საქართველოს ნაკრების თავკაცობას მთავაზობდნენ - კვეკვესკირის მწვრთნელი

AutoSharing Option
პოზნანის "ლეხის" მთავარმა მწვრთნელმა მაცი სკორჟამ sport interia-სთან მიცემულ ინტერვიუში ნიკა კვეკვესკირზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრების შესახებ საინტერესო ინფორმაციაც გააჟღერა.

"ნიკა კვეკვესკირს აქამდეც ვიცნობდი, რადგან ამა წლის დასაწყისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

მაშინ საქართველოს ნაკრების წევრების თამაშები ვნახე. მათ შორის ნიკაც იყო. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაღალ დონეზე თამაშობდა.

მინდა, მას სათანადო პირობები შევუქმნა, რათა დამარწმუნოს, რომ ძირითადში თამაშის ღირსია. ყველა ფეხბურთელს მსგავსად მოვექცევი. ადვილი დასანახია, რომ ნიკას ძალიან
კარგი ტექნიკა აქვს და ძალიან მაინტერესებს, როგორ ითამაშებს დანარჩენ მატჩებში", - თქვა სკორჟამ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აღარ გვინდა ამდენი სლავური წარმოშობის მწვრთნელები. და ღმერთმა დაგვიფარა :D
alexandre
10:14 21-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული