ხვიჩას სუპერნახტომი აუზში - სატრანსფერო ნახტომს ველით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "რუბინის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა - ეკატერინბურგში ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ "ურალთან". ამის შემდეგ გუნდი ყაზანში დაბრუნდა და სამზადისს აგრძელებს.

ბაზაზე მოედანთან ფეხბურთელებს გასაგრილებლად პატარა აუზი გაუკეთეს, სადაც ხვიჩამ პირველი ნახტომი განახორციელა - მოუთმენლად ველით მის სატრანსფერო ნახტომს.

"წყალში შესვლის ტექნიკა - როგორ აფასებთ ნახტომს?", - სვამს კითხვას "რუბინი" კლუბის სოციალურ ქსელებში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ პატარა ბიჭმა დიდი ფული იშოვა, გახდა ცნობადი, ნაკრები, პრესა, აიწყო ცხოვრება და ეხლა ერთობა, ხან მღერის და ხან ბასეინზეა, რატო უნდა შეაგდოს კარიერა სასწორზე? რუსეთში გარანტირებული აქ ყველაფერი, ჯუღელიც იქვეა და უნდათ ეხლა მაგათ "იუვე" და რაღაც ექსპერიმენტები, მითუმეტეს ნახა ევროზე , რო მაგაზე უნცროსი ბიჭები რას შვებიან და რა კლუბებში გამოდიან, მიდი და ეჭიდავე მაგათ, რა ძალაა? არი შოკოლადში და კმაყოფილია ყველა.
რატი
17:00 30-06-2021
6
ანუ თუ რაიმე ვიდეოს გადაიღებს ხვიჩა, ყველაფერი უნდა დადოთ? სუპერ ნახტომის რა დაინახეთ? ტიპი ჩახტა ჩვეულებრივად. განა რა არის ასეთი ვარსკვლავი რო ყველაფერზე სტატი დაწეროთ? ესაა "გაპიარებული ბიჭუნა", რომელზეც წერთ რო იუვე, მილანი ესა ისა ინტერესდება და ბოლოს რუბინში რჩება!
antre
12:18 30-06-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული