სანიოლი: ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ

AutoSharing Option
ნიდერლანდებთან 0:3 წაგებული ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.

"ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს. შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან
დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია. ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშე უკეთესად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი - ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 38 /
დაუშვილი, გვილია?????????????????
07 ივნისი 2021 11:55
0
გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,ყველამ ხომ ვიცოდით რომ ჰოლანდია უშანსოდ მოგვიგებდა?რაა წინასწარ ემზადებოდით ნეგატიური კომენტარებისათვის?ასეთ ნაკრებთან ტოლსწორად სათამაშოდ არ ვართ მზად.ესპანეთს ნუ შეადარებთ ამ ჰოლანდიას,ამათ სხვა სტილი აქვთ და უფრო აგრესიულად თამაშობენ,ესპანეთი კი პასს პასისთვის თამაშობს და შედარებით იოლია მათთან თამაში,ჰოილანდიასთან კი ძალიან რთულია ჩვენნაირი გუნდისთვის ტემპში აყოლა და ბურთის წართმევა.გოლის გატანა რამდენჯერმე შეგვეძლო.ვფიქრობ მეკარის და დაცვის პრობლემა ნაკლებად გვაქვს.შეტევის ფლანგებზეც ნორმალური სტუაციაა.ლობჟანიძე,შენგელია,კვარა,ჩაკვე.მიქაუტაძეც ძალაინ კარგია.აი საყრდენ ზონაში და შუაში გვაქვს პრობლემა,ერთი კიტეიშვილი გვყავს ნორმალური,ისიც ერთი ტაიმის ფეხბურთელია და ამიტომ ვერ გასცდა შტურმს.საყრდენი ზონა კი მთავარი პრობლემაა.კანკავა დაბერდა,კვეკვესკირი უკლებს,გვილია არ ვარგა,აბურჯანიაა ერთი და ისიც ვერაა რა ის დონე.
master
07 ივნისი 2021 11:18
0
სანამ გვილია და მისნაირი ვაი ფეხბურთელი იქნება ნაკრებში ,შედეგი ყოველთვის მასეთი იქნება.და საერთოდ საიდან მოიყვანეს და ბვისი პროტეჟეა ეს არაფრიმომცემი გვილია.
გიორგი
07 ივნისი 2021 10:26
11
რა ნორმალურად ? ერთი გოლი მაინც გაგეტანათ
გიო
07 ივნისი 2021 10:21
8
რატომ ერთი, ხუთი ბურთი გაგვეტანა, არ სჯობდა?
გიორგი.
07 ივნისი 2021 15:49
2
ჰოლანდიასთან გრანდები ვერ გეგმავენ მოგებას და ჩვენ ვინ ვართ. მთავარია სწორი დასკვნები გააკეთოს სანიოლმაც და ფეხბურთელებმაც. ასთ გუნდთან 1 შანსი თუ მოგეცა უნდა გამოიყენო იყო რამდენიმე მაგრამ ვერ ვქენით მეტი და. თითო გოჯი მოედნისთვის იბრძოდა ჰოლანდია პროფესიონალები არიაინ და იმიტომ, გადახედეთ სად თამაშობენ. ლორიას ყოჩაღ. ესეც არ იყოს ისეთი ხალხი არ გვყავდა რომლებიც ქნმიან ამინდს ნაკრებში. ყველასთან შეიძლება ტამაში.
ქართველი
07 ივნისი 2021 10:02
3
მართალი ბრძანდებით, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, მაგრამ როდის იქნებ ვინმემ იცის. თაობები მიდის სწორი დასკვენების გამოტანის ლოდინში.
გიზოგ
07 ივნისი 2021 11:39
0
რუმინეთთან და ჰოლანდიასთან თამაშით თუ ვიმსჯელებთ, მეეჭვება კოსოვოს მოვუგოთ.
haha
07 ივნისი 2021 09:29
36
არა გვყავს ფეხბურთელები მწვრთნელად სანიოლი კიარა ვინც გინდათ ის ჩამოიყვანეთ შედეგი ამ უსუსტესი ნაკრებით არასოდეს არ გვექნება, სავსია მაღალი დონის ფეხბურთელებით ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია, რომლებიც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში ვერ ხვდებიან და ნატურალიზებულ ფეხბურთელებზე დროა ვიფიქროთ, როგორც კალადბურთში გვყავს მაგალითად
zmo
07 ივნისი 2021 08:15
26
წარმოუდგენელია რამე ფუნდამენტალურად შეიცვალოს, გუნდი (ხმამაღალი ნათქვამია გუნდი) დაცვიდან ვერ ამოდიოდა, ორ გადაცემას ვერ აკეთებდნენ, პრესინგში მოახრჩვეს ნიდერლანდებმა. რა ტაქტიკაზე და გრძელვადიან ტურნირზეა საუბარი, ფიზიკურად 60 წუთიც კი ვერ ძლებენ ეს მოყვარულები. ჰოლანდიელებთან შედარებით საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსულ ნატანჯ ნაშიმშილარებს გავდნენ. სირცხვილია...
ირაკლი
07 ივნისი 2021 08:13
4
ჰოლანდიაში იყო ფაშიტური საკონცენტარციო ბანაკი - Amersfoort და ალბათ იქიდან გამოქცეულები იყვნენ
Amersfoort
07 ივნისი 2021 10:23
2
შეცდომა იყო ის , რომ მიქაუტაძე , მაშინ გამოიყვანა , როცა პასის მიწოდება ნაკრებს აღარ შეეძლო .
lm
07 ივნისი 2021 08:11
1
ამიტომაც არ გვესაქმებოდა არაფერი ევროპის ჩემპიონატზე!
მიდი ვილი გაყარე გასაყრელი და დატოვე დასაყენებელი ფეხბურთელები!
ბიჭებო ახლა რას იტყვით ჭე კლასისი დონის ჩემპიონატში გოლს, რომ გაიტანთ და ნაკრებში ბრონს ითხოვთ? წუხელ დაგიშალათ ვინმემ კარში დართყმა თუ კომბინაციური თამაში?
ქომაგი
07 ივნისი 2021 08:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული