ახალი მწვრთნელით და არასრული შემადგენლობით - ნაკრები სამზადისს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის თბილისში ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, დღეს საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. მათ შორის, შვიდმა ფეხბურთელმა ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა (გურამ კაშია, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი აზაროვი, გრიგოლ ჩაბრაძე).

დღეიდან საქართველოს ნაკრებში ფიზმომზადების მიმართულებით ფრანგი სპეციალისტი იმუშავებს. ფაბიენ ბოსუე, რომელიც სხვადასხვა დროს საფეხბურთო კლუბ "ლე მანში", მარსელის "ოლიმპიკსა" და "ნოტინგემ ფორესტში" საქმიანობდა, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.

გიორგი აბურჯანია, ოთარ კაკაბაძე და
გურამ გიორბელიძე საკლუბო მატჩების გამო ეროვნულ ნაკრებს მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგერი, ავსტრია), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, ქონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

მომზადებულია nakrebi.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნეტა რას გადაეკიდეთ ამ ოქრის.. სულს და გულს დებს ნაკრების თამაშებზე. ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოთამაშეა.

მაგრამ, როგორც ნათქვამია, ზოგიერთ ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა
giabar
11:44 25-05-2021
1
ეხლა ნახე ოქრის ადგილზე ბზრიალი და ბურთის უაზროდ თრევა.......თავი უნდა მოვაწონოო ბევრი აგენტი იქნებაო თქვა. ჩაკვე წიტა და კვარას შემტევ ტრიოს როდის მოვესწრები როდიიიიიის?!!!! ოქრია მოქრია და ვაკო მაკოები პენსიაში გაუშვან. კოხრეიძის დიდი იმედი მაქვს იმედია აკრიფავს ფორმას ტრამვას რო მოირჩენს
რომა
10:31 25-05-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული