„ნაკრების რიგებში თამაში ყოველთვის ძალიან სასიხარულოა. კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა უკანასკნელ ტურში გოლს გაიტან და ისე გამოემგზავრები. გასაგებია, რომ გასული მატჩების შემდეგ უკმაყოფილება იყო. ყველას ესმის, რომ უფრო მეტი გვსურს და გვჭირდება.
მაშინ საკმაოდ დიდი დანაკლისი გვქონდა. ახლა ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ბათუმში გულშემატკივართა თვალწინ პირველად ვითამაშებთ. მოტივაცია დიდია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ყველაფერი გამოვასწოროთ“.