წიტაიშვილი - ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებს ძალიან სჭირდებოდა, მარცხს ფილოსოფიურად გამოეხმაურა

AutoSharing Option
შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდა კოსოვოსთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვლის კარგი თამაში, თუმცა ვინც ამ ფეხბურთელს იცნობს, არც არაფერი გააკვირვებდა. სწრაფია, მონდომებული, ემოციური, ენერგიული, აქვს ლიდერის თვისებები და ამბიციურია. კიევის "დინამოში" მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ უსამართლოდ მოექცა და ისევ იჯარით გაუშვა. შესაძლოა, ზოგიერთი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს.

წიტაიშვილს ყველასთვის დასამტკიცებელი აქვს - უკრაინაშიც და საქართველოშიც, ამიტომ თავს არ დაზოგავს. მით უმეტეს თავისი ბუნებიდან და სპორტული ჟინიდან გამომდინარე. გააჩნია დიდი პოტენციალი და ხშირად არ გაუმართლა, ტრავმები მიიღო, მაგრამ მებრძოლია და
სწორედ ასეთი ფეხბურთელები სჭირდება "ჯვაროსნებს. ეჭვიც არ გვეპარება, გიო უკეთეს გუნდში კიდევ უკეთესად გაირჯება. ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ახალი სისხლი აუცილებელია, გაახალგაზრდავება და სრულად გარდასახვა - სტრატეგიულად და თვისობრივად.

წიტაიშვილისთვის ნაკრებში დებიუტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ზოგიერთი წაგება უფრო ტრიუმფალურია, ვიდრე მოგება" - მიშელ დე მონტელის ციტატაა.

გვჯერა, გიოს ენთუზიაზმი, ბრძოლისუნარიანობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია ნიჭი, კარიერაში, როგორც საკლუბოში, ასევე სანაკრებოში, წარმატებას მოუტანს. ის ხომ ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
მე ყველა ფეხბურთელი ერთნაირად მიყვარს და ვწერ ხოლმე,ეს თქვენ ამჩნევთ მხოლოდ მეგრელებზე დაწერილ ჩემს კომენტარებს.ნაციონალოზმზე ლაპარაკი აქ ზედმეტია.უბრალოდ ვამაყობ ჩემი კუთხის წარმატებული სპორტსმენებით და ეს ბუნებრივად ჩემთ ის. ნუ იცით ხოლმე რაღაც კუდების მობმა,ეს თქვენ ძალიან ხშირად მოგდით სიტყვა მეგრელის გაგონებაზე და შესაბამისად ამას ყველა ვგრძნობთ,ისე უბრალოდ არ იბადება მსგავსი ფიქრები.რაც შეეხება ინფრასტრუქტურას სამეგრელოში მაგაზე მე ბევრჯერ დამიწერია მარა ამ ქვეყანაში სადაც მენტალობა მხოლოდ შოვნისკენ არის მომართულ ვის აინტერესებს ფეხბურთი თორემ სამეგრელოს წესით მინიმუმ სამი გუნდი ყოველ წელს უნდა წარადგენდეს ეროვნული ჩემპიონატში მარა არ ერთიშ არ გვყავს...
სოსოს
16:38 04-09-2021
1
წიტაიშვილი კომენტარებს თუ კითხულობ ნეტა??? რაც მე შენზე წავიკითხე ერთი ნეგატიური კომენტარი არ დაწერილა, ყველა გაილანძღა შენს გარდა!!! არაერთხელ ავღნიშნე და გამოვყავი შენი გვარი ამ თამაშში ცალკე! ეხლ რა მინდოდა მეთქვა, ეს ხალხი ვინც გაქებს იცი ვინები არიან ? მათ შორის მეც./ აი შენ რო ფეხს ითრევდი და ნაკრებში ჩამოსვლაზე, უკრაინის ნაკრებში თამაშზე შემოთავაზებას რომ ელოდებოდი, მაშინ გლანძღავდით და შენზე დაწერილ სტატიას ნუღა გვატენითთქო ვიძახდით, აი ის ხალხი ვართ ჩვენ. / მაგრამ შენი საბოოლოო არჩევანით და თავდადებით ეს ქებაც, სიყვარულიც და ალალი პატივისცემაც უსათუოდ დაიმსახურე!!! იმედია კიდე უფრო მოუმატებ და მოუმატებ! /ჩვენ ნაკრებს არ ყავს ფეხბურთელი სამწუხაროდ ისეთი რო ავტორიტეტი იყოს, და მებრძოლი! აი ისეთი რო შემოუძახებს ერთს და ამ შემოძახების გამო თავს რო აკლავდნენ, და არაფრით არ აგდებდნენ იმ ფაქტს რომ ესპანეთს ეთამაშება, გერმანიას თუ გიბრალტარს. / ქეცბაიას ხასიათის ფეხბურთელი დღეს ნაკრებში მაგარად გამოგვადგებოდა. მე არ მახსოვს მაგრამ როგორც ამბობენ ჩივაძე იყო ავტორიტეტი ყველასთვის. / ევროპელ ფეხბურთელებს აღარ ჩამოვთვლი იმდენია. ///
Vasili
11:58 04-09-2021
1

სიახლეები პოპულარული