონ ვან შიპს sport24.gr.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტა როდის დაგვიბრუნდება ჩაკვეტაძე,იქნებ მოგვაწოდოთ რამე ინფორმაცია..
სვანსკი
11:07 31-03-2021
1
ერთი ეს მითხარი ჯეილ, შენი გუნდი ესპანეთთან ფრეს იმსახურებდა? როგორც ლატვია თურქეთთან (თურქეთი-ლატვია 3-3) ამას ჩვენებურად ჰქვია გაკეთებული თამაში. ასეა ეს
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული