"გაგვიმართლა... წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ" - სანიოლი რუმინეთთან მატჩს ობიექტურად აფასებს

AutoSharing Option
გასვლაზე ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 2:1 სძლია, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კი ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.

"რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო. პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა ვთვლი, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა. გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს და უპირატესობის მოპოვება ამ მომენტში მოვახერხეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, რადგან ივნისში თამაში ფეხბურთელებისთვის ადვილი არაა, თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.

​არ ვფიქრობ, რომ რუმინეთმა სუსტად ითამაშა, მათ მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა წითელი
ბარათის შემდეგ თამაში რთულია. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს. შესაძლოა, დღეს ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო.

რუმინეთის თამაშის განხილვისას დავინახეთ, რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ბურთის კონტროლისას ექმნებოდა, მათ კონტრშეტევების გაკონტროლება უჭირდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვთვლი, რომ დღეს რუმინეთმა ცუდად ითამაშა. ეს გუნდი რამდენიმე დღეში ინგლისს დაუპირისპირდება და წარმატებას ვუსურვებ ამ შეხვედრაში", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 32 /
მომწონს ეს კაცი რა. ტიპი სულ რაღაცას იწერს. სულ იძლევა დარიგებებს. ადრე გინახავთ ვინმეს რომელიმე მწრთვნელი რამეს იწერდა ნაკრების თამაშისას? კაცი იმენა ასწავლის და არა მარტო მე ვარ მწრტვნელი და ასე უნდა ქნათ. კაცმა რომელსაც ნახევარი ძირითადი არ ყავდა რუმინეთს მოუგო. მიდი ვილი. მჯერა რომ საქართველოს ისეთ კვალზე დააყენებ რომ მალე საფრანგეთის ნაკრების გაწრთვნას შეგეხვეწებიან
simartle
03 ივნისი 2021 02:56
0
მოკლედ არ ვიცი რა და როგორ, მაგრამ ძალიან ადეკვატური ტიპაჟია ვილი, რაც კარგია, ისე რას წარმოვიდგენდი როგორც ბავშობიდან ბაიერნის გულშემატკივარი, რომ ვილი მწვრთნელად დადგებოდა:D თან საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, უცნაური რამაა ცხოვრება:D
kaxa
03 ივნისი 2021 02:45
1
მაგარ პატივს ვცემ ობიექტურ, თვითკრიტიკულ ხალხს. წელს ყველაზე ცუდი თამაში ვითამაშეთ და მოვიგეთ. ბურთი მართლა მრგვალია.
haha
03 ივნისი 2021 09:50
0
მე უბრალოდ მომწონს ეს კაცი არ ვიცი გაოცებული ვარ იმოტომ რმ ასე ლროფესიონალურად და საქმიანად საქმე ჯერ არავის დაუწყია ცოტა ისეა რა ჩვენთვის რომ უნახავის პრინციპი მოქმედებს არ გვყოლია არასდროს ასეთი მენტალობის ადამიანი სუფთა საქმიანი ევროპელი მოვიდა ეგრე ეროვნული ჩემპიონატის ბიჭები გამოიძახა ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია რადგან მსოფლიო ასპარეზზე ნაკრების წარმატების შემთხვევაში ჩვემი ჩემპიონატის პრესტიჟსაც გაზრდის ბიჭებსაც მეტი იმედი ოტივაცია და ენთუზიაზმი გაეზრდებათ და რაც მთავაია ჩვენ ქართველებსაც გაგვიჩნდება ნელნელა ინტერესი ჩვენი ჩემპიონატის მიმართ. ფაქტიურად ჩვენ სანიოლამდე ევროპას დაჩვენ თავებს ვეუბნებოდით რომ ჩვენი ჩემპიონატი ნაგავია და აქ კარგი ფეხბურთელკ არ არსებობს და კი ხედავთ როგორი მაგარი ბიჭები იპოვნა ამ კაცმა მოსვლის დღიდან ხოო იმას კი არ იძახის ვაისივით ნახეთ ჩვენი ფეხბურთელები სად თამაშობენ და მათი კიდევ სადო. ანუ მე ეს მწვრთნელი უკვე მომწონს ძალიან თან და ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მე ამ კაცს მხოლოდ მადლობას გადავუხდიდი და იმედი მაქ ძალიან ბევრი წლის მერე ყველა მადლობით გავაცილებთ თავისი კარგი შედეგებითურთ ისიც თუ თვითონ მოინდომა.
T.q
03 ივნისი 2021 11:01
0
ჩაბრაძეს თამაშს რომ ვუყურებ,დინამოში ახლადგადმოყვანილი თენგიზ სულაქველიძე მახსენდება.ტექნიკაში დიდი პრობლემები ჰქონდა,მაგრამ მოკვდებოდა და კაცს არ გაატარებდა.თან თავს იკლავდა ვარჯიშით და ერთ წელიწადში,უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი გახდა,უაღრესად საიმედო და მრავალ პოზიციაზე თამაშის შემძლებელი.არ ჰქონდა სხვებივით თვალისმომჭრელი ტექნიკა,მაგრამ რაც საჭირო იყო,ყველაფრის გაკეთება შეეძლო,ზედმეტი ეფექტების გარეშე.ცენტრალური მცველის პოზიციიდან დაწყებული,გოლების გატანით დამთავრებული.იმედი მაქვს,ჩაბრაძეც მის გზას გაიმეორებს.მანამდე კი შრომა და ისევ შრომაა საჭირო.როგორც კვარაცხელიასაგან გამოკვეთა სლუცკიმ მაღალი დონის ფეხბურთელი,იმედი მაქვს გია გეგუჩაძეც იზრუნებს, მის ყოველმხრივ განვითარებაზე.
სოსო
03 ივნისი 2021 16:51
0
ვულოცავ ბატონ სანიოლს და საქართველოს ამ პირველ გამარჯვებას. წარმატებისა და ბიჭების თავდადებული თამაში ჩემის აზრით ისაა, რომ სანიოლის ნაკრებში ძირითადში არავის აქვს დაბევებული ადგილი და თამაშით უნდა მოიპოვი ადგილი ძირითადში. ეს კი აიძულებს ყველას თავდადებით ითამაშოს.
ჟორა გაბრიჭიძე
03 ივნისი 2021 09:32
0
ეტყობა რომ იცის კაცმა ფეხბურთიც და თავისი საქმეც.რატომღაც დარწმუნებული ვარ 2 წელიწადში ძალიან კარგ გუნდს დააყენებს ვილი.
გაბუ
03 ივნისი 2021 10:44
0
VILLI ALLE! ALLE! ALLE!
ჩვენ შენი გვჯერა!!!
Zura
03 ივნისი 2021 08:27
0
ახლა წარმოვიდგინე, ჩევენი ნებისმიერი წინამორბედი მწვრთნელები რას იბაქიბუქებდნენ ამ თამაშის მერე :))))
Irakli Apkhaidze
03 ივნისი 2021 11:47
1
ვილი მანდ რაღაცეებს რო იწერ მიაწერე რო ნაკრებს აღარ გააკარო ბურთის ხამი მარიაჟა ოქრია ვადაგასული კვერკველია უკლასო დაუშვილი. ჩაბრაძეს და აზაროვიც შორს არიან ძირითადი შემადგენლობისთვის....ბუდუს უკლასობაც გამოჩნდა ტიპი ჰოკეის თამაშობს ფეხბურთს კიარა..აბურჯანია ძაან ნელია მაგრამ ტექნიკა აქვს..კვეკვეც გასაშვებია.. ბევრია სამუშაო მაგრამ მომავალი ჩვენია ჩაკვე კვარა წიტა კიტე და ჟორჟიკაააა როგორც იქნა ვნახე ცენტრ ფორვარდის კლასით გატანილი გოლი და არა თავში რო ხვდებოდათ ბურთი ან მუცელში და გოლი გადიოდა!!!!
რომა
03 ივნისი 2021 08:25
10
11 კაცია საჭირო. დანარჩენები სად მოძებნოს?
ნუგზარი
03 ივნისი 2021 09:35
0
ისე ჩამოწერე ეს ფეხბურთელები, თითქოს რეზერვი გადმოდიოდეს რეზერვუარიდან....
Irakli Apkhaidze
03 ივნისი 2021 11:46
0
მიქაუტაძემ რა შეასრულა იმენა კლასი დადო,ძლივს გამოჩნდა მგონი შოთას მერე კლასიანი თავდამსხმელი,ყველა კვარაცხელიაზე კი ვლაპარაკობთ ეხლა მარა,მაგან თუ ეგრე გააგრძელა,ვინებიც ეხლა კვარაცხელიას ეჩალიჩებიან,არანაკლები გუნდები დაეჩალიჩებიან მიქაუტაძესაც
გიო
03 ივნისი 2021 10:37
2
ბოდიში! დადებითის ნაცვლად უარყოფით შეფასებაზე დამეჭირა:(
გიორგი
03 ივნისი 2021 14:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული