საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 4 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი იყო ჩართული.

ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია) 5 ოქტომბრიდან შეუერთდებიან. გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშს თბილისში განაგრძობს და ბათუმში 7 ოქტომბერს გაემგზავრება.

ვილი სანიოლმა საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ სათამაშოდ 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ უახლოეს შეხვედრებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს
კლუბში მიღებული ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.​

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)​

მატჩების განრიგი
9 ოქტომბერი, ბათუმი - ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო - საბერძნეთი, 20:00

12 ოქტომბერი, პრიშტინა - ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
კოსოვო - საქართველო, 22:45

ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
უკან პასზე დააგინეთ,ეს უნდა იყოს ტაქტიკა.
Levani
04 ოქტომბერი 2021 23:05
0
წრთადერთი შენიშვნა მქონდა ვლადიმერ ვაისთან და იგივე მაქვს ვილი სანიოლთან, რატომ არ ცვლის ტაქტიკას და არ გამოცდის ორ თავდამსხმელიან ტაქტიკას? არ მაქ მოლოდინი რომ აი ორი თავდამსხმელით დავანგრევთ ნებისმიერ ნაკრებს, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს, იგივე საბა ლობჟანიძის და მიქაუტაძის დუეტი შესაძლებელია გამოიცადოს ან ჩაკვე და მიქაუტაძე.
Semi
04 ოქტომბერი 2021 22:02
4
დაიწყეს კი არა სულ უნდა ვარჯიშობდნენ გაუჩერებლად
123...
04 ოქტომბერი 2021 23:13
0
ხვიჩაა თმა გაიკრიჭეე ხომ ხედავ ხელს გიშლის ! რაც ეგ თმა მოუშვი იმის მერე ვეღარ თამაშობ ისე მაგრა !
ზურა222
04 ოქტომბერი 2021 23:15
11
დამტვრევენ აბა კარის ძელებს
ii
04 ოქტომბერი 2021 21:55
3
რამდები გამოაკლდა დაწერეთ დროა
beqa
04 ოქტომბერი 2021 21:21
3
ოჰჰ, რაღა გვიჭირს
)))
04 ოქტომბერი 2021 22:24
2
ისევ ქვილითაია???
მაგას სჯობს, რომელიმე არველაძე გამოიყვანოთ. ანეკდოტს მაინც მოყვება.
ILIA
05 ოქტომბერი 2021 09:53
1
მოწინააღმდეგეს გაართობს და მაგ დროს მოვიგებთ.
გიორგი
05 ოქტომბერი 2021 10:39
0
მაია ცქიტიშვილის კომენტარს ველი - "სტადიონზე ბუზიც არ დაიშვება"...
ირაკლი
04 ოქტომბერი 2021 22:45
1
ძალიან მაინტერესებს ამ სავარჯიშო პერიოდში ტრამვის გამო რამდენი მოთამაშე გამოგვაკლდება?!
დათო
04 ოქტომბერი 2021 22:52
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული