ბრძოლით, ხარვეზებით - საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი პირველად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად რუმინეთი 2:1 დაამარცხა.

რუმინეთი „ჯვაროსნებისთვის“ მუდამ რთული მოწინააღმდეგე იყო, ვინაიდან კარგად კეტავენ ზონებს და მეტოქეს სამოქმედო არეალს მაქსიმალურად უზღუდავენ. ბოლო შეხვედრის შემდეგ 5 წელი გავიდა. ვლახებს აღარ ჰყავთ ვარსკვლავური შემადგენლობა, მაგრამ მათი სათამაშო სისტემა არ შეცვლილა. საქართველოს ნაკრები დღევანდელ მატჩში მოედანზე შეტევის ხაზში გამოკვეთილი ლიდერის გარეშე გავიდა და საინტერესო იყო, რა სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევდა მისი მწვრთნელი ვილი სანიოლი. აღსანიშნავია, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ფრანგს ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და სათამაშო გეგმის შესამუშავებლად ამჯერად მეტი დრო ჰქონდა.

შეხვედრა
ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, ორმხრივი იერიშებით დაიწყო. დებიუტში ოქრიაშვილმა სცადა თავისი საფირმო მაკრატელათი გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. თამაში დაბალ ტემპში მიდინარეობდა და ლამაზი სანახავი ვერ იყო. პირველი შანსი რუმინელებს 28-ე წუთზე შეექმნათ, როდესაც ჰაჯიმ ბურთი კარს ააცილა. მერე კუპატაძემ ორჯერ გადაგვარჩინა - ჰაჯისა და ნედელცეარუს არ დაანება გატანა. 41-ე წუთზე კი ტანასე ჩაბრაძეს ეუხეშა და გააძევეს.

საქართველოს ნაკრები მწვავედ ვერ უტევდა, მიქაუტაძე პრაქტიკულად „მშრალ ულუფაზე“ იმყოფებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მიუხედავად კაცნაკლულობისა, მეორე ტაიმი უფრო აქტიურად რუმინელებმა დაიწყეს, რასაც ჩვენი გუნდის სწრაფი კონტრიერიში მოჰყვა, მაგრამ მიქაუტაძემ დაახანა და მცველმა ხიფათი განმუხტა. თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. თანდათან საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, რაც, მოედანზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. სანიოლმა 57-ე წუთზე მოედანზე შენგელიას და კვეკვესკირის ნაცვლად ლობჟანიძე და კიტეიშვილი შეუშვა და ამ უკანასკნელის პასით მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა. მან ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

შემდეგ კიტეიშვილმა მომენტი გააცუდა, სწრაფი კონტრიერიშისას კვირკველიამ საჯარიმოში ივანი წააქცია, გააძევეს, პენალტი კი მარინმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, მალე მომენტი აბურჯანიამ გამოიყენა, რომელმაც ლობჟანიძის პასი მიიღო და ბურთს ვლადის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ესეც აბურჯანიას ნაკრებში პირველი გოლია.

შემდეგ მასპინძლებმა დიდი ძალებით შემოგვიტიეს. ივანმა მახვილი კუთხიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა, სტანჩუმ და ივანმა კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს და საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს ისტორიაში პირველად სძლია.

მიუხედავად არაერთი წუნისა, ჩვენმა გუნდმა სანიოლის ხელმძღვანელობით (არაოპტიმალური შემადგენლობით) პირველი გამარჯვება მოიპოვა. თანაც, "ჯვაროსანთა" თავკაცმა დაინახა ფეხბურთელთა მზადყოფნა და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ენსხედეში ნიდერლანდებთან გამართავს, რომელიც დღეს შოტლანდიას დაუზავდა - 2:2.

პლოიეშტი. „ილიე იონა“
რუმინეთი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (61), 0:2 აბურჯანია (72), 1:2 ივანი (78)
გაძევება: ტანასე (41), კვირკველია (65)
გამოუყენებელი პენალტი: მარინი (65)

რუმინეთი: ვლადი, სორესკუ, ნედელცეარუ, კირიკეში, განეა, ოლარუ (ჩიჩალდაუ 58), მარინი (სტანჩუ 77), მაქსიმი (ბუდესკუ 58), ჰაჯი (კესერუ 77), ალიბეკი, ტანასე

საქართველო: კუპატაძე, აზაროვი, კვირკველია, ხოჭოლავა, ჩაბრაძე, დაუშვილი, აბურჯანია (გვილია 81), კვეკვესკირი (კიტეიშვილი 57), ოქრიაშვილი (კაშია 66), შენგელია (ლობჟანიძე 57), მიქაუტაძე (ზივზივაძე 81)

მკითხველის კომენტარები / 71 /
ხვიჩას და გიორგის დამატება მკვეთრად გააძლირებს გუნდს... იმედით დაველოდებ მათ დაბრუნებას ნაკრებში!!!
tngh
03 ივნისი 2021 16:06
0
ეს სამეული, ხვიჩა, გიორგი და ზურიკო დაუშვილი, კიდევ ერთ გუნდს ნიშნავს
გიორგი.
05 ივნისი 2021 14:59
0
გიორგი ჩაკვე? ჯაბაც. ვნახოთ წიტაიშვილიც
Dato
03 ივნისი 2021 20:40
0
რაგბში ვუგებთ სადაც სავეწევით ფეხბურთშიც დავიწყეთ მოგება
ისიდორე
03 ივნისი 2021 15:18
1
კი, კალათბურთში ხომ ახლოსაც ვერ მოვლენ ჩვენთან. აღარაფერს ვამბობ ჭიდაობის ნებისმიერ სახეობაზე და ძიუდოზე.
ზაალი
03 ივნისი 2021 20:54
0
კარგია. მომავალს იმედით ვუყურებ.
100%
03 ივნისი 2021 14:39
0
ხომ მოვიგეთ და რუმინეთმა იჯავროს დანარჩენი! ვაისის დროს რატომ არ გვიმართლებდა ასე!? ეტყობა სანიოლი მაგარი იღბალა კაციც არის ნიჭთან ერთად!
მწრთვნელი
03 ივნისი 2021 14:34
0
დაუშვილმა ეგეთი ბურთი კარშიც რომ ვერ მოარტყა ნაკრებში კარი უნდა გამოუხურო სამუდამოდ
???????????????
03 ივნისი 2021 13:18
0
სანიოლმა დაგვანახა რომ კვირკველია ხოჭოლავა გვილია დაუშვილი ოქრიაშვილი შენგელია კვეკვესკირი სანაკრებო ხალხი არარი დახია რვეული ხაზების სობით და ფეხბურთის პროფესორებიც მოისვენებენ.ხო კიდე თავდასხმელის პრობლემაც გადაჭრა.
Zaza
03 ივნისი 2021 13:02
3
რაღა დროს კაშიაა
ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის
03 ივნისი 2021 12:08
17
ცუდი იყო რომ თამაში 10-10 გაგრძელდა, მე თამაში და შესაძლებლობები მაინტერესებდა და არა ანგარიში. გაგვიმართლა! 100%-იანია სანიოლი როცა ამბობს რომ არ იყო ისეთი თამაში ჩვენი მხრიდან როგორიც გვინდოდა, ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით, არ მინდა კონკრეტულ ფეხბურთელებზე და მომენტებზე ვილაპარაკო, მიხარია რომ ამას სანიოლი ხედავს და ის მოახდენს რეაგირებას. მხოლოდ მიქაუტაძეზე ვიტყვი, ძალაინ მომეწონა, ანუ ის არის რასაც ველოდი, მხოლოდ სისწრაფეში აქვს მოსამატებელი, ამაზე უნდა იმუშაოს, (ორჯერ გაასწრო მცველმა!) ისე კი ყოჩაღ ,,ჟორჟ", მაგარია რომ დამრტყმელი ფორვარდი გამოგვიჩნდა და კოდევ როგორც იქნა მოვუგეთ ამ რუმინელებს, ძაღლის ნაკბენივით მახსოვს თბილისში წაგებული 2-0, იმდენად მწარედ მახსოვს, რომ სულ ფეხზე მკიდია დამსახურებულად მოვიგეთ თუ დაუმსახურებლად, ხომ მოგუგეთ და ეგრე!
bs
03 ივნისი 2021 12:03
1
რა კლასით აჯობეეეეს? კიდევ კარგი სანიოლი ადეკვატური კაცია და მაგ აბსურდს არ ფიქრობს, აჯობეს არა კვახი! თამაში რომ არ მოგეწონა ეგ კლასს არანაირად არ ნიშნავს, ვინც დაასახელე ისინი როცა იქნებიან მერე ვილაპარაკოთ და გუშინ რაც იყო იმასთან მაგ ბიჭებს კავშირი არ აქვთ. ცუდად ვითამაშეთ და მოვიგეთ, ყველას ჰქონდა მინუსები, ზოგს მეტი ზოგს ნაკლები. და ვეთანხმები იმასაც რომ მიქაუტაძეს და ჩვენც მასთან ერთად თუ გვინდა რომ ეს ბიჭი ტოპ ფორვარდად ჩამოყალიბდეს სასტარტო სისწრაფეს უნდა მოუმატოს. რაც არის უკვე კარგია და მაგრად მიხარია რომ ასეთი სტილის ფორვარდი გვეღირსა, მაგრამ გულშემატკივარი მაქსიმალისტები ვართ და რატომაც არა, როცა მას შეუძლია ამის გამოსწორება თუ მოინდომებს!
las-ს
04 ივნისი 2021 12:34
0
ვერ დაგეთანხმები :)
თამაში რომ არ მოგვეწონა ეს ნისნავს კლასს. ჩვენებმა აჯობეს მეტოქეს კლასით. წარმოიდგინე ამ გუნდს რომ დაემატება კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, კიტეიშვილმაც ფაქტიურად 30 წუთი ითამაშა :)
las
03 ივნისი 2021 14:05
5
იმ ერთი პასით გამოჩნდა, რომ ზიბზიბაძე ჯერ შორსაა ნაკრებისგან, დაუშვილი, ოქრიაშვილი, კვირკველია, ამათი ადგილიც არაა ნაკრებში, ოქრიაშვილი კუთხურის მოწოდების დროსაც ბლატაობს, არაა ეს ბიჭი ნაკრებში მოსაწვევი, მაგისი ამბიციები და უზრდელობა დაარღვევს გუნდურობას. რაც შეეხება თამაშს, ყვლას გილოცავთ, კარგად მახსოვს კომენტარები, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ არ მოგწონდათ, ახლა ცუდად ვითამაშეთ და მოვიგეთ არ მოგწონთ??? ბრავო ვილი!!!
გგ
03 ივნისი 2021 11:33
2
ყოჩაღ სანიოლს და ბიჭებს დარწმუნებული ვარ ყველას გულით უნდოდა მოგება და მოიგეს კიდეც ვინ როგორ და რა გააკეთეს სანიოლისთვის მოსაწონი მაგას სანიოლი გადაწყვეტს ერთია თუ დისციპლინის მხრივ და ფიზიკას გამოასწორებენ წარმოიდგინეთ 3 ლიდერის გარეშე რუმინეთს გასვლაზე მოუგო რაც შეეხება კიტეიშვილს იქაც რო პასი გაეკეთებინა რუმინეთი განადგურდებოდა მარა მომვალში გაითვალისწინებს მაგის მერე კი კინაღამ პირიქით მოხდა. პ.ს კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ამ გუნდს სანიოლთან ერთად მსოფლიოზე გაიყვანს ამის მჯერა ასი პროცენტით.
goga
03 ივნისი 2021 10:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული