"ვილი, დიდი მადლობა!" - ოქრიაშვილი სანიოლს მადლობას უხდის და ემადლიერება

AutoSharing Option
რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ (1:2) საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში "ანორთოსისის" შემტევი ჩვენი გუნდის კაპიტანი გახლდათ, რისთვისაც ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგებული თითოეული მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. მით უმეტეს, ჩემი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე კაპიტნის სამკლავურით პირველად ვიყავი მოედანზე. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იყო.

მადლობა ამ ნდობისთვის. მადლობა მთავარ მწვრთნელს და ჩემს თანაგუნდელებს რუმინეთთან გამარჯვებისთვის. მით უმეტეს, იმ გუნდთან, რომელთან თამაშიც არასდროსაა იოლი.

ვულოცავ გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ნაკრების
სრულ შემადგენლობას და ყველა გულშემატკივარს. ამ განწყობით ველოდები უკვე შემოდგომის ოფიციალურ თამაშებს", - წერს ოქრიაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოქრი ვერ იყო ფორმაში, იმედია ათამაშდება თორემ ისე ამ ფორმით და თამაშით ნაკრებში მოხვედრა გაუჭირდება. ბურთით წინ უნდა წახვიდე ან კარგი პასი გააკეთო, ერთ ადგილას ციბრუტივით ტრიალი ძალიან შორს არის თანამედროვე ფეხბურთისგან.
zaza
15:17 03-06-2021
0
"ოქრის" კარიერის საუკეთესო წლები ჯერ წინ აქვს. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებთან ერთად ის კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. წარმატებებს ვუსურვებ მას და გუნდს!!!
tngh
15:57 03-06-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული