სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება ! ბიზნესია, ბიზნესი !
რატომ ბლოკავთ, ვინმე გავლანძღე ?!
მანჩო
03 სექტემბერი 2021 12:09
1
რაც ფეხბრთის ყურება დავიწყე ყოველთვის ვფიქრობდიბ რატო არ დგანან ისეთ ადგილას რო გადმოგდებული ბურთი ავიღოთ ამას ვერ ისწავლი თუ მოედნის ხედვა არ გაქ, თითქმი 90% მეტოქისაა გადმოგდებული ბურთი, არასდროს არ ყოფილა თამაშის სქემა შეგვეცვალოს სულ ერთ ტემპში ვთამაშობთ, შეცვლები ხო სულ პრობლემაა ბოლო 15 წუთი თმაშს ვერ გაჩვენებს ფეხბურთელი რიტმში ვერ ჩაჯდება ესე უცბათ, და ის მაგარი ვიცით კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა ღმერთს არ უნდოდა მოგვეგოო, არ უმართლებს სუსტ გუნდს და გაჩუმდითბმაინც არ გამართლებაზე რო ლაპარაკობთ. თქვით როეს არის ჩვენი მაქსიმუმუ და მეტის ძალა აღარ შეგვწევს. შესარჩევი რო იწყება პირველი თამაშიდან უკვე მომავალ შესარჩევზე ვფიქრობთ, ეს ვითომ მოსამზადებელია, რა ვერ მოემზადეთ ზოგმა ფეხბურთელმა 4 და 5 შესარჩევი ითამაშა უკვე. საშველი არ არის ჩვენი ესაა სიმართლეეე
გიორგი
03 სექტემბერი 2021 11:19
0
ეს კაცი დაგვცინის მგონი
მერე?
03 სექტემბერი 2021 15:16
1
რატომ წავაგეთ? იმიტომ რომ კოსოვო ფეხბურთს თამაშობდა!!!
ავთანდილ
03 სექტემბერი 2021 11:02
1
სულ ვაგებთ და ღირსეულად წავაგეთო გვიხარია. ეს კარგია. ახლა უღირსად წავაგეთ და აღარ გვიხარია. ეს ცუდია. ვაი ჩვენს პატრონს.
ჯუჯი
03 სექტემბერი 2021 07:42
0
ერთადერთი წიტაიშვილი დარბოდა და რაღაცა ჟილკა ეტყობოდა, დანარჩენები (კანკავა არ ითვლება) ბალახზე კი იყვნენ და მეშინოდა ძოვა არ დაეწყოთ
მარაზმია
03 სექტემბერი 2021 14:13
0
აი ამიტომ წააგეეᲗ...
ფეხბურᲗი აᲦარ არსებობს და რატო ხარᲗ ᲩუმაᲗ Ჟურნალისტებო ვერ ვხვდები ,
...ᲩუმაᲗ რომ ხარᲗ გამოდის Თქვენც მონაწილე ხარᲗ ამ კრახის და სირცხვილის....
რამდენი პერსპექტიული ბავᲨი დაიკარგა ფეხბურᲗᲨი ვინ მოᲗვლის და Შედეგს ახლა ვიმკიᲗ...
Ჟურნალისტებო დროა ამოიᲦოᲗ ხმა და პერსპექტიულ სპორტსმენებს დაუწყეᲗ Ძებნა და გაპიარება,მაგრამ იმაᲗგან არაფერს ელოდებიᲗ ხომ...ამიტომ Შედეგი ნოლი და ახლა ვიმკიᲗ ...
გიოგოგიო
03 სექტემბერი 2021 08:17
0
ჩემი აზრით წაგების მიზეზი კარგად ნაცნობი ძველი პრობლემა საკადრო პრობლემები ერთხელ ვერ მოვახერხეთ რომ გვეთამაშა ოპტიმალური შემადგენლობით ყველა მნიშვნელოვან თამაშებზე გვაკლდებიან ჩვენი ნაკრების ლიდერები ამ თამაშზეც რამდენი ლიდერი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდა კიტეიშვილი ლობჟანიძე კაკაბაძე კვეკვესკირი კვერკველია შენგელია ოქრიაშვილი ამდენი ფეხბურთელი რომ გაკლია და ვინც გყავს იმათი ნახევარი ან ტრამვიდან ახალი დაბრუენბულია და ან უპრაქტიკოთ კლუბში რა გინდა რომ გააკეთო.
ზურა
02 სექტემბერი 2021 23:55
16
სადაც შენსას ითვლი,ბარემ ისიც თავი,რომ კოსოვოს სამი ლიდერი აკლდა და ამისდა მიუხედავად უშანსოდ მოგვიგო!!!
ზურა-ს
03 სექტემბერი 2021 01:21
0

ნაკრებში მხოლოდ ელიგის ხალხი, ეს სანამ არ მოხდება, მუდამ ასე ვიქნებით.
ამას ვამბობ წლებია და ყველა ყრუებივით არიან, არ ესმით, ახლა იჯექით და კიდევ მომავალ საუკუნეში გამონათებაზე იოცნებეთ.
jango
02 სექტემბერი 2021 23:36
13
კაკაბაძეს ტყუილად არ ათამაშებენ
შეტევაში ყველაზე კარგად ეგ ერთვება
:)
03 სექტემბერი 2021 12:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული