ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი მიქაუტაძის თამაშს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. ისე მოხდა, 21-22 აგვისტოს უქმეებზე, სხვადასხვა მიზეზით, არცერთი მათგანი არ იასპარეზებს.
ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინის" განაცხადში არყოფნას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოფიციალური მიზეზი ტრავმაა, თუმცა ქართველ გარემარბს "ტოტენჰემს" ძალიან აქტიურად უკავშირებენ და ყაზანელთა დანაკლისის რეალურ საფუძვლად გულშემატკივრები სწორედ ამას მიიჩნევენ...
საქართველოს ნაკრების შეკრებამდე
გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, ერთწლიანი იჯარით ისევ "სერენს" დაუბრუნდეს (ამის შესახებ ბელგიური HNL-ი წერს). კარგია, როცა ტოპ-5 ლიგაში ქართველი ფეხბურთელი გამოდის, მაგრამ ისიც ფაქტია, "მეცში" ქართველ ფორვარდს ნაკლებ სათამაშო დროს რომ აძლევენ ("რეიმსთან" განაცხადშიც არაა). გიორგი ჩვენი ქვეყნის ნაკრების მთავარ შემტევად მიგვაჩნია - მისი სადებიუტო შეხვედრები ამის თქმის უფლებას გვაძლევს, მაგრამ შეუძლებელია, ნაკლები სათამაშო პრაქტიკა მასზე უარყოფითად არ მოქმედებდეს. მიქაუტაძის საკლუბო ამბავიც სანაკრებო შეხვედრებამდე უნდა გაირკვეს - იქნებ როგორც ქართველი ფეხბურთელის, ასევე "მეცისთვის" უკეთესი იყოს, გიორგის წარმატებული ბელგიური გამოცდილება გაგრძელდეს.
გიორგი ჩაკვეტაძე ეტაპობრივად სასურველ კონდიციებს უბრუნდებოდა, მაგრამ კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის გამო, ბელგიური გუნდის შეხვედრა გადაიდო. ეს ქართველი ფეხბურთელისთვის რამდენად კარგი ამბავია, რთული სათქმელია, რადგან გიორგის ფორმის პიკში შესვლას მეტი სათამაშო დრო სჭირდება.
"რაკოვთან" განმეორებითი მატჩის შემდეგ და საქართველო - კოსოვოს წინ "გენტმა" "ბრიუგესთანაც" უნდა ითამაშოს და იმედია, გიორგი საქართველოს ნაკრებს ძველებურ ფორმაში დაუბრუნდება. "ერთა ლიგაზე" ნაკრების ლიდერი ჩაკვეტაძე მართლაც შეუდარებელ ფორმაში იყო და ევრო 2020 -თანაც ძალიან მიგაახლოვა...
საქართველოს ნაკრები, პირველ რიგში, ძლიერი გუნდი უნდა იყოს, რომელის წარმატებული თამაშიც მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებზე ნაკლებად იქნება დაყრდნობილი, მაგრამ კვარაცხელიას, ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის კარგ სათამაშო ფორმაში ყოფნა ფრანგი მთავარი მწვრთნელისა და საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჯერ შესარჩევი ეტაპის 2 შეხვედრას - კოსოვოსა (2 სექტემბერს, ბათუმში) და ესპანეთთან (5 სექტემბერს, სტუმრად) გამართავს, ამის შემდეგ კი ამხანური შეხვედრის ჩასატარებლად ბულგარეთს (8 სექტემბერს) ესტუმრება.
ლიდერი და ორთაბრძოლებში გამორჩეული - ხოჭოლავას ისევ აქებენ
"ჩერნომორეცი" დამარცხდა, წიტაიშვილს არ უთამაშია
ქართველების "აპოელმა" კატასტროფულად დაიწყო
მამარდაშვილს ესპანელები აფასებენ - როცა გოლს დებიუტში უშვებ...