"ვილი, დიდი მადლობა!" - ოქრიაშვილი სანიოლს მადლობას უხდის და ემადლიერება

AutoSharing Option
რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ (1:2) საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში "ანორთოსისის" შემტევი ჩვენი გუნდის კაპიტანი გახლდათ, რისთვისაც ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგებული თითოეული მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. მით უმეტეს, ჩემი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე კაპიტნის სამკლავურით პირველად ვიყავი მოედანზე. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იყო.

მადლობა ამ ნდობისთვის. მადლობა მთავარ მწვრთნელს და ჩემს თანაგუნდელებს რუმინეთთან გამარჯვებისთვის. მით უმეტეს, იმ გუნდთან, რომელთან თამაშიც არასდროსაა იოლი.

ვულოცავ გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ნაკრების
სრულ შემადგენლობას და ყველა გულშემატკივარს. ამ განწყობით ველოდები უკვე შემოდგომის ოფიციალურ თამაშებს", - წერს ოქრიაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოქრიაშვილს როგორც ჩანს პატრონობენ.მისი სამადლობელი სანიოლისადმი დიპლომატიურია,კერავს ვილის.ოქრიაშვილი და კვირკველია ნაკრებიდან სასწრაფოდ მოსაშორებლები არიან.ისინი უდრიან -2-ს გუნდში.კაი ბიჭური პონტები ნაკრებში უნდა დამთავრდეს
გიგა
05 ივნისი 2021 13:00
0
Ერთი ეს ვერ მოცილდა ნაკრეებს
buxrika
04 ივნისი 2021 10:32
3
ძალიან მაინტერესებს, კაშიას რატომ არ გადასცა ხელიდან-ხელში კაპიტნის სამკლავური და გაბღენძილი რატომ ჩამოჯდა სათადარიგოთა სკამზე.
თავში ხომ არ აქვს ავარდნილი? :დდ
₾ადო
03 ივნისი 2021 21:49
12
"ოქრის" კარიერის საუკეთესო წლები ჯერ წინ აქვს. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებთან ერთად ის კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. წარმატებებს ვუსურვებ მას და გუნდს!!!
tngh
03 ივნისი 2021 15:57
9
იგივეს ვფიქრობ, ოქრი კიდევ იტყვის თავის სიტყვას, თუმცა უკვე გაკეთებულზე, ნაკრებში დიდი მადლობა ეკუთვნის და არა აგდებული ლაპარაკი და დამოკიდებულება, როგორც ბევრ ჩვენს თანამემამულეს სჩვევია. უნდა ვისწავლოთ სხვისი გაკეთებული საქმის დაფასება. ეს ღირსეული ადამიანების ჩვევაა.
გიზოგ
04 ივნისი 2021 15:21
0
ოქრი ვერ იყო ფორმაში, იმედია ათამაშდება თორემ ისე ამ ფორმით და თამაშით ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდება. ბურთით წინ უნდა წახვიდე ან კარგი პასი გააკეთო, ერთ ადგილას ციბრუტივით ტრიალი ძალიან შორს არის თანამედროვე ფეხბურთისგან.
zaza
03 ივნისი 2021 15:17
0
გუშინდელი საქ. ნაკრებში 3 ფეხბურთელს ერტად ვერ ჩამოთვლით რო ერთად ყოფილიყვნენ ძირიტადში . სატესტო გუნდი იყო
ლშა
03 ივნისი 2021 16:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული