ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
მეკარეები გვყავს,დაცვაც მგონი გვყავს.ცენტრალური მცველები თავზე საყრდელადაც.გიორბელიძემ გუშინ მაგრათ ითამაშა ნამდვილად.ამ კაკაბაძეს რა დაემართა,რაც ესპანეთთან მაგრად ითამაშა ავტოგოლამდეც ძალიან არადამაჯერებელი იყო.გუშინ უნდა შეეცვალა ჩაბრაძით ესპანეთთან კი არა.საყრდენი ზონაც ნორმალური გვყავს.კვარა ძალიან მაგარია,მაგრამ ძალიან ხშირად კარგავს ბურთს და ამაზე უნდა იმუშაოს აშკარად.ლობჟანიძე სანაკრებო დონეზე ისეთი ვერაა როგორც კლუბში.არადამაჯერებელია,ერთი პრასტრელს აკეთებს კარგად,საჯარიმოში ბურთს რომ იღებს იბნევა თითქოს.ფორვარდი ხო ცალკე თემაა,დარტყმა არ იცის ქვილითაიამ,როგორი ფორვარდია,ამას როგორ ათამაშებდნენ რაპიდში ან გენტმა რატომ წაიყვანა.ზივზივაძეს კიდე არაუშავდა.ჩვენი ლიგიდანაც შეიძლება ფორვარდის არჩევა,გულიაშვილი კარგი ბიჭია,სიმაღლე არ აქვს მაგრამ ძალიან მოძრავი და მშრომელია.არც დარტყმა ეშლება.სიხარულიძესაც კარგი გოლის ალღო აქვს.გუშინ ავტოგოლით წაგება დიდი საცოდაობა იქნებოდა.მადლობა ხვიჩას რომ აგვაცილა ასეთ სიმწარეს.
master
01 აპრილი 2021 11:07
3
Amat mcvrtneli ki ara, sasuliero piri undat. Helocvilebi arian.
Stepan
01 აპრილი 2021 00:46
3
ცოლისი-კვარას დაპირისპირების რა მოგახსენოთ, მაგრამ კვარა-კაკაბაძისის კი ნაღდად შედგა
დინამოელი
01 აპრილი 2021 09:25
12
ჩაკვე ლობჟანიძეს ნაცლად კვირკვე კაშიას და მიქაუტაძე კი წინ ამათ ქვილითაია-ზივზივაძეს ნაცვლად ...ამათ გარდა ორი კარგი შემტევიც შეცვლაზე ალბათ ხარაიშვილი დავითაშვილი და კოხრეიძეც კარგები იქნობოდნენ და თუ ძაან მაგარი ნაკრები ვერა მშვენიერი გუნდი იქნება ...ანუ მცველებში კარგი კონკურენცია არის საყრდენებშიც აი შემტევებში ეს ( ზემოთჩამოთვლილი სამიც მიამატოს) აი თავდახსმაში კიიიი ...ამ აყლაყუდებს( ბუდუ, ქვილითაია და კაჭარავას ესენი შეცვლაზე ბოლო წუთებისთვის) მგონი ისევ სხარტი თავდახსმელები სჯობს მიქაუტაძეს რომ მიუმატებდეს ვინმეს კარგი იქნებოდა თუნდაც ქავთარაძეს თუ ათამაშდა მიქალთეძეც შეიძლება ან ახალგაზრდებში იპოვნონ კიდევ ვინმე ....შენგელია -არველაძეს ტიპისა გვინდა რა ეგ სტოლბებით თამაში არასდროს ყოფილა ქართული ეგ იტალიაში ვიერი და ასე შემდეგოო...)))
ეხაა
01 აპრილი 2021 02:14
7
ლობჟანიძეს რას ერჩი, ეგეც მაგარია
E
01 აპრილი 2021 04:23
8
kvilitaia,zivzivadze,aburjania,kvekveskiri,gvilia,jigauri nakrebshi dasazaxebeli xalxia arzeti araa, me visurvebdi nakrebshi kazaishvils,avto ebralizes,sanaias,sxirtlazes!
qomagi
01 აპრილი 2021 01:02
12
მმმაგრა ვიკაიფე. ოღონდ სერიოზულად. X[[
Sadisti.
01 აპრილი 2021 00:47
1
გოლს არ იტანენ,გოლი გააქვთ.
სტასტუს ქუო
01 აპრილი 2021 01:51
6
მადლობა გუნდს თავდადებული ბრძოლისთვის, დიახ გუნდს!!! რა თქმა უნდა გამორჩეული კვარაცხელიაა, მაგრამ არც დანარჩენებს უნდა დავუკარგოთ მონდომება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ეს ბრძოლისუნარიანობა მით უფრო დასაფასებელია, რომ პრაქტიკულად ერთმა შემადგენლობამ ითამაშა სამი მატჩი ერთ კვირაში, რასაც არც ნაკრებში და არც კლუბებში მიჩვეული არ არაინ.
ძალიან არ მომწონს ჩვენი ფორვარდების თამაში, მაგრამ არც ის მომწონს რაც ქვილითაიას მისამართით სოც ქსელებში გინების კორიანტელი ისმის. წარმომიდგენია რა დღეში ჩავაგდებდით ტიბო ვერნერივით (გუშინ მაკედონიასთან) ბურთი რომ ვერ გაეტანა ან წინა ტურში რონალდომ რომ ააცილა მეკარესთან ერთი-ერთზე ზედიზედ ორჯერ. პირველ რიგში ფსიქოლოგიურად არის ძნელი ამ ყველაფრის მოსმენა და თუ თამაშის ღირსი არ არაის ნურც ნაკრების მწრთვნელი გამოიძახებს. ვნახოთ მიქაუტაძე როგორ განვითარდება და შეეწყობა გუნდს, მანამდე კი ესეთ გამოსავალას ვფიქროფ, ოქრი დავაყენოთ ცრუ ცხრიანზე დაახლოებით რასაც დეპაი თამაშობს ნიდერლანდების ნაკრებში. კაცის მოტყუებაც შეუძლია და დარტყმაც კარგი აქვს, ერთი ეგ არის სისწრაფეში აქვს მოსამატებელი თუ კიდე შერჩა რესურსი.
რატი74
01 აპრილი 2021 15:34
1
გუნდი უმატებს ყოველ თამაშში! მომდევნო მატჩები კიდევ უფრო კარგი უნდა იყოს! კვარა მახიოლუნქ ჯიმა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
01 აპრილი 2021 10:09
1
ტექნიკა 100% - აზროვნება 0%
რაგბის ფანი
01 აპრილი 2021 00:49
19
რა გეწყინა უკან რომ არ იძლევიან პასებს?
Rugbys fan-s
01 აპრილი 2021 00:52
2
პასუხად Rugbys fan-s-ს: - ავხსენი უკვე და იმედია გამოაქვეყნებს ადმინი
რაგბის ფანი
01 აპრილი 2021 01:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული