რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ (1:2) საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში "ანორთოსისის" შემტევი ჩვენი გუნდის კაპიტანი გახლდათ, რისთვისაც ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა.
"საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგებული თითოეული მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. მით უმეტეს, ჩემი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე კაპიტნის სამკლავურით პირველად ვიყავი მოედანზე. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იყო.
მადლობა ამ ნდობისთვის. მადლობა მთავარ მწვრთნელს და ჩემს თანაგუნდელებს რუმინეთთან გამარჯვებისთვის. მით უმეტეს, იმ გუნდთან, რომელთან თამაშიც არასდროსაა იოლი.
ვულოცავ გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ნაკრების
სრულ შემადგენლობას და ყველა გულშემატკივარს. ამ განწყობით ველოდები უკვე შემოდგომის ოფიციალურ თამაშებს", - წერს ოქრიაშვილი.