სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
წიტაიშვილი და აზაროვი! მეტი ვერაფერი ვერ დავინახე!
მწრთვნელი
03 სექტემბერი 2021 00:03
9
დასტურ.... აზაროვი განსაკუთრებით
mirosan
03 სექტემბერი 2021 00:14
11
კოსოვოსთან შინ დამარცხება თან უშანსოდ,ისე რომ ხიფათსაც ვერ შეწმნი
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!!
03 სექტემბერი 2021 09:51
0
ბატონო ვილი ეროვნული ჩემპიონატიდან აღარავინ გამოიძახო მომავალში.
Semi
03 სექტემბერი 2021 00:11
7
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი პირველ რიგში კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს, რომელიც იცნობს ქართველ ადამიანს ძირფესვიანად!!! ,,პირველად იყო სიტყვა"... სიტყვა რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს თამაშის წინ (მსამოტივაციოდ). ევროპელები და ქართველები საერთოდ სხვადასხვა ,,ჰანგებზე'' იღგზნებიან, გვინდა თუ არ გვინდა ასეა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ევროპაზე უარს ვამბობთ, პირიქით, მომწონს ევროპული თამაშის სტილი, ფიზმომზადება, მაგრამ ევროპული სიტყვა საბრძოლველად ვერ განმაწყობს ეს ბუნებრივია, გენეტიკურია. ქართველი ერი ბუნებით სპეციფიურია ძალიან, მეორე არ მეგულება დედამიწაზე რომელსაც ყველაფრის კეთება ასე გულიანად შეეძლოს სიკეთის კეთებაც, სიყვარულიც სიძულვილიც, ერთგულებაც ორგულობაც და ა.შ
მეორეა ის რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ ერთი ნაბიჯია საჭირო მძ...ში ჩასაფლობად და 5 ნაბიჯია საჭირო იქიდან ამოსასვლელად, ჩემი აზრით ბოლო 12 წელი დაშეილება ცოტა მეტიც ღრმად მივდივართ მძ..ში, ნეპოტიზმი, კორუფცია მინიმუმადეა დასაყვანი და ეს კაიბიჭურ ძველბიჭური საუბრის ტონიც კი უნდა გაქრეს არათუ ზოგადად გაგება. ასე რომ ბევრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს იმისათვის რომ მძ.დან ამოვიდეთ ეს იმის ფონზე რომ არც კი დაგვიწყია სვლა რადგან ზოგისთვის კომფორტია იქ ღრმად თბილა ძალიან!!!
Emigranti
03 სექტემბერი 2021 01:46
3
ურთიერთგამომრიცხავ ფორმულირებებს წერ! ქართველების ფსიქოლოგია უნდა იცოდეს და ქართული სიტყვა უნდა უთხრასო. მერე წერ, არ გვინდა ეს ძველბიჭურ-კაიბიჭურებიო. მეგობარო, ამ ქვეყანაში, ეგ ძველბიჭური და ნეპოტიზმია გაიგივებული ქართველობასთან და ქართულ ფსიქოლოგიასთან. ამიტომ, არავითარი ქართული ფსიქოლოგია და სენტიმენტები, პირიქით, მიდგომა უნდა იყოს პროფესიული და პრაგმატული.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა
03 სექტემბერი 2021 10:54
0
გუნდი-ნახირი. ამხელა გზაზე ჩამოდის ბევრი და იმიტომ რომ მოედანზე იარონ ?????????????????/
mmm
03 სექტემბერი 2021 13:14
0
ქვილითაია არ კითხულობს ამ კომენტარებს? ან აბურჯანია? ან ყაზაიშვილი? ან ჯიღაური? თავმოყვარეობა იქონიეთ და აიტკიეთ რამე ან უარი თქვით ნაკრებში თამაშზე! ეს ხიზანაშვილი ძაან საჭიროზე მეტად აქტიურობს მემგონი, ეგ არაფრის მაქნისი კაცი იყო ნაკრებში , ზარალი იყო ყოველთვის და მაგანაც უნდა დაახვიოს მა თანამდებობიდან! ესე მგონია სანიოლი ფორმალურად არის და ეს ხიზანიშვილი წყვეტს ყველაფერს მანდ! ეს კომენტატორებიც შეცვალეთ, რას ბოდიალობენ რას ბჭუტურებენ, თვითონაც არ იციან! კაცი იძახის კიტეიშვილზე ერთ-ერთი ლიდერიო, მე მაგის ნალიდერები არ მახსოვს. თამაშიც არ მახსოვს წესიერი ნსკრებში, მე-12 წუთზე ეგრევე აიტკივა რაღაც, გულის ფრიალი დაეწყო, როცა ამ დროს ევროპელები თავშეხვეულები , ტრამვიანები თავს აკლავენ!
Vasili
03 სექტემბერი 2021 10:02
3
ძმაო შენს საქმეს მიხედე რას იგესლები, კიტე რომელ თამაშიც იყო რომელი წაუგიათ ამ ნაკრებს იქნებ მითხრა და მის გარეშე რასაც თამაშობენ ყველა ხედავს, ეგ თუ არაა ლიდერი აბა ვინაა იქნებ თქვა. რომ ამბობ თავშეხვეული თამაშობენ ზოგიო იქნებ ისიც თქვა ვისაც ფეხის ტრამვით უთამაშია, ტრამვა მაგან მიიღო ევროლიგის პლეიოფში და მერე ერთი თამაში გამოტოვა და გამოვიდა სათამაშოდ იქნებ შევძლოო და ვერ შეძლო და გავიდა თამაშიდან და ეგრევე გოლი გაუშვეს რა ეს კიტეს ბრალია??
გიორგი
03 სექტემბერი 2021 14:32
1
იქიდან დავიწყოთ სომხებს რომ გვედრებით სანამ ეს თაობა გვეყოლება სადაც გინდათ იქ მოგიგებთ ჰანდიკაპი, ქართველებს სანამ გენტი გგონიათ მაგარი გუნდი მანამ არაფერი გეშველებათ, მესამე ფულს სწორედ დახარჯვა უნდა
sergo
03 სექტემბერი 2021 08:29
6
აშკარად ჩანს რომ შენ სომეხი არა ხარ - ქართველი ხარ. უბრალოდ, სომეხად ინიღბები! ისე კი, სრულ სიმართლეს წერ
სიმართლე
03 სექტემბერი 2021 10:44
1
ნიუ იორკი ვისია?!
ჩვენია
03 სექტემბერი 2021 09:49
1
დღევანდელი რეალობა ასეთია სომხეთი 10 ქულით პირველ ადგილზეა თავის ჯგუფში და გერმანიას უსწრებს და ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ მოგების გარეშე ერთი კინკილა ქულით რომელიც კვარაცხელიას ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოვიპოვეთ ესაა რეალობა და ფაქტი აშკარად სომხეთის ფეხბურთს ფედერაცია ბევრად უკეთსად მუშაობს ვიდრე ჩვენი ფეხბურთს ფედერაცია ჯერ მარტო ის არის აღსანიშნავი რომ კაპაროსი მოიწვიეს მწრთნელად ამ დონის სპეციალისთი კაცი რომელსაც წლები აქ ნამუშევარი ლალიგაში და თავის ხელიც მალევე დატყო გუნდს მაქსიმალურ შედეგს იღებს იმ რესურსიდან რაც აქვს კარგად ვითარდებიან ამ ეტაპისთვის და მოტივაციაც არ აკლიათ უკვე.
ჩვენ ჩვენც სტიქიაში ვართ ყველა მეტოქე გეგმავს ისევ 3 ქულას ჩვენთან.
გელა
03 სექტემბერი 2021 03:06
1
ახლა ისეთი სიტუცია რომ იმასაც ვერ ვიტყვით კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო რადგან შეტევაში და დაცვაში ერთნაირად გვიჭირდა 2 ჯერ მინიმუმ სერიოზულად გადავრჩით, რომ არაა ლორია 3-0 მაიცნ წავაგებდით შეტევაში ფაქტიურად არაფერი არ გაგვიკეთებია წიტეიშვილი აქტიურობდა მარტო, რომელმაც რამდენიმე კარგი სტანდარტი მოიპოვა შეცველებზეც ვერავინ შემოვიდა ნორმალურად ჩაკვეტაძეზე არაფერს ვიტყვი არ არის ფორმაში და გასაგებია ყველაფერი.
მართაც ასეთია რეალობა დღეს კვარაცხელია კიტეიშვილის გარეშე საერთოდ სხვა ნაკრებია ბელარუსიასთან რომ არაა კვარაცხელია ვერ მოვიგებდით საბერძნეთან, რომ არაა კვარაცხელია წავაგებდით ესპანეთან რომ არაა კვარაცხელია კიტეიშვილი ასეთი დრამატული თამაში არ გვექნებოდა იმედი მაქვს, რომ ჩაკვე დაბრუნდება იმ ფორმაში რაშიც ჩვენ ის გვახსოვს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და წიტეიშვილი მომეწონა ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია.
ლობჟანიძეც დიდი დანაკლისი იყო ერთ ერთი ყველაზე სწრაფი და მოძრავი ფეხბურთელია ნაკრებში რომელიც ახლა ალბათ ყველაზე კარგ ფორმაშია, მაგრამ ამ ეტაპზე კვარაცხელია კიტეიშვილის გარეშე ჩვენი ნაკრები ელემენტარულად ვერ უტევს არ შეუძლიაა ფაქტია.
სანიოლთან მე პირადად არანაირი პრეტენზია არ მაქვს ნახევარი გუნდი არ ჰყავდა 70 წუთდანა ყველა შემტევი შეიყვანა მოედანზე მაგრამ გოლი მაინც ვერ გავიტანეთ.
ჩემი აზრით რამდენიმე ფეხბურთელი საერთოდ აღარ უნდა გამოიძახონ ნაკრებში არ არიან ნაკრების დონე.
გიორგი
03 სექტემბერი 2021 02:37
1
სირბილი ეზარებათ და როგორ მოიგებენ ?????????????????//
???????????????
03 სექტემბერი 2021 13:12
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული