"ვილი, დიდი მადლობა!" - ოქრიაშვილი სანიოლს მადლობას უხდის და ემადლიერება

AutoSharing Option
რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ (1:2) საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში "ანორთოსისის" შემტევი ჩვენი გუნდის კაპიტანი გახლდათ, რისთვისაც ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგებული თითოეული მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. მით უმეტეს, ჩემი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე კაპიტნის სამკლავურით პირველად ვიყავი მოედანზე. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იყო.

მადლობა ამ ნდობისთვის. მადლობა მთავარ მწვრთნელს და ჩემს თანაგუნდელებს რუმინეთთან გამარჯვებისთვის. მით უმეტეს, იმ გუნდთან, რომელთან თამაშიც არასდროსაა იოლი.

ვულოცავ გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ნაკრების
სრულ შემადგენლობას და ყველა გულშემატკივარს. ამ განწყობით ველოდები უკვე შემოდგომის ოფიციალურ თამაშებს", - წერს ოქრიაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოქრიაშვილს როგორც ჩანს პატრონობენ.მისი სამადლობელი სანიოლისადმი დიპლომატიურია,კერავს ვილის.ოქრიაშვილი და კვირკველია ნაკრებიდან სასწრაფოდ მოსაშორებლები არიან.ისინი უდრიან -2-ს გუნდში.კაი ბიჭური პონტები ნაკრებში უნდა დამთავრდეს
გიგა
13:00 05-06-2021
0
Ერთი ეს ვერ მოცილდა ნაკრეებს
buxrika
10:32 04-06-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული