"ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მარტის თამაშებისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა და ივნისის საზაფხულო შეკრებაზე ეს პრობლემა აღარ დადგება. მწვრთნელს ფეხბურთელებთან სამუშაოდ მეტი დრო ექნება, რაც შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ახლა ტრავმების გამო არაერთი მოთამაშე გამოგვაკლდა. ყველა
შეხვედრა შანსია ფეხბურთელებისათვის, დაუმტკიცონ მთავარ მწვრთნელს, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. სანიოლმა ასევე განაცხადა, რომ გამოიცდებიან ფეხბურთელები, რომელთაც განვლილ შეხვედრებში არ მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება.
ასევე, ვმუშაობთ ყველა იმ მოთამაშესთან, ვისაც ქართული წარმომავლობა აქვს, თუმცა სურვილი ორმხრივი უნდა იყო. რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იასპარეზებენ ისინი კლუბებში".